Posts

Showing posts with the label ქსელში ინტერნეტი

ინტერნეტის მოწყობა ტრენინგებისთვის V.2

Image
ტექსტი ბოლომდე წაიკითხეთ და მერე ნახეთ ვიდეო, კომენტარები არ დაგეზაროთ.... მე თავს დავდებ იმაზე, რომ არანაირი პრობლემა ამ მოდემების გამოყენებისა არ შემქმნია, გარდა ფინანსური პრობლემებისა. (ქობულეთში ტრენინგის დროს ჩემი მითითებით შევიდნენ გვერდზე სადაც ვიდეო ავტომატურად ირთვებოდა და 12 კომპმა ეგრევე ჩამოქაჩა, მე ვთხოვე, „თუ შეიძლება ხმას დაუწიეთ“, არადა უნდა მეღრიალა „სასწარფოდ გამორთეთ!!!!“. როცა მივხვდი, წინა დღეს ჩატვირთული 30 ლარი ვაშალომიძის ხმით ბათუმის აყვავებას ქაქანებდა) ამაგრამ არ ვნანობ  :) მეორე 60 ლარი კი ხობში ჯეოსელის კლასში ჩართულ ავტომატური განახლების ფუნქციას მივახარჯე. ჩემთან ეგ ფუნქცია გამორთული მაქვს, მაგრამ ჯეოსელის  კლასებში ჩართულია. ვინაიდან, წლებია ამ კომპებს ინტერნეტი არ ღირსებიათ, ჩემი 15 გბ საჰარაში დაღვრილი ჭიქა წყლის ეფექტურობით გაიხარჯა ___________________________________________________ მე-4 თაობის ინტერნეტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ტესტები არ მაქვს დავწერ ჩემი აზრით საუკეთესო მოდელს ფასი ამაზონზე   280$ უფრო იაფიანი მოდელ...