Posts

Showing posts with the label quiz

დღის ქვიზი (პითონი)

Image
პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ძალიან მაგარია 🐍 პითონის სწავლით რომ დაინტერესდი. წარმატებას გისურვებ.  დღეს კიდევ ერთი კითხვა მინდა შემოგთავაზოთ, ამჯერად პითონზე. სირთულის მიხედვით ამ კითხვას 2 ვარსკვლავი დავუწერე. ცოტა თავსატეხივით რომაა მაგიტომ :). თანაც კითხვა IV-VI კლასის იმ მოსწვლეებზეა გათვლილი, ვინც ახლა იწყებს პითონის სწავლას. თუ გინდა პითონის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო და დაწყებითი კლასი მოსწავლე  ხარ, შეგიძლია რეგისტრაცია გაიარო ❤️ დათოს ტრენინგზე 👍 და უფასოდ ისწავლო პროგრამირება პითონში და თუ მასწავლებელი ხართ და თქვენს მოსწავლეებს გინდათ ასწავლოთ პითონი , გინდათ წვდომა გქონდეთ სასწავლო რესურსებზე და კლასის მართვის ინსტრუმენტებზე (ლექციებზე, დავალებებზე, ქვიზებზე, შეფასების სისტემაზე, სახელმძღვანელოზე) დარეგისტრირდი მასწავლებლის ვორკშოპზე ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაგვჭირდება 3 თემის ცოდნა: 1) პითონის ტიპები 2) ფუნქციები len(), range () 3) for ციკლის მუშაობა კითხვის სირთულე:  **** * რამდენად საინტერესოა: *** * *  ::  ქვიზის განმა...

დღის ქვიზი (OS 1)

Image
ეს კითხვა ტექნოლოგიების გამოცდის 2023 წლის მე-5 კითხვაა. თითქოს რთული დავალებაა, მაგრამ როცა დათო ახსნის, ყველაფერი მარტივ გახდება.  რატომ გირჩევთ ამ პოსტის წაკითხვას? რადგანაც დარწმუნებული ვარ 2025 წლის გამოცდაზე მსგავსი მინუმუმ 2 კითხვა იქნება. ეს კი 2 ქულაა.  თუ უფრო დეტალურად გინდა სკრეჩის ან საგამოცდო საკითხების შესწავლა, გაიარე რეგისტრაცია 2026  ❤️ დათოს ტრენინგზე 👍 ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაგვჭირდება 2 თემის ცოდნა: 1) ფერების ციფრული მოდელი  2) თვლის სისტემები კითხვის სირთულე: **** * რამდენად საინტერესოა: *** * *  ::  ფერების ციფრული მოდელი ეკრანზე გამოსახულება პიქსელების ბადისგან შედგება. ისევე როგორც მათემატიკის რვეულშია ხოლმე. თითოეული პიქსელის ფერი სამი ფერის შერევით (განათების ინტენსივობით) მიიღება. ეს ფერებია 🟥   R  (Red) წითელი , 🟩   G (Green) მწვანე და 🟦   B  (Blue) ლურჯი.    იმისთვის რომ პროგრამულად ამ ფერების მართვა შევძლოთ, გამოიყენება ფერების ჩაწერის რამდენიმე მოდელი. ერთ-ერთი ასეთ მარტივ მ...

დღის ქვიზი (სკრეჩი2)

Image
ეს კითხვა ტექნოლოგიების გამოცდის 2024 წლის მე-17 კითხვაა. თითქოს რთული დავალებაა, მაგრამ როცა დათო ახსნის, ყველაფერი მარტივ გახდება.  რატომ გირჩევთ ამ პოსტის წიკითხვას? რადგანაც დარწმუნებული ვარ 2025 წლის გამოცდაზე მსგავსი მინუმუმ 2 კითხვა იქნება. ეს კი 2 ქულაა.  თუ უფრო დეტალურად გინდა სკრეჩის ან საგამოცდო საკითხების შესწავლა, გაიარე  რეგისტრაცია  ❤️  დათოს ტრენინგზე  👍 ნახეთ კოდი სკრეჩის  საიტზე. დროშაზე დაჭერის შემდეგ  set to ბლოკის გამოყენებით X ცვლადის მნიშვნელობა გახდება 1.  შემდეგ კოდში ვხედავთ repeat until ციკლის ბლოკს ამ ციკლის შესრულებამდე ოპერატორების ბლოკის დახმარებით ხდება პირობის შემოწმება: X=8 ? ანუ თუ X ტოლია 8-ის, ციკლი არ შესრულდება და კოდი შემდეგ ბლოკზე გადავა. ვინაიდან ამ ეტაპზე X უდრის 1-ს,  X=8 პირობა აბრუნებს მცდარია   false პასუხს. ეს კი repeat until ციკლის შესრულების პირობაა; ამრიგად შესრულდება ციკლში არსებული ბლოკები. კერძოდ:   შემდეგი ბლოკი არის if პირობის შესრულება. ამ ბლოკის პირობაა X ნა...

დღის ქვიზი (სკრეჩი)

Image
  კითხვა: მოცემული კოდის შესრულებისას რა მოხდება თუ თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთს (Oscar)? ა) გაქრება ბოძი ბ) ნაგავი (Trash) ჩავარდება სანაგვე ყუთში გ) კოსტუმი გაიცვლება oscar2-ზე დ) კოსტუმი გაიცვლება oscar1-ზე სრული კოდი  :: განმარტება ამ კოდით თუ თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთს, სანაგვე ყუთის თავსახური აიწევა. დასაწყისში შენ ხედავ, რომ კოდში გამოყენებულია მოვლენის   Events   ბლოკი  დროშაზე დაჭერისას when clicker .  ანუ კოდის შესრულება დროშაზე დაჭერის შემდეგ ზევიდან ქვევით დაიწყება  დროშაზე დაჭერის შემდეგ ნებისმიერი კოსტუმი oscar1-ზე გადაერთვება switch costume to .  ეს ბლოკი გარეგნობა Looks ჯგუფის ბლოკია.  შედეგად ეკრანზე გამოჩნდება სანაგვე ყუთის თავდახურული ვერსია.  იმისთვის რომ თაგვის კურსორის მოძრაობის მიხედვით რაიმე მოქმედება შევძლოთ, კოდში გამოყენებულია ეხება touching ბლოკი სენსორების sensing ჯგუფიდან  ანუ როცა თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთის oskar სპრაიტს, ამუშავდება  if-else  ბლოკი. ეს იმიტომ ხ...

დღის ქვიზი (პითონი)

Image
ქვიზი რეკურსიაზე პროგრამირების ენა პითონი სურთულე: 2 ხაზი კლასები: V-VI რავი, დღეს ასეთ ხასიათზე გავიღვიძე, ვიღაცას მინდა დავიჭირო და ჩამჭრელი კითხვა დავუსვა, მერე რომ ვერ მიპასუხებს, დავტუქსო და ჭკუის სწავლება დავუწყო.  მოკლედ, მინდა რომ ჩემი ეგო დავიკმაყოფილო :)  კი არადა, რეკურსია ზოგადად პროგრამირებაში ძალიან კარგი და საინტერესო თემაა. თუ ცოტას წაეთამაშებით ამ კოდს, საინტერესო რამეებს ნახავთ. მაგალითად, მოაცილეთ  if   ბლოკი ან სცადეთ    logical(5)   . ამ კოდს შემთხვევით გადავაწყდი ფეისბუკ ჯგუფში. ხოდა ვფიქრობ კიდევ შემოგთავაზოთ მსგავსი ქვიზები სხვადასხვა პროგრამულ ენებზე. გთხოვთ სანამ ახსნას წაიკითხავდეთ, პასუხების თქვენი ვარიანტი დაწეროთ კომენტარებში. ასევ გამიზიარეთ თქვენი აზრი, გაინტერესებთ თუ არა მსგავსი პოსტები. ჩემთვის საინტერესოა თქვენი გამოცდილება მსგავსი ქვიზების შექმნაში. რის შეცვლას მირჩევთ? ახლა კი  კლოდის :) ახსნა: ფუნქცია logical(3) გამოიძახება და x=3: პირველ if პირობას ვერ აკმაყოფილებს (3 ≠ 1) გადადის else-ში: უნდა ...

მზად ხართ გახდეთ კიბერსამყაროს შერლოკ ჰოლმსი? (ტესტი კიბერუსაფრთხოებაზე)

Image
როგორც წინა პოსტში კრიპტოვალუტის შესახებ ვწერდი, ქართულ განათლებაში ტესტები ფაქტობრივი ცოდნის გასაზომად გამოიყენება. თუმცა ტესტებს მრავალმხრივი გამოყენება აქვთ. ტესტების სასწავლო მიზნებს გუგლ ფორმების ვიდეოინსტრუქციებშიც შევეხე გაკვრით. დღევანდელ ტესტს ქვია მზად ხართ გახდეთ კიბერსამყაროს შერლოკ ჰოლმსი? გაიარეთ ეს ტესტი და შეაფასეთ თქვენი ძალები იტვირთება...   და ბოლოს, გთხოვთ გამოიწეროთ ეს ბლოგი, გააკეთეთ კომენტარი, გამოხატეთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.... კიდევ რა თემაზე გინდათ ტესტის მომზადება? გამოგვეხმაურეთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ეს ნამდვილად კრიპტოვალუტაა? (ტესტი)

Image
ქართულ განათლებაში ტესტები ფაქტობრივი ცოდნის გასაზომად გამოიყენება. თუმცა ტესტებს მრავალმხრივი გამოყენება აქვთ. ტესტების სასწავლო მიზნებს გუგლ ფორმების ვიდეოინსტრუქციებშიც შევეხე გაკვრით. ამჯერად კი ასეთი ტესტის ნიმუშების სერია მინდა შემოგთავაზოთ დათოს ბლოგზე. ვფიქრობ კვირაში ერთი სასწავლო ტესტი დავდო ტექნოლოგიების თემებზე. დასაწყისისთვის მინდა შემოგთავაზოთ კრიპტოვალუტის და მიმების თემა. მცირე ექსკურსი; ბლოკჩეინი  (ვიდეო, ქართ.) ბითკოინი შეიქმნა 2008 წელს და წარმოდგენს ვირტუალურ კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ამ პროცესს მაინნგი ეწოდება. ეს ვალუტა ფიზიკურად არ არსებობს. ბიტკოინი საშუალებას იძლევა თანხა ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს გავუგზავოთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე და ამ უფასო ოპერაციას რამდენიმე წამი სჭირდება. ბიტკოინის გაყალბება შეუძლებელია. სატოში ბითკოინის ხურდა ფული. ის 100 ათასი სატოში უდრის 1 ბითკოინს. ალტკოინი არის ბითკოინის შემდეგ შექმნილი ყველა სხვა ...