სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

განახლება: 09.04.2025 18:35
სტენფორდის კურსზე შერჩეულია VIII-XI კლასის მოსწავლეები. უარი ეთქვა რუსულ მეილებს, მასწავლებლებს და არარეალურ ანგარიშებს. სულ 2 217 აპლიკაცია შემოვიდა. (კიდევ მიმდინარეობს შერჩევა) მადლობა ყველა მასწავლელს ვინც ჩვენთან ითანამშრომლა ამ მნიშვნელოვან საქმეში.
შერჩეულ აპლიკანტებს ფოსტაზე მოგივიდათ წერილი სათაურით norplay.
თუ ხართ VIII-XI კლასი მოსწავლე და ბმული არ მიგიღიათ, მოგვწერეთ დისკორდზე ან ფეისბუკზე ტელეფონი ნომერი რომლითაც დარეგსტრირდით
ბმულზე გადასვლის შემდეგ უნდა შეგესრულებინათ 5 დავალება. მათ შორის 2 არის კარელის კოდი.. ყველა დასრულებული დავალება მონიშნულია მწვანე თოლიით.
დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ კარელის სახელმძღვანელო (ინგ). შეგიძლიათ გამოიყენოთ კარლო (ქართ) კოდი 1sKNHABV
დღევანდელი სიურპრიზი ძალიანაც სასიხარულოა. ძალიან კი არა ჩემს სტუდენტობისას ვინმეს რომ ეთქვა სტენფორდის უნივერის ლექტორის ლექციას დაესწრებიო, მაუსს ვურტყამდი თავში მაგ სიაფანტს :) ახლა კი უბრალოდ ლექტორი კი არა თლათ Mehran Sahami წაგიკითხავთ ლექციებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი ხელმოწერა IEEE კომპიუტერული მეცნიერებების სტანდარტს ამშვენებს, ძალიან ბევრ რამეს ამბობს ამ კაცზე. აი ჰარვარდი ხომ ძალიან მიყვარს, მალანიც ხო ჯიგარია, მაგრამ ჰარვარდი მაინც ბიზნეს უნივერია. სტენფორდის სკოლა კიდე პროგრამირებაში ძალიან მაგადია. თავად მიხვდებით, როცა დაესწრებით :)
ამიტომ თუ შენ ხარ
- ✅ დირექტორი
- ✅ დამრიგებელი
- ✅ მასწავლებელი
- ✅ მშობელი
- ✅ მოსწავლე
- ✅ ან უბრალოდ კარგი ადამიანი.
გააზიარე ამ პოსტის ბმული mokle.ge/stanford25, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს ამ სიკეთით
ნახეთ კარელის დეკომპრესია და გასაგები იქნება რომ პროგრამისტობა სინტაქსის ცოდნა არა, კარგი ლექტორი სინტაქსს არ ხსნის. კიდე ის რომ ეს კურსი სწორედაც სტენფორდის პროგრამირების მეთოდოლოგიის ნაწილია. ამიტომ თუ გინდა რომ სინტაქსს გასცდე, ეს კურსი აუცილებალად უნდა გაიარო. ბარემ იმასაც დავამატებ რომ სტენფორდს ტექნოლოგიებში MIT ჯობია (ჩემთვის) და მაგას კიდე CMU მირჩევნია. ესენი მართლა დაფრინავენ კოდებში :)
წლევანდელი წლის სიახლეც განსაკუთრებით სასიხარულოა. წელს ქართველ მოსწავლეებს სტენფორდის სახელით მენტორობას გაუწევენ თვითონის კურსდამთავრებულები. არა ბიჭო მოსკოვს დავეკითხებით :)
მაშ ასე, თქვენს წინაშეა
სტენფორდის უნივერსიტეტის პოპულარული კურსის CS106A-ის უფასო ონლაინ ვერსია - შესავალი კოდირებაში პითონით
ვისთვისაა?
მათთვის, ვისაც არ აქვს პროგრამირების გამოცდილება, მაგრამ სურს მისი სწავლა.
მათთვის, ვისაც შეუძლია დროის გამოყოფა (კვირაში მინიმუმ 7 საათი, 6 კვირის განმავლობაში). ლექცია 1 საათი, ლაივ ლაბორატორიული 1 საათი + დავალებები. (ლაბორატორიულზე ასარჩევად შემოგთავაზებენ დილის ან საღამოს დროს. ლექციის ჩანაწერი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ))
რას ვისწავლით?
პროგრამირების საფუძვლებს პითონის ენაზე (სტენფორდის კურსის CS106A-ის პირველი ნაწილი).
შექმნით პროექტების პორტფოლიოს, რომელიც სტენფორდის მიერ იქნება შეფასებული და გაზიარება შესაძლებელი იქნება.
როდის?
კურსი იწყება: 2025 წლის 21 აპრილი.
განაცხადის შესავსებად ბოლო თარიღი: 2025 წლის 9 აპრილი.
რა არის განსაკუთრებული?
ყოველ 10 მოსწავლეზე ერთი მოხალისე მასწავლებელი მუშაობს, რაც მოსწავლეებსსაშუალებას აძლევს პერსონალური ყურადღებას მიიღონ.
კურსი შეიქმნა სტენფორდის საუკეთესო ლექტორების 30 წლიანი გამოცდილების შედეგად. (ნიკ პარლანტე, ერიკ რობერტსი და სხვები). ამ კურსის ლექციებს წაიკითხავენ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები Mehran Sahami and Chris Piech.
რა ღირს მონაწილეობა?
სწავლა უფასოა.
როგორ დავრეგისტრირდე?
რეგისტრაცია ღიაა 2025 წლის 9 აპრილამდე:
ნახეთ შარშანდელი ლექციის ჩანაწერი:
ნახეთ სილაბუსი:
Week # |
Topic |
You Build |
Unit |
Week 1 |
Control Flow with Karel |
Welcome Karel |
Karel |
Week 2 |
The Art of Coding |
Puzzle Karel |
Karel |
Week 3 |
Console Programs |
Sandcastles |
Console |
Week 4 |
Understanding Variables |
Khansole Academy |
Console |
Week 5 |
Graphics |
Random Art |
Graphics |
Week 6 |
Lists + Dictionaries |
World's Hardest Game |
Graphics |
Beyond |
Continue Learning |
Final Project |
Creativity |
სერტიფიკატის მისაღებად მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ ფინალური პროეტი: პონგის თამშის დაპროგრამება:
მნიშვნელოვანი განახლება: გთხოვთ მასწავლებლები ნუ დარეგისტრირდებით (მოსწავლის ანგარიშით), ლექციაზე კამერის ჩართვა მოგიწევთ და გავიგებთ რომ მერვეკლასელი არ ხართ :) ნუ ჩაგვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში :)
არც სტუდეტებისთვისაა და არც კონკურენტი ტრენერებისთვის. (ამით ფულს ვერ გააკეთებთ)
ინფორმაციას მხოლოდ თქვენს შვილებს ნუ უზიარებთ. ნუ დაუმალავთ თქვენს მოსწავლებს ინფორმაციას...
ეცადეთ მშობლის ფოსტით ან ტელეფონით არ დარეგისტრირდეთ, კომუნიკაციისას გამოიყენეთ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემები
ბოლოს კი,სამახსოვროდ რეგისტრაციის დასრულებამდე 8 წამით ადრე გაგზავნილი აპლიკაციის სკრინს დავდებ
Nini
ReplyDeleteNini
ReplyDeleteSalome
ReplyDeleteSalome
ReplyDeleteRegistration
ReplyDeleteნია ტაკიძე
ReplyDeleteგამარჯობა, შემიძლია გკითხოთ, გაივლით თუ არა Game Maker-ს?
ReplyDeleteმადლობა დაინტერესებისთვის. საბოლოო პროდუქტი არის პონგ თამაში, ოღონდ პითონით უნდა დაიწეროს. ენჯინებს არ ისწავლით
Delete