დღის ქვიზი (OS 1)


ეს კითხვა ტექნოლოგიების გამოცდის 2023 წლის მე-5 კითხვაა. თითქოს რთული დავალებაა, მაგრამ როცა დათო ახსნის, ყველაფერი მარტივ გახდება.  რატომ გირჩევთ ამ პოსტის წაკითხვას? რადგანაც დარწმუნებული ვარ 2025 წლის გამოცდაზე მსგავსი მინუმუმ 2 კითხვა იქნება. ეს კი 2 ქულაა.  თუ უფრო დეტალურად გინდა სკრეჩის ან საგამოცდო საკითხების შესწავლა, გაიარე რეგისტრაცია ❤️ დათოს ტრენინგზე 👍

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაგვჭირდება 2 თემის ცოდნა:
1) ფერების ციფრული მოდელი 
2) თვლის სისტემები
კითხვის სირთულე: *****
რამდენად საინტერესოა:*****

 :: ფერების ციფრული მოდელი

ეკრანზე გამოსახულება პიქსელების ბადისგან შედგება. ისევე როგორც მათემატიკის რვეულშია ხოლმე. თითოეული პიქსელის ფერი სამი ფერის შერევით (განათების ინტენსივობით) მიიღება. ეს ფერებია 🟥 R (Red) წითელი, 🟩 G(Green) მწვანე და 🟦 B (Blue) ლურჯი.  

იმისთვის რომ პროგრამულად ამ ფერების მართვა შევძლოთ, გამოიყენება ფერების ჩაწერის რამდენიმე მოდელი. ერთ-ერთი ასეთ მარტივ მოდელს სწორედაც RGB ფორმატი ქვია. ამ ფორმატში ფერების მნიშვნელობა ათობით ან თექვსმეტობით (HEX) ფორმატში ჩაწერილი სამი რიცხვის სახით შეიძლება იყოს ჩაწერილი. ათობითი ფორმატით ჩაწერის შემთხვევაში რიცხვები ერთმანეთისგან მძიმეებით გამოიყოფა. ზოგადად RGB ფორმატი ასე გამოიყურება: RGB(X, X, X). 
ჩანაწერის პირველი მნიშვნელობა აღნიშნავს 🟥 R (Red) წითელ ფერს. მეორე მნიშვნელობა 🟩 G(Green) მწვანე ფერია. ხოლო მესამე, როგორც უკვე ხვდებით, 🟦 B (Blue) ლურჯი  ფერი იქნება. 

თექვსმეტობით ფორმატზე ცოტა მოგვიანებით, თვლის სისტემების ნაწილში ვისაუბრებ.
 
თითოეული ფერის ინტენსივობა 0-დან 255-მდე შეიძლება იყოს. 0 ნიშნავს რომ გამორთულია, ხოლო 255 განათების მაქსიმალური ინტენსივობაა. როგორც ჩანს, თუ დავთვლით 256 ვარიანტი გამოდის. (ანუ 2^8, 2 ხარისხად 8). რადგანაც სულ ასეთი სამი ფერია, კომპიუტერის ეკრანზე არსებული ფერების რაოდენობა ზუსტად 256*256*256, ანუ 16 777 216-ია.  (გამოცდისთვის 16 მილიონ ფერზე მეტი რომაა მაგის დამახსოვრება შეიძლება დაგჭირდეთ)

როცა სამივე ფერის მნიშვნელობა (ინტენსივობა) 0-ია, მიიღება ⬛ შავი ფერის პიქსელი. ეს ადვილი დასამახსოვრებელია, რადგან როცა ეკრანი გამორთულია (0 ია), ეკრანი ხომ შავია. 
ამ ფორმატის შავი ფერის ჩანაწერი ასეთი სახის შეიძლება იყოს RGB (0, 0, 0) ანუ ეკრანს ვეუბნებით რომ პიქსელში 🟥 R  წითელი ფერის ინტენსივობა 0-ია (გამორთულია), ასევე 🟩 G მწვანე ფერის ინტენსივობა 0-ია (გამორთულია) და 🟦 B ლურჯი ფერის ინტენსივობაც 0-ია (გამორთულია).  შესაბამისად პიქსელის ფერი იქნება შავი (გამორთული)

როცა სამივე ფერის მნიშვნელობა (ინტენსივობა) მაქსიმალურია, ანუ 255, მიიღება თეთრი ფერის პიქსელი. პიქსელის ამ მდგომარეობის ჩანაწერი RGB ფორმატში ასეთი სახის შეიძლება იყოს — RGB (255, 255, 255) ანუ ეკრანს ვეუბნებით, რომ პიქსელში 🟥 წითელი ფერის ინტენსივობა 255-ია (მაქსიმალურია), ასევე 🟩 G მწვანე ფერის ინტენსივობა 255-ია (მაქსიმალურია) და 🟦 B ლურჯი ფერის ინტენსივობაც მაქსიმალურია. როგორც დავწერე, შედეგად პიქსელის ფერი იქნება ⬜ თეთრი. ანუ მაქსიმალურად კაშკაშა. 

მარტივი გასააზრებელია, რომ 🟥 R  წითელი პიქსელის მისაღებად RGB() ჩანაწერის პირველი ფერი (რიცხვი) მაქსიმალური მნიშვნელობით უნდა იყოს ჩაწერილი. ანუ RGB (255, 0, 0) არის მაქსიმალურად წითელი ფერის პიქსელის კოდი. შესაბამისად 🟩 G მწვანე ფერის პიქსელის კოდი იქნება RGB(0, 255, 0) ხოლო 🟦 B ლურჯი ფერის პიქსელის კოდი  RGB(0, 0, 255) იქნება. 
ახლა ვნახოთ ორი ფერის შერევით რა ხდება. დააკვირდით სურათს: თუ წითელ და მწვანე ფერს მაქსიმალური ინტენსივობით (რაოდენობით) გამოვიყენებთ. მიიღება ყვითელი ფერი. მისი კოდი იქნება RGB(255255, 0)

წითელი და ლურჯი ფერის მაქსიმალური ოდენობით შერევის შემთხვევაში მიიღება მაჯენტა (მეწამული). მისი კოდი იქნება RGB(2550255). ბარემ აქვე დავწერ, რატომ ვიყენებ ტერმინს მაჯენტა. სიმართლე გითხრათ Magenta დიახ, თარგმანში არის მეწამული, მაგრამ მაჯენტა გამოიყენება როგორც ტექნიკური ფერის გამომხატევლი ტერმინი და აღნიშნავს კონკრეტულ ტექნიკურ ფერს, რომლის კოდი არის RGB(255, 0, 255). ხოლო მეწამული შესაძლებელია იყოს Magentas-ს ოდნავ განსხვავებული ფერიც კი. ვინაიდან ეს სიტყვა ტრადიციულ ფერს გამოხატავს, ვერავის მოვთხოვთ ციფრული სტანდარტის დაცვას. თუმცა მე შეიძლება ვცდები. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.  გავაგრძელებ... 
  
რაც შეეხება მწვანე და ლურჯი ფერის მაქსიმალური ინტენსივობით შერევას, მიიღება 🔷 ციანი ფერი. ადვილად მიხვდებით რომ მის კოდია  RGB(0255255).  და ბოლოს, თუ სამივე ფერს მაქსიმალური ინტენსივობით ჩავრთავთ, მივიღებთ ⬜ თეთრ ფერს. აბა დაფიქრდით და სცადეთ გამოიცნოთ, როგორ გამოიყურება თეთრი ფერის კოდი RGB ფორმატში? დიახ, სწორად მიხვდით, ⬜თეთრი ფერის კოდია RGB(255, 255, 255)
 
რაც შეეხება დანარჩენ ფერებს, მათი მიღება შესაძლებელია რიცხვების ცვლილებით. ანუ როგორც ვთქვი, ფრჩხილის შემდეგ პირველ პოზიციაში მყოფი რიცხვი აღნიშნავს წითელი ფერის ინტენსივობას, მეორე პოზიციაზე მყოფი ფერი აღნიშნავს მწვანე ფერის ინტენსივობას, ხოლო მესამე პოზიციის რიცხვით ლურჯი ფერის ინტენსივობაა აღნიშნული. თითოეულ პოზიციაზე მყოფი რიცხვები 0-დან 255 მდე ჩათვლით დიაპაზონში შეიძლება იყოს. 

შემდეგ აბზაცზე მოცემულია  AI გენერირებული ფერების პიკერი, რომლის დახმარებით პრაქტიკულად შეგიძლიათ მოსინჯოთ როგორ არის შესაძლებელი პიქსელის ფერების ცვლილება ამ სამი ფერის ინტენსივობის ცვლილებით. დასაწყისში პიკერში სწორედაც #FF0080 (RGB(255, 0, 128) ფერია ჩატვირთული. დანარჩენი ფერების სანახავად თაგვით გააგორ-გამოაგორეთ ბურთები და ითამაშეთ:
RED / წითელი
GREEN / მწვანე
BLUE / ლურჯი
RGB: RGB(255, 0, 128)
HEX: #FF0080

ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს :) 

 :: თვლის სისტემები

კითხვაში გამოყენებული კოდი #FF0080 არის RGB ფორმატის თვლის თექვსმეტობით ფორმატში ჩაწერილი კოდი. ანუ ათობითი ფორმატის მაგივრად იგივე ინფორმაცია თექვსმეტობით (HEX) ფორმატშია ჩაწერილი. ასეთი ჩანაწერი ყოველთვის # ბადით იწყება და შემდეგ 6 სიმბოლო მოდის. ეს ვარიანტი ზოგადად ასე გამოიყურება: #XXXXXX . პირველი ორი  🟥 R  წითელი ფერის ინტენსივობაა, მე-3 მე-4  🟩 G მწვანე ფერი, ხოლო მე-5 და მე-6 – 🟦 B ლურჯი. 
მაგალითად  🟥 R  წითელი ფერის კოდი ამ სახით ასე ჩაიწერება: #FF0000.  #00FF00 ეს კი მწვანე 🟩 G მწვანე ფერის კოდია, ხოლო ეს #0000FF – 🟦 B ლურჯის. 
არ დაგაბნიოთ ამგვარმა ჩანაწერმა შეიძლება იფიქროთ რომ FF რანაირად არის 255, მაგრამ პასუხი მარტივია: თვლის 10-ობითი სისტემის 255 სწორედაც 16-ობით სისტემაში FF ტოლია. უფრო მეტი ინფორმაცი თვლის სისტემების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში. 

მართლაც, #FF0080 კოდის პირველი წყვილი თექვსმეტობითთი სისტემის FF არის  ათობითი სისტემის 255.  ხოლო მეორე წყვილი 00, ათობითშიც 0-ია. 16 სისტემის 80 -ის მნიშვნელობის გადაყვანა ორობით სისტემაში შეიძლება გაგვიჭირდეს და ზეპირად არც გვეცოდინება, მაგრამ მისი გამოთვლა არც არის საჭირო. რადგან პასუხებში მხოლოდ ერთი კოდია, რომელის პირველ პოზიცაზე 255 წერია, ხოლო მეორე 0-ია. 

ყურადღება, გამოცდის სპოილერი: ზოგადად ამ გამოცდისთვის დამახასიათებელია, რომ სწორი პასუხების საპოვნელად გამოთვლები სულაც არაა საჭირო. კითხვების უმეტესობის ამოცნობა ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით არის შესაძლებელი. ამ დავალებაშიც მაგალითად, ბ) RGB (256, 20, 20) ვარიანტი ერთი შეხედვითაც ჩანს რომ არასწორი პასუხია, რადგან როგორც უკვე ვთქვი, პირველი  256 სცდება წითელი ფერის დასაშვებ დიაპაზონს. ანუ თითოეულ პოზიციაზე მყოფი რიცხვი 255-ზე მეტი არ შეიძლება იყოს. პიკერის სიმულატორში სცადეთ ჩაწეროთ 256 :) და დარწმუნდებით

დ) RGB (0, 255, 100) ვარიანტში პირველ პოზიციაზე წერია 0, ხოლო მეორე პოზიციაზე –  255, რაც თექვსმეტობითში იქნება FF. მაგრამ რადგანაც კითხვის თანახმად ვეძებთ ფერს, რომელშიც მწვანე ფერის ინტენსივობა 00-ია, დ) ვარიანტიც არასწორი პასუხია

რაც შეეხება ა) RGB (120, 80, 80) ვარიანტს, ეს პასუხიც არასწორია, რადგან კითხვის თანახმად ვეძებთ 255, 0 და რაღაც ჩანაწერს. ასეთი კი ა) ვარიანტი სულაც არაა.  

ნახეთ სწორი პასუხი

 
 :: შეჯამება

 

თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ შეაფასეთ თქვენი ცოდნა: (ამ ქვიზს კიდევ დავამატებ კითხვებს)

 ::დამატებითი ინფო

წელს დათოს ტრენინგებზე შესაძლებელია  🎨 ყველა ფერის ისტ (ტექნოლოგიების) საგამოცდო ტრენინგის გავლა.
დათოს ტრენინგებზე 🎨 ყველაფერია
გთხოვთ 🔗გააზიაროთ ეს პოსტი, ❤️ დაგულოთ, 👍მოიწონოთ და 💬დააკომენტაროთ



#10კრედიტიმინდა
#ისტტრენინგები
#დათოსტრენინგები
#ტრენინგისადაცყველაფერია





Comments