AI ეროვნული ფესტივალი

ეს ჰეშტეგები ხომ გახსოვთ?

#თვითონდავწერკოდს
#მეპროგრამისტივიქნები
#ჰარვარდისსერტიფიკატსავიღებ

დღეიდან, კიდევ რამდენიმე მინდა დავამატო

#მევიყენებAI
#მემიყვარსAI
#AIეროვნულიფესტივალი
#AIტექნოლოგიებისსწავლებაში

ხელოვნურ ინტელექტზე ჭორაობა ტრენდშია, ხოდა მოდი კიდევ ერთ ინტრიგას შემოგთავაზებთ. 30 მაისს 20:00 საათზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოსწავლეების მიერ შექმნილი პროგრამების ეროვნული ფესტივალი მოვაწყოთ და ვნახოთ რა გამოვა. გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება კოლეგებს, მეგობრებს, გავეპრანჭოთ ❤ შეყვარებულებს, ან უბრალოდ გავერთოთ და დრო საინტერესოდ გავატაროთ. შეჯიბრება არ იქნება, ვფიქრობ თანამშრომლობა გაცილებით საინტერესო უნდა იყოს. 

თუ თქვენც მოგეწონათ იდეა, გაიარეთ 

რეგისტრაცია 

ფესტივალის მიზანია საზოგადოებაში AI პოპულარობის გაზრდა, 21- საუკუნის უნარების განვითარება. მოსწავლეთა დაინტერესება ტექნოლოგიებით. ან თუნდაც ახალი მეგობრების შეძენა, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ :)

ფესტივალზე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი პროგრამული პროდუქტი, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ან რომლის შექმნაში დავიხმარეთ ხელოვნური ინტელექტი. პროეტები წარმოდგენილი უნდა იყოს 2 წუთიანი პრეზენტაციიის ან ვიდეო კლიპის საშუალებით. რეგისტრირებული მომხმარებელებისთვის ჩატარდება კინსულტაციები. რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მაისის ჩათვლით. 

🙏 ნებისმიერი კოალაბორაცია მისასალმებელია. 🔗 გაუზიარეთ არა მარტო თქვენს შვილებს, არამედ მთელ კლასს, სკოლას, მოიწვიეთ მეგობრები.... კითხვის შემთხვევაში 💬 დააკომენტარეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, თუ 👍მოგეწონებათ, ❤️ დაგულეთ 

გაიცემა ხელოვნური ინტელექტის მიერ გაცემული სერტიფიკატი.

ამ პოსტის მოკლე ბმული მეგობრებისთვის გასაზიარებლად mokle.ge/aifestinf25




ეს ტექსტი მომზადებულია



Comments

Popular posts from this blog

სტენფორდის ონლაინ კურსი კოდირებაში

თხა და გიგო (ზღაპარი)

კომპიუტერული პროგრამირების კურსები 2025