პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ძალიან მაგარია 🐍 პითონის სწავლით რომ დაინტერესდი. წარმატებას გისურვებ.
დღეს კიდევ ერთი კითხვა მინდა შემოგთავაზოთ, ამჯერად პითონზე. სირთულის მიხედვით ამ კითხვას 2 ვარსკვლავი დავუწერე. ცოტა თავსატეხივით რომაა მაგიტომ :). თანაც კითხვა IV-VI კლასის იმ მოსწვლეებზეა გათვლილი, ვინც ახლა იწყებს პითონის სწავლას.
თუ გინდა პითონის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო და დაწყებითი კლასი მოსწავლე ხარ, შეგიძლია რეგისტრაცია გაიარო ❤️ დათოს ტრენინგზე 👍 და უფასოდ ისწავლო პროგრამირება პითონში
და თუ მასწავლებელი ხართ და თქვენს მოსწავლეებს გინდათ ასწავლოთ პითონი, გინდათ წვდომა გქონდეთ სასწავლო რესურსებზე და კლასის მართვის ინსტრუმენტებზე (ლექციებზე, დავალებებზე, ქვიზებზე, შეფასების სისტემაზე, სახელმძღვანელოზე) დარეგისტრირდი მასწავლებლის ვორკშოპზე
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაგვჭირდება 3 თემის ცოდნა:
1) პითონის ტიპები
2) ფუნქციები len(), range ()
3) for ციკლის მუშაობა
კითხვის სირთულე: *****
რამდენად საინტერესოა:*****
ამ ქვიზზე პასუხის გასაცემად გჭირდება 3 თემის ცოდნა: რას წარმოადგენს x = 'abcd' ჩანაწერი, როგორ მუშაობს ფუნქცია len() და ფუნქცია range(). ასევე როგორ მუშაობს for ციკლი:
კოდი რა თქმა უნდა სრულდება ზევიდან (1) ქვევით (3) :)
1) პირველ სტრიქონში კოდის შესრულების x = 'abcd' შედეგად იქმება str (string) ტიპის x ცვლადი, რომელსაც მიენიჭება 'abcd' მნიშვნელობა. (x იმიტომ ხდება str ტიპი, რომ 'abcd' გამოსახულება დიდი ალბათობისთ არის str ტიპის.
სტრინგი (str) პითონში წარმოადგენს ტექსტურ მონაცემთა ტიპს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ასოებს, ციფრებს, სიმბოლოებს და ა.შ.
თუ რა ტიპის გახდა x ცვლადი, შემოწმება შესაძლებელია კოდით:
print(type(x)) # გამოიტანს: <class 'str'> :)
x-ში შენახული მნიშვნელობა 4 სიმბოლოსგან შედგება: 'a', 'b', 'c' და 'd'
2) მეორე ხაზში არის კოდი: for i in range(len(x)):
დავშალოთ ცალ-ცაკე:
len(x)– len() აბრუნებს x ცვლადის სიგრძეს. ანუ len(x)=4
შედეგად range(len(x)) კოდი გახდა range(4).
range(4) კი ქმნის რიცხვების მიმდევრობას: 0, 1, 2, 3. ყურადღება მიაქციეთ და დაიმახსოვრეთ, რომ თვლა პითონში (ზოგადად პროგრამირებაშია) 0 და იწყება. ამიტომაა რომ თუ პროგრამისტ შვილს 2 პურზე გააგზავნით, სამს ამოგიტანთ)
კოდის ნაწილი for i in არის ციკლი, რომელიც სრულდება მანამ range() -ჯერ. ამ შემთხვეაში ოთხჯერ. rang(4) მიერ შექმნილი რიცხვები თანმიმდევრობით გადაეცემა i ცვლადს. პირველ იტერაციაზე ის 0-ის ტოლი ხდება, მეორე იტერაციაზე 1, მესამეზე – 2 და ბოლოს 3.
3) მესამე სტრიქონზე ხედავთ კოდის print(i). ეს კოდი დაბეჭდავს i მნიშვნელობას.
როგორ იმუშავებს for ციკლი?
პირველ იტერაციაზე i = 0, შესაბამისად ეკრანზე დაიბეჭდება → 0
მეორე იტერაციაზე i = 1, შესაბამისად ეკრანზე დაიბეჭდება → 1
მესამე იტერაციაზე i = 2, შესაბამისად ეკრანზე დაიბეჭდება → 2
მეოთხე იტერაციაზე i = 3, შესაბამისად ეკრანზე დაიბეჭდება → 3
შედეგი:
ახლა კი შემოგთავაზებთ AI გენერირებულ რამდენიმე სახალისო დავალებას რეფლექსიისთვის:
1. წარმოიდგინე გაქვს ნაყინების სია:
nayinebi = 'შოკო ვანილი მარწყვი'
for i in range(len(nayinebi)):
print(i)
ეს დაგითვლის რამდენი სიმბოლოა სიტყვაში (ასოები და გვარი)
2. წარმოიდგინე გაქვს მეგობრების სახელები:
megobrebi = 'nika dato ana'
for i in range(len(megobrebi)):
print(i)
3. წარმოიდგინე გაქვს საყვარელი ფერები:
ferebi = 'წითელი მწვანე ლურჯი'
for i in range(len(ferebi)):
print(i)
4. და ძალიან სახალისო მაგალითი - სმაილიკები:
smailiki = '😊😎🎮'
for i in range(len(smailiki)):
print(i)
ყველა ეს მაგალითი აკეთებს იგივეს, რასაც შენი კოდი:
1. იღებს ტექსტს
2. ითვლის რამდენი სიმბოლოა მათში
3. ბეჭდავს თითოეული სიმბოლოს პოზიციას (ნომერს)
იმედია გასაგებია ჩემი ახსნა. თუ მოგეწონა, კიდევ შემოიარე და ვეცდები ახალი საინეტერესო ქვიზები შემოგთავაზო. თუ კითხვები გექნება, ან ნებისმიერი ტექსტი შეგიძლია დაწერო კომენტარში
#ქვიზები
#დათოსტრენინგები
#ტრენინგისადაცყველაფერია
Comments
Post a Comment