საერთაშორისო კონფერენცია „კვანტის დღე“ 2025

ამჯერად უკვე მესამედ ავღნიშნავთ კვანტის საერთაშორისო დღეს საქართველოში.  და ამაზე მეტი ინოვაცია რა უნდა იყოს?   მეგობრებისთვის გასაზიარებელი ბმული: mokle.ge/wqdgeo25rg


მაშ ასე, 

თუ გაინტერესებს: 

✅როგორ შეიტანოთ თქვენს კლასში კვანტური გამოთვლები❓  
✅რა არის კვანტური კომპიუტერი❓
✅როგორ მუშაობს კვანტური კომპიუტერი❓
✅რას შეცვლის კვანტური კომპიუტერი მომავალში❓
მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა და 

ასევე შენ შეგიძლია წარადგინო ნებისმიერი შინაარსის პრეზენტაცია, რომელიც კვანტურ კომპიუტერს ეხება. პრიორიტეტი მიენიჭება ჩვენი პროგრამების პარტნიორ სკოლებს და პედაგოგებს

14 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს კვანტის დღეს. საქართველოც რატომ არ უნდა შეუერთდეს? მით უმეტეს საქართველოს 150ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა შესავალი კვანტური კომპიუტერის პროგრამირებაში კურსი, რომელიც ორგანიზებული იყო  ინოვაციური განათლების ასოციაციის, IBM და MIT მიერ. 

ხოდა წელსაც Twiton.ge ორგანიზებით, მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მსოფლიო კვანტური დღის აღმნიშვნელ რუკაზე საქართველოც მოინიშნოს როგორც მხარდამჭერი ქვეყანა. რატომაც არა? ხოდა ასეთი რამ მოიფიქრეს: 14 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით  ჩატარდეს კვანტის კვირეული.  ამ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება არის ჩანიშნული:

14.04.2025

  • მოლოდინები (თამაში). (10 წთ)
  • შესავალი კვანტურ სამყაროში (10 წთ)
  • როგორ მუშაობს კვანტური კომპიუტერი (5 წთ)
  • კითხვა-პასუხი
 19.04.2025
  • შროდინგერის კატა (2 წთ)
  • კვანტური მომავალი (10 წთ)
  • კვანტური მითები (5 წთ)
  • კითხვა-პასუხი
26.04.2025
  • როგორ შემოვიტანოთ კვანტური გამოთვლები საქართველოს სკოლებში
  • კითხვა-პასუხი
03.05.2025
  • ექსკურსია IBM კვანტურ ლაბში (10 წთ)
  • ქვიზი 
  • შეჯამება
  • კითხვა-პასუხი

ამ ღონისების ფარგლებში 3 მაისს ონლაინ რეჟიმში 3D ფორმატში დავათვალიერებთ MIT კვანტური კომპიუტერის ლაბორატორიას. 


რადგან ექსკურსიაა, ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, პრეზენტატორიც შეიძლება ნებისმიერი გახდეს, რადგან ჩვენთან ერთად შეუძლებელი არაფერია 

 ამ ღონისძიებებიდან გაიგებთ:

  • რა არის კვანტური კომპიუტერი
  • როგორ მუშობს კვანტური კომპიუტერი
  • როგორ გავიაროთ კვანტური კომპიუტერის შესავალი კურსი
  • როგორი იქნება კვანტური კომპიუტერი მომავალში 
  • როგორ დავნერგოთ კვანტური კომპიუტერის პროგრამირების კურსი საქართველოს სკოლებში

რეგისტრაცია

ღონისძიება ოფიციალურად რეგისტრირებულია კვანტის მსოფლიო დღის აღმნიშვნელ გვერდზე 

პრეზენტატორების რეგისტრაცია ყევლა შეხვედრაზე 2 დღით ადრე სრულდება მონაწილეთა რგისტრაცია ვადებში არაა შეზღუდული.



Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

კომპიუტერული პროგრამირების კურსები 2025