Posts

Showing posts with the label tgamocd

მაგთი vs ჯეოსელი

Image
მინდა გაგიზიაროთ ჯეოსელის საოცარი გამარჯვების ემოციები ანგარიში:  2 X 7 შეხვედრის დრო 17.03.2014   12:04 შეხვედრის ადგილი დაბა ჯვარი (ჯვარზენი) მონაწილე კარტები: მაგთი vs ჯეოსელი  (კორპორაციულები) წალენჯიხა დღეს 15:28 (სურათზე GMT დროა, +4) წარმოგიდგენთ ანგარიშებს პირველი ტაიმი   (UP) 1 X 5   მეორე ტაიმი (DOWN) 1 X 2 დამატებით   დრო (PING) 5 X 7 ვულოცავ ჯეოსელს და საკუთარს თავს ამ გამარჯვებას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაგთის გულშემატკივარი ვიყავი და ფსონიც მაგთიზე დავდე, კი წავაგე, მაგრამ არ ვნანობ. ახალმა რეალობამ კი ჯეოსელის გულშემატკივრობა მაიძულა.    შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით.  ჯერჯერობით, იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, ასე კარგად იმუშავებს თუ არა დანარჩენ საქართველოში. იმედი მაქვს, რომ კი.  გთხოვთ, ვისაც საშუალება გაქვთ, საიტზე www.speedtest.net დატესტოთ თქვენი მოდემები და კომენტარებში შედეგები გაგვიზიაროთ ჩვენც. მადლობელი დაგრჩებით  ეს ეკა სამურკასოვის შ...

ინტერნეტის მოწყობა ტრენინგებისთვის V.2

Image
ტექსტი ბოლომდე წაიკითხეთ და მერე ნახეთ ვიდეო, კომენტარები არ დაგეზაროთ.... მე თავს დავდებ იმაზე, რომ არანაირი პრობლემა ამ მოდემების გამოყენებისა არ შემქმნია, გარდა ფინანსური პრობლემებისა. (ქობულეთში ტრენინგის დროს ჩემი მითითებით შევიდნენ გვერდზე სადაც ვიდეო ავტომატურად ირთვებოდა და 12 კომპმა ეგრევე ჩამოქაჩა, მე ვთხოვე, „თუ შეიძლება ხმას დაუწიეთ“, არადა უნდა მეღრიალა „სასწარფოდ გამორთეთ!!!!“. როცა მივხვდი, წინა დღეს ჩატვირთული 30 ლარი ვაშალომიძის ხმით ბათუმის აყვავებას ქაქანებდა) ამაგრამ არ ვნანობ  :) მეორე 60 ლარი კი ხობში ჯეოსელის კლასში ჩართულ ავტომატური განახლების ფუნქციას მივახარჯე. ჩემთან ეგ ფუნქცია გამორთული მაქვს, მაგრამ ჯეოსელის  კლასებში ჩართულია. ვინაიდან, წლებია ამ კომპებს ინტერნეტი არ ღირსებიათ, ჩემი 15 გბ საჰარაში დაღვრილი ჭიქა წყლის ეფექტურობით გაიხარჯა ___________________________________________________ მე-4 თაობის ინტერნეტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ტესტები არ მაქვს დავწერ ჩემი აზრით საუკეთესო მოდელს ფასი ამაზონზე   280$ უფრო იაფიანი მოდელ...