Posts

Showing posts with the label გუგული

დღეს გუგლი 20 წლის გახდა

Image
  იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები ,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს) ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილე...

სიკამორი და გუგლი

Image
დღეს 23 ოქტომბერია, 2019 წელი. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ბარემ ჩაინიშნეთ ეს დღე რადგან თქვენ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შემსწრე  გახდით. გუგლის ბლოგზე პოსტში კომპიუტინგის კვანტური ნახტომი   სურათი გამოქვეყნდა სიკამორის ცისარტყელა სიკამორი ჭადრის ხეს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში სურათზე გუგლის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვანტური კომპიუტერის პროცესორია აღბეჭდილი. ამით გუგლმა ოფიციალურად დაადასტურა რომ კვანტური კომპიუტერი ფუტურიზმს გასცდა და დღევანდელი რეალობაა.  ამ სტატიაში პოსტში ნათქვამია რომ სიკამორმა პრაქტიკულად 200 წამში განახორციელა გამოთვლა რომელსაც დღეისთვის დედამიწის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი  ( მეორე ბმული ) 10 000 წელი მოუნდებოდა ნახეთ ვიდეო

გუგლი — მეგობარი რომელიც არასდროს გტოვებს

Image
დიახ, მე  და გუგლი უხსოვარი დროიდან ვმეგობრობთ, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს კომპანია მხოლოდ სიხარულს მანიჭებს, სულ სიტკბოს და მურაბა ამბებს მამცნობს და არც ბეზრდება. ასე ვთქვათ თავს დამფოფინებს :) ხოდა მეც არ დავიზარება და  ერთ კარგ ამბავს გამცნობთ. ამას დიდი ხანია მოთმინებით ველოდი და მხოლოდ შეგადაშიგ ვუსაყვედურებდი ხოლმე. ინებეთ რაც ყველაზე მიხარია, ბლოგი ქართული ინტერფეისითაა. აღსანიშნავია, რომ გუგლი დიდ ხანია თარგმანში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შედეგიც შტამბეჭდავია. (ბარემ აქვე ვიტყვი თარჯიმანიც შეცვლილია და ახლი დიზაინით და ფუნქციონალით იწონებს თავს. ეს ამბავიც კია ცალკე პოსტისს ღირსი და აუცილებლად მოვიცლი).  კიდევ კარგი ისაა, რომ დიზაინი უფრო ტანამედროვეა, გუგლს რომ ეკადრება ეგეთი :) რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, განახლებულია თემები . კონკრეტულად კი რამდენიმე ხანია დაემატა მორგებადი თემები Contempo, Soho, Emporio და კიდო ერთი ქართული დასახელებით „აღსანიშნავი“  :) შესაბამისად ყველა ეს თემა ძალია კარგად ადაპტირდება სმრტფონბზე,რაც ასე აკლ...

ჭკიანი გუგული და უცნაური მზრუნველობა

Image
დღეს გუგულიმ კიდევ ერთხელ გამახარა, ძალიან ზრუნავს ჩემზე (როგორც ჩანს), ფაილის მიბმა ხომ არ დაგავიწყდაო. — ამჯერად არა, ძვირფასო, მადლობა რომ ასეთი ყურადღებიანი ხარ.... (ხალხებო ჩუმად გეტყვით, ყურში, იმედია არ გაიგებს  :) რიავი, მაინცდამაინც არ გამიხარდა რომ ჩემს წერილებს უცხო ადამიანი (თუ ვინცაა) კითხულობს, მაგრამ რა ვქნა. თუ შუსუსუ მაინც კითხულობს, ბარემ ამანაც წაიკითხოს, დიდი ამბავი, ერთით მეტი ერთით ნაკლები...

გუგლის ხრიკები

Image
ვიცი, რომ იცით, გუგლი – ინტერნეტში უდიდესი საძიებო სისტემაა. მაგრამ ახლა იმ ხასიათზე ვარ, გიჩვენოთ გუგლის დაფარული ხრიკები, ის რაც ბევრმა არ იცის. ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მე ბევრი არ ვიცი. თანაც დღეს მხოლოდ 5 ზე მოგიყვებით. ასევე საინტერესოა ისეთი სახალისო თემები, როგორციაა დოდლები (როცა გუგლის ლოგო ანიმაციით იცვლება რაიმე ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით. წელს გუგლმა პირველად მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე), ასევე კონვერტერები ( ნახეთ ჩემი პოსტი ) და სხვა ნაკლებადცნობილი ინსტრუმენტები. ზოგადად პროგრამირებაში არსებობს ტერმინი სააღდგომო კვერცხები, რაც გულისხმობს პროგრამის არადოკუმენტირებულ (რომელიც ფუნქციის აღწერაში მითითებული არაა) საშუალებებს. ასეთი საშუალებები მრავალნაირია. (ვთქვათ, კოდის გარკვეულ ნაწილში გადასვლის მარტივი გზა). ერთერთი ვარიანტი არის სააღდგომო კვერცხები. ასეთი კვერცხების აღმოჩენა მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს და მიუთითებს, რომ ეს აჩქარიკა, თავტლოპინა მოღუშული არსებები ცხოვრებაში საკამოდ კაი ტიპები არიან. (ვაპრავებ :) ხოდა ასე: გუგლის ეს თამაშები მ...

გუგლში ძიების სინტაქსი

Image
ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი, სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოსაძიებლად Google-ის საძიებო სისტემას იყენებს. თუმცა, მრავალი ჩვენგანი google-ს ძიების მთელი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. გთავაზობთ 17 ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ გაცილებით ეფექტურად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია Google-ში. 1. როგორ მოვძებნოთ ზუსტი ფრაზა ან სიტყვის ფორმა – ზუსტი ფრაზის ან სიტყვის ფორმის მოძებნა მარტივია! ამისათვის გამოიყენეთ ბრჭყალები “”. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და Google მოძებნის ვებ-გვერდებს ან დოკუმენტებს, რომლებშიც არის ზუსტად ეს ფრაზა (სიტყვის ფორმა) 2. როგორ მოვძებნოთ ციტატა, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვა – თუკი ციტატაში სიტყვა დაგავიწყდათ – არაუშავს! უბრალოდ ჩაწერეთ მთლიანი თქვენი ციტატა ბრჭყალებში და გამოტოვებული სიტყვის მაგივრად დაწერეთ ვარსკვლავი *. თქვენი ციტატა მოიძებნება გამოტოვებულ სიტყვასთან ერთად. 3. როგორ მოვძებნოთ რომელიმე სიტყვა რამდენიმედან – უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა შესაბამისი ვარიანტი ვერტიკალური ხაზის სიმბოლოს გამოყოფით: |. Google მოძებნი...

გუგულის კალკულატორი და კონვერტაცია

Image
SOS! ხალხებო, აქ აღწერილი მეთოდები არ მუშაობს ჩემთან!!!!!!!, გთხოვთ შეამოწმოთ და მომწეროთ შედეგი. ამუშავდა ქართულ ვერსიაშიც კი! დღევანდელი, (თუ ამ შუაღამეს  „დღევანდელი“ ეთქმის) პოსტი გუგლის კალენდარს და საზომი ერთეულების კონვერტერს შეეხება. ერთი ძალიან, ძალიან ბანალური მიზეზის გამო. ამ ზაფხულს ტოიოტა პრიუსი ვიყიდე ამერიკიდან,  გაბღენძილი დავდივარ, ქუჩაში რომ მეკითხებიან, „რამდენს წვავს?..“, „60-ის მერე ბენზინზე მუშაობს, ხომ?.“.  და ა.შ. მაგრამ, მეც ჯერჯერობით ნელნელა ვერკვევი რა რას ნიშნავს. მაგალითად, თავიდან ვეძებდი ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელს, მაგრამ ვერც ერთი მაჩვენებელი ვერ მივამსგავსე, ეჭვი რაზეც მქონდა, -- იქნებადა ესაა, როგორც კი გაზიდან ფეხს ავიღებდი, 99-ს წერდა, ხოლო გაზზე ფეხის დაჭერისას ეს მაჩვენებელი იკლებდა. თანაც ჩემი ჩანაფიქრით 47MPG  ვერაფერტან დავაკავშირე. არადა ამაზე დაბალი კლასის ბენვებსაც აქვთ ბენზინის ხარჯვის მაჩვენებელი. ის იყო ჩემი მანქანის ამ ნაკლს შევეგუე „ესაოდა სხვა ხომ ყველაფერი ძააან მაგარი აქვს“, ინტერნეტფორუმის ავტოგურუებმა მ...

Inbox გუგულის ახალი კვერცხი

Image
კომპანია გუგლმა ახალი პროდუქტი -- სახელად Inbox შემოგვთავაზა. ეს არის ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის ახალი კლიენტი. საძიებო კ ომპანიის ოფიციალურ ბლოგზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კლიენტის შექმნაზეც Gmail-ის შემქმენლი ჯგუფი მუშაობდა. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის დაცვით, გუგლის ახალ პროგრამულ პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობა საწყის ეტაპზე მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი, უნდა აღინიშნოს რომ  Inbox არ არის Gmail შემცვლელი, არამედ მხოლოდ საფოსტო სერვერის სერვისების გაფართოების საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ურთიერთობა ჰქონდეს მონაცემებთან და უფრო ეფექტურად გამოიყენოს დრო. შეტყობინებისა და შეხსენებების გაუმჯობესებული ფუნქციების შედეგად უკვე არ დაგჭირდებათ მაჯაზე ჯვრების დახატვა ან ნეკათითზე ძაფის გამობმა. ამასგარდა, Inbox შეუძლია იტრაბახოს შემომავალი წერილების გაუმჯობესებული ახალი ავტომატური დახარისხებით, რომელიც მსგავს წერილებს თავს მოუყრის ერთ ჯგუფში. სერვისს შეუძლია დამატებითი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება წერილის ში...

ინფოგრაფიკა: გუგლი

Image
გუგლის ინფოგრაფიკა  პირდაპირ ვერ აიტვირთა, ამიტომ ჯერ ჩამოტვირთეთ და მერე ნახავთ

გუგლის რუკა (ვიდეო ინგლისურ ენაზე)

Image
გთავაზობთ გუგლის რუკის ახალი შესაძლებლობების ვიდეოაღწერას. ოღონდ ჯერჯერობით ინგლისურ სასიამოვნო ხმაზე

გუგულის მორიგი კვერცხი 10 მილიონი ღირს

ნაკადული: http://www.project10tothe100.com/ დღეს უნდა წარმოგიდგინოთ 10 ხარისხად 100 პროექტის გამარჯვებულები. ათასობით ადამიანმა 170 ქვეყნიდან წარმოადგინა 150 000 იდეა. აქედან ჩვენ 16 ფინალისტი შევარჩიეთ, რომელთა ბედი საყოველთაო კენჭისყრამ გადაწყვიტა. ქვემოთ მოტანილმა 5-მა იდეამ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პროექტის 10 ხარისხად 100 გამარჯვებული გახდა. უკანასკნელ წელს ჩვენ განვიხილეთ ამ იდეების განხორციელების კონკრეტული წინადადებები. ჩვენ დიდი კმაყოფილებით გადავცემთ 10 მლნ აშშ დოლარს 5 ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ შემდეგი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაზე. იდეა: სასწავლო მასალები ინტერნეტის საშუალებით უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს. ფინანსირებული პროექტი: Khan Academy . ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ყველა მსურველს უფასოდ სთავაზობს ხარისხიან საგანმნათლებლო მომსახურებას ინტერნეტ-ბიბლიოთეკის საშუალებით. ამ ბიბლიოთეკას 1600 სასწავლო ხასიათის ვიდეო მასალა გააჩნია. ჩვენ 2 მლნ.აშშ დოლარს გადავცემთ Khan Academy-ს ახალი სასწავლო კურსების შესაქმნელად და ყველაზე მოთხ...