გუგლის ხრიკები




ვიცი, რომ იცით, გუგლი – ინტერნეტში უდიდესი საძიებო სისტემაა. მაგრამ ახლა იმ ხასიათზე ვარ, გიჩვენოთ გუგლის დაფარული ხრიკები, ის რაც ბევრმა არ იცის. ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მე ბევრი არ ვიცი. თანაც დღეს მხოლოდ 5 ზე მოგიყვებით. ასევე საინტერესოა ისეთი სახალისო თემები, როგორციაა დოდლები (როცა გუგლის ლოგო ანიმაციით იცვლება რაიმე ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით. წელს გუგლმა პირველად მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე), ასევე კონვერტერები (ნახეთ ჩემი პოსტი) და სხვა ნაკლებადცნობილი ინსტრუმენტები.

ზოგადად პროგრამირებაში არსებობს ტერმინი სააღდგომო კვერცხები, რაც გულისხმობს პროგრამის არადოკუმენტირებულ (რომელიც ფუნქციის აღწერაში მითითებული არაა) საშუალებებს. ასეთი საშუალებები მრავალნაირია. (ვთქვათ, კოდის გარკვეულ ნაწილში გადასვლის მარტივი გზა). ერთერთი ვარიანტი არის სააღდგომო კვერცხები. ასეთი კვერცხების აღმოჩენა მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს და მიუთითებს, რომ ეს აჩქარიკა, თავტლოპინა მოღუშული არსებები ცხოვრებაში საკამოდ კაი ტიპები არიან. (ვაპრავებ :) ხოდა ასე:

გუგლის ეს თამაშები მშვენიერი საშუალებააა დროის გასაყვანად. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ ითამაშოთ Solitaire    ან  tic-tac-toe გუგლის საძიებო გვერდიდან.

შენიშვნა: როგორც თქვენთვის ცნობილია, www.google.com მისამართის გამოძახების შემდეგ .com დომენური ზონა იცვლება .ge დომენური ზონით. თუ პოსტში აღნიშნულმა კვერცხებმა არ  იმუშავა, მაშინ სამისამართო ზოლში კვლავ აკრიფეთ www.google.com. დაასრულეთ Enter კლავიშით. ქვედა მარჯვენა კუთხეში იპოვეთ წარწერა „გამოიყენეთ Google.com“ და დააჭირეთ. საიტი შეიცვლება საძიებო სისტემის .com (ინგლისურ) ვერსიაზე. საძიებო ველში სიტყვის აკრეფისთანავე შეიცვლება გამოსახულება და საძიებო ზოლში აკრეფილი ტექსტის შესაბამისი მონაცემების გამოტანა დაიწყება. 

მოდით ჯერ
1. Atari Breakout
ვეძებოთ.
ამისთვის. როგორც უკვე ავღნიშნე. მნიშვნელოვანია რომ გამოიძახოთ  google.com ვერსია (თუმცა ჩემთან ქართულ ვერსიაშიც იმუშავა). ხოლო საძიებო ზოლში ჩაწეროთ სიტყვა Atari Breakout. აკრიფეთ სრულად და კლავიატურაზე დააჭირეთ Enter კლავიშას. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია დააჭიროთ წარწერას Images (სურათები). ანუ უნდა გადახვიდეთ სურათების ძიების რეჟიმზე. ეკრანზე სურათების  გამოსატანი ოთხკუთხები გამოვა რომელიც მალე ძველ ნაცნობ თამაშად გადაიქცევა




2. Solitaire

ეს უძველესი თამაშია, როგორც ავი ენები ამბობენ, არავის ახსოვს ჯერ რომელი გაჩნდა სოლიტერი თუ კომპიუტერი.  ხოდა თუ სამსახურში დაიღალეთ და განტვირთვა გჭირდებათ, მაშინ გამოიძახეთ გუგლის ქრომი. სამისამარტო ზოლში აკრიფეთ www.google.com. დაასრულეთ Enter კლავიშით. შემდეგ საძიებო ზოლში აკრიფეთ Solitaire სიტყვა. მალე მიიღებთ კარგად ნაცნობ მწვანე მუშამბა გადაფარებულ მაგიდას კარტების დასტით. დააჭირეთ ღილაკს Start Game. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სირთულე Easy მარტივი თამაშითვის და Hard რთული თამაშისთვის. იმედია ცოტას განიტვირთებით და არც ბოსი წაგასწრებთ :)




3. Tic Tac Toe

ეს თამაში კი სკოლაში ძალიან პოპულარული იყო. თუ ძველი შეგრძნებების გაღვიძება გინდათ, გამოიძახეთ გუგლ ქრომი დესკტოპ კომპიუტერზე ან სმარტფონზე და ბარუზერის ან ანდროიდის გუგლ საძიებო ზოლში აკრიფეთ  სიტყვა Tic Tac Toe. ადვილად მიხვდებით რომ ეს კარგად ნაცნობი თამაშია. არც ნულების საჭირო ადგილას განთავსება უნდა გაგიჭირდეთ. ვფიქრობ ბოსს დაუძახებთ და ერთად ითამაშებთ. მასაც ხომ მოენატრა ბავშვობა....

  


4. Zerg Rush

ამ თამაში სახელი არ ვიცი, მაგრამ აღწერას მოვახერხებ  :) მაშ ასე: უკვე ნაცნობი პროცედურის გავლის შემდეგ საძიებო ზოლში აკრიფეთ Zerg Rush სიტყვა და დაასრულეთ Enter კლავიშით. ამის შემდეგ საძიებო ზოლიდან გადმოიყრება ფერადი ნულები, რომლებიც ჭამენ ეკრანზე არსებულ გამოსახლებას — ძიების შედეგს. თქვენ შეგიძლიათ დააჭირო ამ ფიგურებს და  შეამციროთ დაზიანების მასშტაბი და ინტენსივობა. ეკრანის მარჯვენა მხარეს შეგიძლიათ დააკვირდეთ დაზიანების მასშტაბებს. საბოლოოდ ეკრანზე გამოდის ორი ცალი GG




5. Pacman

და ბოლოს, თუ გინდათ გუგლში ძველი კლასიკური თამაში ითამაშოთ, გახსენით ბრაუზაერი და აკრიფეთ Pacman, შედეგად შეგიძლიათ ითამაშოთ Pacman. ამ შემთხვევაში არ შეიძლება ნერვებზე ითამაშოთ










დღეს ამით დავამთავროთ. ეს პოსტი მხოლოდ გუგლის ისეთ სააღდგომო კვერცხებს ეხებოდა, რომლებიც თამაშის სიმულაციას ახდენს. ამას გარდა გუგლს უამრავი  სააღდგომო კვერცხი აქვს. ვთქვათ გვერდის ამოტრიალება, ან და  გარკვეულ სიტყვებზე პოლიტიკოსების ლაზღანდარობა თუ გასარჟება აა.შ


ასევე თქვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს პოსტი გუგლში ინფორმაციის ძიების სინტაქსი შესახებ



აქვე ნახეთ ჩემს მიერ შექმნილი პატარა გიფი








და კიდევ ვიდეო ქართულად



Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე