ინტერნეტის მოწყობა ტრენინგებისთვის V.2
ტექსტი ბოლომდე წაიკითხეთ და მერე ნახეთ ვიდეო, კომენტარები არ დაგეზაროთ....
მე თავს დავდებ იმაზე, რომ არანაირი პრობლემა ამ მოდემების გამოყენებისა არ შემქმნია, გარდა ფინანსური პრობლემებისა. (ქობულეთში ტრენინგის დროს ჩემი მითითებით შევიდნენ გვერდზე სადაც ვიდეო ავტომატურად ირთვებოდა და 12 კომპმა ეგრევე ჩამოქაჩა, მე ვთხოვე, „თუ შეიძლება ხმას დაუწიეთ“, არადა უნდა მეღრიალა „სასწარფოდ გამორთეთ!!!!“. როცა მივხვდი, წინა დღეს ჩატვირთული 30 ლარი ვაშალომიძის ხმით ბათუმის აყვავებას ქაქანებდა)
ამაგრამ არ ვნანობ :)
მეორე 60 ლარი კი ხობში ჯეოსელის კლასში ჩართულ ავტომატური განახლების ფუნქციას მივახარჯე. ჩემთან ეგ ფუნქცია გამორთული მაქვს, მაგრამ ჯეოსელის კლასებში ჩართულია. ვინაიდან, წლებია ამ კომპებს ინტერნეტი არ ღირსებიათ, ჩემი 15 გბ საჰარაში დაღვრილი ჭიქა წყლის ეფექტურობით გაიხარჯა
___________________________________________________
მე-4 თაობის ინტერნეტთან დაკავშირებით
ჯერჯერობით ტესტები არ მაქვს
დავწერ ჩემი აზრით საუკეთესო მოდელს
ფასი ამაზონზე 280$
უფრო იაფიანი მოდელი 120$
__________________________________________________
აუცილებელი წინაპირობა: იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრენინგი ტარდება ხელმისაწვდომი იყოს ჯეოსელის ან მაგთის 3G სერვისები. ჯეოსელს მხოლოდ შეზღუდულ ტერიტორიაზე აქვს ეს სერვისი, ხოლო მაგთი სხვადასხვა სიხშირეზე გადასცემს ამ სერვისს.
3g
3.5g
და
2 400 მგ
ანუ თუ ჯეოსელს მხოლოდ ერთი სიხშირე აქვს და ისიც მთელ საქართველოზე არა, მაგთის 3 არჩევანი აქვს. 3g თითქმის მთელ საქართველოზეა. 2400 კი მაგთიფიქსის სიხშირეა. შესაბამისად ყველგან იჭერს.
მოდემები:
რომელიმე კონკრეტულ ოპერატორზე რომ არ იყოთ დამოკიდებული, შეგიძლიათ შეიძინოთ რაიმე 3G როუტერი გარე ()დამატებითი ანტენით) ანტენით. მე შერჩეული მაქვს HUAWEI E586ES-2 მოდელი. ამ მოდელს აქვს გარე ანტენის დასაერთებელი პორტი TS9 კონექტორი. (შესაბამისად გარე ანტენაც ასეთი უნდა იყოს.).
HUAWEI E586ES-2 |
აგრეთვე შესაძლებელია იყიდოთ E5332 მოდელი. ამ მოდელსაც აქვს გარე ანტენის კონექტორი. და უფრო იაფიცაა.
შემდეგი ვარიანტი ცოტა ძვირია, მაგრამ კარგი მოდელია. Huawei E5756 (ალბათ მე ამას ავარჩევ) თუ ცოტა ნორმალურ ფასში იქნება. კარგია იმიტომ, რომ სხვადასხვა ბარათების შესაცვლელად დაშლა და ელემენტის ამოღება არაა საჭირო
შემდეგი ვარიანტი ცოტა ძვირია, მაგრამ კარგი მოდელია. Huawei E5756 (ალბათ მე ამას ავარჩევ) თუ ცოტა ნორმალურ ფასში იქნება. კარგია იმიტომ, რომ სხვადასხვა ბარათების შესაცვლელად დაშლა და ელემენტის ამოღება არაა საჭირო
გარე ანტენა:
!გირჩევთ ანტენა და მოდემი ერთად იყიდოთ, ან სურათს ნუ ენდობით
ანტენის ყიდვისას ანტენის კონექტორის ტიპს მიაქციეთ ყურადღება. ხშირად ანტენებზე RG174 მოდელის კონექტორებია. ხოლო მოდემზე TS9. შესაბამისად ვერც დააერთებთ. აგრეთვე ანტენის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ სადენის სიგრძეს. მაგ სადენს თქვენ ვერ დააგრძელებთ. ეცადეთ შეიძინოთ გარე ანტენა. გარე ანტენას ოთახშიც დადგამთ თუ კარგი მიღებაა, ხოლო თუ არ იჭერს, მოგიწევთ ადგილის შერჩევა.
ანტენის სპეციფიკაციებში უნდა იყოს მითითთებული სიგნალის გაძლიერების კოეფიციენტი ვთქვათ 12dbi
და სიხშირე. მინიმუმ 3G Wireless Network. ან უფრო დაწვრილებით HSUPA/HSDPA/UMTS 2100MHz/900MHz. CDMA 1900 MHz. GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900MHz
მაგთის და ჯეოსელის 3 (3,5)G კატრებზე მნიშვნელოვანია HSUPA/HSDPA/UMTS 2100MHz/900MHz.
ივიდიოს სიმზე CDMA 1900 MHz.
ხოლო ხოლო ბილაინზე და ჯეოსელზე GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900MHz. (მაგრამ ასეთი მოდემები და ანტენები არ იყიდოთ. ამ სიხშირეზე მაქსიმალური სიჩქარე 256კბ არის მხოლოდ)
ცალკე თემაა ცუდი სიგნალი და სიგნალის გაძლიერება. მარტივი ვარიანტია USB დამაგრძელებელი. მისი სიგრძე 5 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. ყველა ვარიანტში გადაამოწმეთ ადგილზე. სასურველია ფილტრიანი დამაგრძელებელი, მაგრამ ხარისხიანები მე არ შემხვედრია.
ამ სადენის დახმარებით ჩემი წიფი ბამბუკის ჯოხზე მაქვს წამოცმული და მშვენივრად იჭერს როგორც ჯეოსელს, ასევე მაგთის. ასე ვიყენებდი მაგთის ორსიხშიარიან მოდემსაც. ბამბუკის კონსტრუქციას ხვალ სურათს გადავუღებ, ორიგინალია და ნოუ-ჰაუ :). მაგრამ ამ ვარიანტში ცუდი ისაა, რომ ახლაც კი ხურდება. ზაფხულში კი უარესი იქნება. ამიტომ ვენტილატორის გატანაც მომიწევს გარეთ. ვფიქრობ ქულერი გამოვიყენო.
ამ სადენის დახმარებით ჩემი წიფი ბამბუკის ჯოხზე მაქვს წამოცმული და მშვენივრად იჭერს როგორც ჯეოსელს, ასევე მაგთის. ასე ვიყენებდი მაგთის ორსიხშიარიან მოდემსაც. ბამბუკის კონსტრუქციას ხვალ სურათს გადავუღებ, ორიგინალია და ნოუ-ჰაუ :). მაგრამ ამ ვარიანტში ცუდი ისაა, რომ ახლაც კი ხურდება. ზაფხულში კი უარესი იქნება. ამიტომ ვენტილატორის გატანაც მომიწევს გარეთ. ვფიქრობ ქულერი გამოვიყენო.
გაითვალისწინეთ, მაღალი აპლოადი აპრიორი არ ნიშნავს ჩქარ ბროუზინგს. აგრეთვე მოდემის ძალიან მაღლა გამოკიდებაც მაგთის შემთხვევაში უკუეფექტს იძლევა. საუკეთესოდ მუშაობს მიწიდან 5 მეტრზე. ჯეოსელი ჯობია რაც შეიძლება მაღლა აწიოთ. თუმცა მდებარეობას გააჩნია.
მაგთი მიწიდან 8 მეტრ სიმაღლეზე |
ეს კი 4 მეტრის სიმაღლეზე. |
ზედა სურათებზე ჩანს სხვადასხვა სიჩქარებიი იმ ადგილზე, სადაც USB კაბელით დაგრძლების და სიმაღლეზე აწევის გარეშე, მოდემის სიჩქარე ზეროა
ახლა კი იმ, ტემაზე უცებ რისი გაკეთება შეგვიძლია არსებული მობილური ოპერატორების დახმარებით
მაგთის აქვს 2 სიხშირანი (ვერცხლისფერი მოდემი)
(აქვე დავწერ ამ როუტერის რამდენიმე მახასიათებელს: მას შეუძლია დაიერთოს მაქსიმუმ 10 კლიენტი. + 1 USB პორტით, სადაც თვითონ იქნება მიერთებული. ანუ სულ 11 კომპიუტერი გექნებათ. WI-FI ქსელში ჩართული. კიდევ 2 რომ მიაერთოთ, მაშინ გჭირდებათ ქსელში გაზიარება სვიჩის, ქსელის სადენების და კომპიუტერის დახმარებით (ანუ სოფტ როუტერი უნდა გააწყოთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება დაგჭირდეთ USB გამაგრძლებელი. ამ შემთხვავაში უნდა მოახერხოთ მოდემის გაგრილება
მოდემი აგრეთვე მუშაობს ელემენტზე 4 საათის განმავლობაში).
მოდემი აგრეთვე მუშაობს ელემენტზე 4 საათის განმავლობაში).
ჯეოსელს აქვს ჯეოსელ კონექტი. მოდემი ღირს 60 ლარი, მუშაობს აგრეთვე რამდენიმე სიხშირეზე. მაგრამ სხვა ბარათს ვერ ჩადებთ. არც იკრეკებაო,
ოპერატორთან დაკავშირება:
მაგთი: 110011. ლოდინის დრო: 14წთ (შეგიძლიათ ღომი დადგათ. მაგთი აბსოლუტურად პატივს არ სცემს საკუთარი კლიენტების დროს)
ჯეოსელი: 928. ლოდინის დრო: 3 წთ
ბარათზე ინტერნეტის აქტივაცია (უფასოა):
მაგთი: 44300041,
ჯეოსელი: *106*4*1#ოკ
ტარიფები:
მაგთი: ორსიხშიარიან მოდემზე
ულიმიტო პაკეტი ღირს 150 ლარი
15 გბ ღირს 60 ლარი
5გბ ღირს 30 ლარი
Wi-Fi ულიმიტო ერწლიანი პაკეტის შემთხვევაში მოდემი უფასოა ხოლო 5გბ ღირს 25 ლარი, 15გბ-- 45 ლარი (ვგონებ კარგი ვარიანტია) მაგრამ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევთ, ბანკია გარანტორი. არ გირჩევთ :) და (sic) ვერც შეცვლით…
ჯეოსელში 5გბ ღირს 30 ლარი. სხვა პაკეტი საიტზე არ უწერია.
ცალკეა კორპორაციული ტარიფები
15 გბ 5 ლარი მაგთის და ჯეოსელის კორპორაციული აბონენტებისთვის.
მეგაბაიტების შეძენა:
მაგთი: *111#
ჯეოსელი: *173#
ბალანსის (მეგაბაიტების) შემოწმება:
მაგთი: *111# ან mymagtifix.ge საიტზე ივიდიოს შემთხვევაში
ჯეოსელი: *120*2#ok
შენიშვნა: თუ მაგთის მოდემზე გიდევთ ჯეოსელის ან ბილაინის ბარათი და მესამე თაობის ქსელზე წვდომა არ არის, მეგაბაიტები დაიხარჯება მაგთის ძირითადი ბარათიდან. უარესიც, აუცილებელი არცაა რომელიმე ბარათი მოთავსებული იყოს მოდემში. მეგაბაიტები მაინც დაიხარჯება
სიჩქარე:
დამატებით ნახეთ ჯეოსელის და მაგთის ინტერნეტების სიჩქარის შედარებისთვის ნახეთ მსგავსი თემატიკის პოსტიც ჩემს ბლოგზე
სხვა კარტები და კორპორაციული ნომერების გამოყენება
მაგთის Wi-Fi მოდემზე სხვა ქსელის ბარათებიც მიდის. (აგრეთვე ბილაინზე). ხოლო სხვა მოდემებს ცოოოოოოტა მიხმარება სჭირდება :)
თანხა 90 ლარი ერთჯერადად და 30 ან 60 ლარი პაკეტების მიხედვით.
პ.ს. მაგთის აგრეთვე აქვს კორპორაციული Wi-Fi მოდემები, (ე.წ. ბრუობენდი) 50 ლარად შეგიძლიათ გქონდეთ ინტერნეტი, მაგრამ რამდენადაც ვიცი ყველამ უნდა გადაიხადოს. პირობები ჯიქიაზე უნდა დააზუსტოთ
ასევე თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტი გქონდეთ ტელეფონების დახმარებით, ანუ ტელეფონი გამოიყენოთ მოდემად. ზოგიერთ ტელეფონს მოდემის გარდა WI-FI Hot-Spot (მწარმოებლის მიხედვით შეიძლება სხვა სახელი ჰქონდეს) ფუნქციაც გააჩნია.ეს მთლად უკეთესი :)
გაითვალისწინეთ, რომ ამის შემდეგ თქვენი კომპიუტრიდან ქსელის კაბელი უნდა მიუერთოთ სვიჩს, რომელზეც დაერთებულია სხვა კომპიუტერები. ამავე სვჩიდან ამოაერთოთ სკოლის როუტერიდან ამომავალი ქსელის სადენი (სქულბოქსებზე არის ყვითელი ფერის). არ დაგავიწყდეთ კომპიუტერების გადატვირთვა და დათოს დალოცვა განსხვავებულით…..
http://www.speedtest.net/my- result/3376021086
პრობლემა: ასეთ ვარიანტში სკოლას დაეკარგება წვდომა ემისის პროდუქტებზე (ე-ფლოუ, ელ ჟურნალი, მანდატური, სხვადასხვა რეგისტრაციები). ასეთი შემთხვევებისთვის თითქმის ყველა სკოლაში აის დამატებითი სვიჩები. ამ სვიჩით შეგიძლიათ გააწყოთ ცალკე ქსელი ადმინისტრაციიის საჭიროებებისთვის.
ჯეოსელის (მომავლის) კლასში არის WI-FI როუტერი (TP-link). ამ შემთხვევაში როცა ვიდეოს შესაბამისად გააზიარებთ ინტერნეტს, ქსელის კაბელი (იმ კომპიუტერიდან, სადაც გაქვთ ჩართული და გააზიარებული ინტერნეტი, მიუერთეთ TP-Link ის WAN (ცისფერ) პორტს. ამის შემდეგ ჩართეთ დანარჩენი კომპიუტერები. ასეთნაირად ჩართული გექნებათ 13-ვე კომპიუტერი. TP-Link-ც ცუდი წვდომაა და სიჩქარე შეიძლება ჰქონდეს. გირჩევთ უბიქუთის როუტერებს. ჩემთან უკეთესად მუშაობს. ან სისკოც.
ამავე ჯეოსელის კლასში ძალიან ეფექტურია მაგთის 90 ლარიანი WI-FI მოდემის (იხ.ზედა სურათი) გამოყენება. არც როუტერი და არც არანაირი კონფიგურაციის ცალიჩი არ გინდათ, ჩარტეთ და გექნებათ 11 კომპიუტერი ინტერნეტში
შეჯამება
ჯეოსელი
ჯეოსელის (მომავლის) კლასში არის WI-FI როუტერი (TP-link). ამ შემთხვევაში როცა ვიდეოს შესაბამისად გააზიარებთ ინტერნეტს, ქსელის კაბელი (იმ კომპიუტერიდან, სადაც გაქვთ ჩართული და გააზიარებული ინტერნეტი, მიუერთეთ TP-Link ის WAN (ცისფერ) პორტს. ამის შემდეგ ჩართეთ დანარჩენი კომპიუტერები. ასეთნაირად ჩართული გექნებათ 13-ვე კომპიუტერი. TP-Link-ც ცუდი წვდომაა და სიჩქარე შეიძლება ჰქონდეს. გირჩევთ უბიქუთის როუტერებს. ჩემთან უკეთესად მუშაობს. ან სისკოც.
ამავე ჯეოსელის კლასში ძალიან ეფექტურია მაგთის 90 ლარიანი WI-FI მოდემის (იხ.ზედა სურათი) გამოყენება. არც როუტერი და არც არანაირი კონფიგურაციის ცალიჩი არ გინდათ, ჩარტეთ და გექნებათ 11 კომპიუტერი ინტერნეტში
შეჯამება
მე მიყვარს ჰუავეის მოდემი და ჯეოსელის კლასში ტრენინგების ჩატარება
ჯეოსელი
ეს მაგთი
ეს კი მაგთის WI-Fi ფოთში ოთახში (მადლობა ეკა სამურკასოვს ტესტირების შედეგის მოწოდებისთვის)
კარგი იქნებოდა თუ ჯეოსელი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის კორპორაციულ პაკეტს შეიმუშავებდეს, თუ უკვე არის რამე?
ReplyDeleteსხვა კარტები და კორპორაციული ნომერების გამოყენება, აი აქ მაქვს აღწერილი რომ კორპორაციული ნომრების გამოყენება შეიძლება, მაგრამ სიჩქარე დამოკიდებულია, იმაზე, იჭერს თუ არა ჯეოსელის მესამე თაობა. თუ იჭერს , ძალიან კარგი ინტერნეტი გექნებათ ძალიან იაფად, ანუ 5 ლარად 15 გბ. ეს პაკეტი ჩვეულებრივი ტარიფით ღირს 60 ლარი
Deleteდა როგორ ვიყიდო ეგ ტარიფი??
Deleteცოტნე, ასე გავიგე, თქვენ გინდათ ჯეოსელის კორპორაციულ ნომერზე შეიძინოთ მეგაბაიტები. ამისთვის ტელეფონზე უნდა აკრიფოთ შემდეგი კომბინაცია: *173# და მიჰყვეით ინსტრუქციას. 15 გიგაბაიტიანი პაკეტი შემდეგ გვერდზეა პირველივე შემოთავაზებაა.... (ეს ბოლო წინადადება ცოტა გაუგებრად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ჯერ მოსინჯეთ, თუ მაინც ვერ გაარკვიეთ, აქ დაწერეთ.... )
Deleteვიდეოს აქვს გენიალური მუსიკალური გაფორმება. :))))
ReplyDeleteსაინტერესოა...
ReplyDeleteფანტასტიური ადამიანი ბრძანდებით ბატონო დავით!უანგარო დახმარებას იძლევით საინტერესო მასალით!ღმერთმა ხელი მოგიმართოთ კეთილ საქმეში!������
ReplyDeleteასეთ კომენტარს ნამდვილად არ ველოდი. წარმატებებს გისურვებთ. ნამდვილად გამიხარდება, თუ ჩემი შრომა რამეში დაგეხმარათ.
Deleteდავით მაგთის ამ კონექშენზე (მოდემზე) რას იტყვი? შენი ვარიანტი წარმატებულად მუსაობს .
ReplyDeleteერთი სიტყვით მაგარი ხარ. არ უნდა ამას ბაზარი
დავით, მადლობა. მე ამ ინტერნეტის წყალობით წნევები დამირეგულირდა
Deleteჩემი ოცნებაა სკოლაში ყველა კლასში იყოს შესაძლებელი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მაშინ გაცილებით საინტერესო იქნებოდა ჩვენი გაკვეთილები. როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დაჭირდება ჩემი ოცნები ს ასრულებას?
ReplyDeleteნამდვილად საჭირო თემაზე ისაუბრეთ ბატონო დავით მალანია, და აი ერთი კითხვაც ბარემ...
ReplyDeleteანუ მაგთის ორსიხშირიან მოდემზე თუ ჩაირთვება ჯეოსელის კორპორაციული კარტა და როგორ? მადლობა წინასწარ
ანუ მაგთის ორსიხშირიან მოდემზე ჯეოსელის კორპორაციული კარტა თუ ჩაირთვება? და როგორ? მადლობა წინასწარ
ReplyDelete