ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი CS50

მხოლოდ სურათები მეტა: #დარბაზი, #შორტები  (ჯერ შორტები ჯობია :)
  










დიახ, თავიდან ასე დავწერე დანანებით, მაგრამ გულმა არ მომითმინა და მაინც რამდენიმე სიტყვით დავწერ თუ რას ნიშნავს CS50.  CS50 არის ჰარვარდის უნივერსიტეტის საბაზო ონლაინ კურსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. ეს კურსი იმდენად კარგია, რომ იელის უნივერსიტეტმა თავის კურსზე უარი თქვა და Harvard CS50ზე გადავიდა.

მთლიანი კურსი მისაწვდომია ინტერნეტ მისამართზე cs50.harvard.edu. ამ გვერდზე გარდა ლექციის ვიდეოჩანაწერისა, განთავსებულია ყველა რესურსი: ჩანიშვნები, ამოცანის დასმა-გადაწყვეტა, ტრანსლაციისას გამოყენებული ყველა სლაიდი და რათქმაუნდა სოურს კოდები. (სხვათაშორის პირველი კვირის ლექციის სოურს კოდები Scratch.mit.edu საიტზეა განთავსებული. სხვები კი ჩვეულებრივი C ლისტინგებია.) რაც ერთი შეხედვით ვნახე ესაა. ხო კიდევ, სულ ამ წუთას რაც ვნახე: უბრალოდ ხარისხი რომ შეიგრძნოთ გადახედეთ თუ როგორ არის გაკეთებული სტაფ-ის გვერდი. ამ გვერდის ნახვის შემდეგ თავდაპირველად დაწერილი „მხოლოდ სურათები მეტა: #დარბაზი #შორტები“ რაც დარბაზზე და შორტებზე აქცენტის გაკეთებას  გულისხმობდა, უკან მიმაქვს, მაგრამ რადგან დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, იყოს. მოკლედ ემოციებმა დამძლია და ეს პოსტი ალთადან ბალთას გავიდა....

თუმცა, კიდევ ერთხელ მოვახდენ კონცენტრაციას ვებ გვერდზე და მოკლედ ვიტყვი: :) ამ გვერდზე განთავსებულია:
  • დისკუსიის გვერდი
  • ხშიარდ დასმული კითხვები
  • რაღაც უუუუზარმაზარი (ერთი შეხედვით ასე ჩანს) ფინალური პროექტი;
  • ლექციები (უკვე გითხარით)
  • ტესტები
  • ცნობარები (ძირითად С ბიბლიოთეკების აღწერა)
  • ლექციების ცხრილი
  • და ჰოი საოცრებავ, ხომ გითხარით გვერდზე ყველაფერიაო, შეცდომაც კი არის, Seminars ბმული ასეთ სურათს იძლევა


ამ გვერდის შემყურე, ჰარვარდს, მე კიდევ უფრო ვაფასებ...

გავაგრძელებ:  (ცოტა დარჩა)
  • თანამშრომლები; (ამ გვერდზეც გირჩიერთ, აუცილებლად ნახეთ-თქო)
  • შესწავლა(ო)
  • და ისევ შეცდომის გვერდი (ეს უკვე არ მომწონს)  
  • და ბოლოს სილაბუსი
იგივე კურსი ჩაწერილია რამდენიმე სერვისზეც. მაგალითად:  edX, youtube, iTunes cs50.tv საიტზე კი შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ფორმატში.

ესეც ერთი ვიდეო, მაგალითისთვის. მიქაციეთ ყურადღება რომ ვიდეო 3D ფორმატში და გათვლილია ვირტუალური სათვალით საყურებლად.  (2D ვერსიისთვის დააჭირეთ აქ, თორემ ეს ვერსია არ მოგეწონებათ სათვალის გარეშე)





უნდა ავღნიშნო, რომ სტუდენტებს კოდების გატესტვა სპეციალიზირებულ ღრუბლოვან CS50 IDE (ასე ქვია:) გარემოში შეუძლიათ. ესეც საკმაოდ დიდი პლიუსია ამ კურსისთვის. თუმცა არიქადა დიდი სიახლე არაა.

და ბოლოს ორიოდე სიტყვით კურსის ლექტორებზე, პროფესორი დევიდ მალან (ცოტა უკლია დათო მალანია-მდე :) დასახელებულია ყველაზე ცნობილ მსოფლიო კომპიუტერულ პედაგოგად. (რეკლამაში ასევე მოიხსენიება მარკ ცუკერბერგი და სტვივ ბალმერი, მაგრამ მე ეს ორი უკანასკნელი საიტზე ვერ ვნახე). როგორც კი გავიგებ რამე სიახლეს დავწერ...

ხოდა ამის შემდეგ მინდა მოვიხსენიო 10 ლარის მათხუარი ნაეკი. საერთოდ რომ არ ჩავაბარო თქვენი გამოცდები და ეს კურსი გავიარო,  ხომ დამრჩება ეს 10 ლარი?

დედის დღეს გილოცავთ!

მშობლებო, თქვენს შვილებს თუ გინდათ ყველაზე დიდი ქონება დაუტოვოთ, აჩუქეთ განათლება

წავედი, დედაჩემს უნდა მივულოცო დედის დღე

P.S. იქნებ კომენტარებში დაწეროთ, თქვენი მოსაზრებები იმ თემასთან დაკავშირებით, თუ სადაა დღევანდელი ქართული განათლების სისტემა. სახელმწიფო 10 ლარის გადახდას სთხოვს უღარიბეს საზოგადოებას, იმაში რომ იქნებ როგორმე ცარციან უნივერსიტეტში მოხვდეს. მაშინ როცა ამავე საზოგადოებას ჰარვარდის კურსის მოსმენა შეუძლია უფასოდ.






ასევე თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს შემდეგი პოსტები მსგავს თემებზე

21 საუკუნის განათლება

21 საუკუნის უნარ-ჩვევები


Comments

  1. Anonymous9/08/2017

    კარგია �� დაშენც იცი სადაცაა ჩვენი განათლების სისტემა ����

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე