Posts

Showing posts from 2020

ხელმოწერა გაქართულების პეტიციაზე

Image
  (თუ პოსტის წაკითხვის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ   გაქართულებასთან დაკავშირებით გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა) გაქართულება ჩემთვის კვლავ პრიორიტეტია. ვფიქრობ რომ სასწავლო სივრცეში გამოყენებული პროგრამული პაკეტების გაქართულების გარეშე სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესი ვერ იქნება. თუმცა პროგრამული პაკეტების გაქართულება ზოგადად გაქართულების პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია ზოგადად კი ჩემთვის გაქართულება ნიშნავს ქართული ინტერფეისის მხარდაჭერას:  ოპერაციული სისტემებში პროგრამულ პაკეტებში საოფისე გრაფიკული მულტიმედია ბრაუზერებში ვებ გვერდებზე და სერვისებში (მაგ. ამაზონი)  აგეთვე: რეგიონალური პარამეტრების მხარდაჭერას (საზომი ერთეულები, ქალაღდის ზომა, თარიღის ფორმატი, კვირის პირველი დღე... წინადადების პირველის სიმბოლო არ მთავრულდება...)     საგადასახდო და სარეკლამო სისტემებში ქვეყნის მხარდაჭერას (PayPal, AdWord, AdSense რუკებში და სარეგისტრაციო ფორმებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას  ხმოვანი მართვის, აკრეფის, ძებნის მხარდაჭერას...

დღეს წრუწუნას იუბილეა

Image
რამდენიმე წამის წინ თქვენ თაგვის მარცხენა კლავიშზე მარტივად დააწკაუპენეთ და ახლა ამ ტექსტს კითხულობთ. სწორედაც პირველი თაგვის დაბადებას ეხება ეს პოსტი: 1968 წლის 9 დეკემბერს ვინმე  დუგლას ენგელბარტმა  (ინგლ.  Douglas Carl Engelbart)  სტენფორდის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენაზე  The Mother of All Demos   წარმოადგინა "X-Y პოზიციის ინდიკატორი დისპლეი სისტემებისთვის". სწორედ ასეთი დასახელებით 1967 წელს დუგლასმა განაცხადი შეიტანა ხის კორპუსში მოთავსებული ორი მეტალის ბორბლიანი მოწყობილობის დაპატენტებაზე. ეს მოწყობილობა დუგლასმა ბილ ინგლიშთან ერთად შეიმუშავა რამდენიმე წლით ადრე. აღნიშნულ მოწყობილობაზე პატენტი ნომრით  3541541 1970 წელს გაიცა. მოგვიანებით ენგელბარტმა განაცხადა, რომ ამ მოწყობილობას "თაგვი" იმიტომ შეარქვეს, რომ სადენი, რომელიც მისი უკანა მხრიდან გამოდიოდა, კუდს ჰგავდა. სუ, სუ პირველი თაგუნა. (1968 წ.) ნატურალური ისტორიისა და მეცნიერების მუზეუმი. ალბუკერკი. ჯიმ სტეინჰარტის  ფოტო © 2012   პირველ...

ინტელის და ეპლის ძმობას შავმა კატამ გადაუარა?

Image
წელს 2020 წელია (და ამით ამ პოსტს სხვა წლებში რომ წიკითხავენ ყველაფერი იქნება ნათქვამი) დღე — ვარესი: შავი პარასკევი. და კიდევ უფრო შავი სიახლე — 2020 წლის 17 ნოემბერს ეპლმა თავის მაკბუკ აირში თავისივე პროცესორი M1 გამოიყენა. მე მაკის დიდი ფანატი არ ვარ. (ჯობსი კია კუმირი, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა), ხოდა მთლად აზრზეც არ ვარ საბოლოოდ რა ხდება, ნუთუ ეფლის და მაკის მეგობრობა დასრულდა? ძალიან გამიტყდა, ეს აემდეს შემდეგ ინტელისთვის მიყენებული მეორე ძლიერი დარტყმა იქნება. ამერიკულ ბიზნესში მსგავსი სირთულეების მხოლოდ კონკურენციას ამძაფრებს და საბოლოო მომხრებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებას უზრუნველყოფს, მაგრამ მე ქართული ჯიგრული ერთგულების ამბავში მაინც ჩემი პირველი სიყვარულის — ინტელის მოსიყვარულე მინდა დავრჩე. თუმცა სულაც არ ვარ წინააღმდეგი თუ ვაშლი უფრო გემრიელი იქნება. დეტალები ამ ვიდეოში ნახეთ

დისტანციური სწავლება (რეგულარული შეხვედრები)

Image
  მარტის პოსტი  ვისაც ახსოვს (თუ არ გახსოვთ წაიკითხეთ) გპირდებოდით, რომ დათოს ბლოგი რეგულარულად ჩაატარებდა შეხვედრებს საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ინოვაციური  ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. შემდეგ საზახულო შესვენება გამოვაცხადეთ და ახალ კვლავ დროა განვაახლოთ შეხვედრების ეს ფორმატი. ამრიგად   ყოველ შაბთს,  19:00  საათზე  თიმსის ჯგუფში  „საუბრები ოფის 365ზე და თიმსზე“  ჩანიშნულია ვებინარი თემაზე  დისტანციური სწავლების  შესახებ სადაც გაგაცნობთ ონლაინ სწავლებაში გამოყენებულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მეთოდოლოგიას.   ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ შემოუერთდეთ ჯგუფს  „საუბრები ოფის 365ზე და თიმსზე“   ამ ბმულის დახმარებით ან ჯგუფის კოდით    3a260wx,  ხოლო შემდეგ იპოვეთ კალენდარში ჩანიშნული  ან ჯგუფში დაწყებული შეხვედრა. გთხოვთ მაქსიმალურა გააზიაროთ პოსტი  ასევე შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებთან გააზიაროთ სხვა ჯგუფებიც ციფრული ელჩები      bit.ly/studteams...

დისტანციური სწავლება

Image
მარტის პოსტი ვისაც ახსოვს (თუ არ გახსოვთ წაიკითხეთ) გპირდებოდით, რომ რეგულარულად დათოს ბლოგი რეგულარულად ჩაატარებდა შეხვედრებს საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ინოვაციური  ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. შემდეგ საზახულო შესვენება გამოვაცხადეთ და ახალ კვლავ დროა განვაახლოთ შეხვედრების ეს ფორმატი. ამრიგად   14 ნოემბერს  19:00 საათზე  თიმსის ჯგუფში „საუბრები ოფის 365ზე და თიმსზე“  ჩანიშნულია ვებინარი თემაზე  ინტერაქცია დისტანციური  სწავლების დროს  სადაც შემოგთავაზებთ ონლაინ სწავლებისთვის დამახასიათებელი შენელებული კომუნიკაციის გაუმჯობესების გზებზე. კერძოდ კი ვისაუბრებ თეთრ და ვარისფერ დაფაზე. ასევე მსგავს ინსტრუმენტებზე.   ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ შემოუერთდეთ ჯგუფს  „საუბრები ოფის 365ზე და თიმსზე“   ამ ბმულის დახმარებით ან ჯგუფის კოდით    3a260wx, ხოლო შემდეგ იპოვეთ კალენდარში ჩანიშნული  ან ჯგუფში დაწყებული შეხვედრა. გთხოვთ მაქსიმალურა გააზიაროთ პოსტი  ასევე შეგიძლიათ თქვენს მოსწავლეებთან გ...

დღეს გუგლი 20 წლის გახდა

Image
  იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები ,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს) ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილე...

ცარცი VS კომპიუტერი

Image
მოგესალმებით. მე დღეს კვლავ არ ვიქნები ფამილარული... თქვენ გუშინ გაკვეთილი ჩაატარეთ. ერთი, ორი, სამი, ზოგმაც ექვსი... მოდით სანამ პოსტის კითხვას შეუდგებოდეთ, კომენტარებში დაწერეთ, 2 მიზეზი, რატომ მოიყვანეთ თქვენი მოსწავლეები პირველ გაკვეთილზე და წამოაგდეთ თბილი ლოგინებიდან? .... თუკი თქვენს თავს ხედავ სკოლაში 5 წლის შემდეგ...მიეცით ხალხს განათლება, იმისთვის რომ საზოგადოება იყოს განათლებული, რადგან განათლებული საზოგადეობა ვერ იქნება ნახირი, რომლისთვის ყველაფერი მისაღებია, ხოლო თქვენ არ იქნებით მენახირე, ეს ისე, ზოგადად... 2006 წელს როცა ტრენერის რანგში სკოლაში შევედი თაგვის მარცხენა და მარჯვენა კლავიშის ინსტრუქციის შესაბამისად „დაწკაპებაზე“ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი — მა'ლადეც და ძალიან ბედნიერი ვიყავი. დღეს ვეუბნები: — თუკი ზამთრის მორიგ სუსხიან დილას აღმოაჩენთ, რომ საკლასო ოთახი ცარიელია, ე.ი. თქვენი გუშინდელი პრეზენტაცია არაეფექტური იყო. მეც დაგეთანხმებით, რომ თქვენ დიდი ჯაფა გაწიეთ, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია თქვენთვის. ნეტავ სად არიან ახლა თქვენი მოსწავლ...

ხელოვნება (დიზაინი, მუსიკა)

Image
  ამჟამად მინდა წარმოგიდინოთ არაჩვეულებრივი რამ ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალი: აბსტრაქცია: დიზაინის ხელოვნება   (აქ ორი სეზონია, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე) ხოლო ზედა ბმულზე ნეტფლიქსის იუთუბ არხიდან ერტერთი ფილმია წარმოდგენილი. აიჩიერთ რომელიც გინდათ. ასევე გთხოვთ გამომეხმაუროთ და თქვენთვის საინტერესო რესურსები გამიზიაროთ კომენტარებში 

ვებ დევლოპერად გახდომის საგზაო რუკა

Image
მოდით აბა ჯერ ამ სურათს დააკვირდით, ხომ არ გეცნობათ? ან ეს ახლა კი საქმეზე გადავიდეთ: ვნახოთ,  როგორ გამოიყურება 2022 წლის ვებ დეველოპინგის საგზაო რუკა ეს რუკა შედგენილია GitHub მომხმარებლის  Kamranahmedse მიერ. ის ვებ დეველოპერად გახდომის სამი გზის ვიზუალიზაციას ახდენს. მიუხედავად იმის, რომ ავტორის მოსაზრებას მე არ ვეთანხმები, მაინც ვთვლი, რომ ამ პოსტის წაკითხვა მნიშვნელოვანია. ეს პოსტი ჩიტის გაფრენიდან შეგახედებთ იმ თანამედროვე  ინსტრუმენტებზე, რომელსაც დღეს იყენებენ ვებ დეველოპერები. შეხედეთ   (მაღალი ხარისხისთვის, ჩამოტვირთეთ და გაადიდეთ, ან დააჭირეთ სურათს ) Front-end (ინტერფეისი) დეველოპერთა ინსტრუმენტებს ეს back-end დეველოპმენტია ეს კი devOps (development + operations) ინსტრუმენტებია, რომელსაც ავტორი განიხილავს როგორც მხარდაჭერის ინსტრუმენეტების დამატებით რესურსებს თუ თქვენ გამოუცდელი დამწყები ხართ, ნუ შეგეშინდებათ ამ ყველაფერის. გუგლი, freecodecamp და twiton.ge  ამ ინსტრუმენტებიდან ბევრს გასწავლით უფასოდ. მე გირჩევთ გამოი...

2020 წლის ისტ გამოცდის სწორი პასუხები

Image
მოგესალმებით, ყველას გისურვებთ წარმატებას მიმდინარე გამოიცდებზე. ეს არის 2020 წლის ისტ გამოცდაზე გამოყენებული ტესტის სწორი პასუხების ცხრილი. სიხარულით მინდა ავღნიშნო, რომ დათოს ტრენინგებზე ტესტში გამოყენებული თემები ამოწურული იყო სრულად, თავის საავტორო უფლებებით და ფერების სქემებით. კვლავ გელოდებით შემოდგომის ჯგუფებში. ეს არის წინასწარი რეგისტრაციის ბმული შემოდგომის ტრენინგზე  

ჩვენი ბრაუზერები

Image
გახსოვთ ის (სექსისტური) პოსტი, ბრაუზერები როგორც ქალიშვილები ვიქტორია პაჩუტას ფოტოთი? ხოდა დღეს ვეცდები ბრაუზერების თაიმლაინის ვიდეო შემოგთავაზოთ  ამავე თამაზე შეგიძლიათ ნახოთ სურათების წყარო

გუგულის 49 კვერცხი

Image
ხოდა ენგრე, გასკდით გულზე   აი მარათონში როა, ჯერ წინ ხარ, მერე გაგისწრებენ და მერე ჩემპიონი რომ ხარ, დაახლოებით ისეა ჩემი გუგლის ამბავი. მაიკროსფტი სად იყო მაშინ, როცა გუგულის საკლასო ოთახი არსებობდა, (რაღაც ორი წლის მერე მოინდომა მაიკროფტმა Classroom შექმნა მარა აბა რომელმა მაიკროსფტის ინოვაციურმა ექსპერტმა იცის, ეგ რა ხილია? ). OK. როგორც არის...  ჩემი სადარდებელია ახალა მაიკროსფტის ხახაში შარშან გადასული გითჰაბია, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა. ამასობაში კი გუგული G Suite საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის ვერსიაში ახალ სერვისებს გვთვაზობს და მე დღეს ვეცდები ზოგიერთ მათგანზე მოგიყვეთ: ყველა ეს განახლება ეხება გუგლ მითს და მასწავლებლების მიერ ბოლო თვეებში გამოთქმული სურვილების რეალიზაციას წარმოადგენს. მაშ ასე, წლის ბოლომდე მითს დაემატება: მოდერაციის ახალი საშუალებები ყველა მონაწილის ხმის ერთდროული გამორთვა ხელის აწევის ფუნქცია. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელი იქნება შეხვედრაზე ვთქვათ, კითხვის დასმა. მასწავლებელს შეეძლება შეხვედრის დასრულება ყველა მონაწილისთვის, ისე რომ მონაწილეებ...

გუგლ მითინგი სკოლაში უფასოდ

Image
უკვე მერამდენედ ვაცხადებ, ჩემი საყვარელი გუგული კვლავ მოწოდების სიამაღლეზეა და დაუღალავად ცდილობს ჩემი შრომა მაქსიმალურად ადვილი გახადოს. 29 აპრილს გუგულმა ბლოგზე განაცხადა რომ  გუგლ მითინგის პრემიუმ ვერსია უფასო გახდა ყველა მომხმარებლითვის .  მე ამ პოსტში მხოლოდ სკოლების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, ხოლო დაინტერესების შეთხვევაში გამართვაშიც დაგეხმარებით. გუგლი ინტერნეტ ტექნოლოგიებში რომ ლიდერია, ამას მტკიცება არ სჭირდება. შეხვედრის დაწყება სულაც ერთი წკაპითაა შესაძლებელი.  ახლა ჩამოვთვლი რამდენიმე უპირატესობას თუ რატომ უნდა აირჩიოთ Google Meet: გუგლის პროდუქტებს სკოლები დიდი ხანია ვიყენებთ (უხსოვარი 2006 წლიდან),  ქართულია. იმ დონის ქართულია, რომ შეგიძლიათ ტექსტის ასაკრეფად მოკარნახეც გამოიყენოთ. ეს პოსტი 2017 წლისაა,  დღეისთვის კი, კიდევ უამრავი რამ დაემატა გუგლის ქართულ ხმოვან შეტყობინებს. მაგალითად გუგლის დოკუმენეტებში შეგიძლიათ კარნახით აკროფოთ ან ტელეფონში სმს მაგივრად შეტყობინება შეგიძლიათ უკარნახოთ... (სცადეთ, მოგეწონებთ) თქვენი მოწვევის გარეშე ვერ...

ოციოცი წლის პროგრამირების ტოპ რეიტინგები

Image
ბიჭიაააა, ბიჭიიიიიი! ჭკუაზე არ ვარ. 2018 წლიდან ყოველდღე ამ ვიდეოს ვწეეეეერ, ვწერრრ და ვერ ჩავწერე. ხოდა ახლა აჰა, ბოლო-ბოლო მართლაც ბიჭია. უკვე ჩემი ხმა სიზმარშიც კი ჩამესმის (ნუ, თუ დავიძინებ  ;) მართლაც პირველი ცდა იყო და ძალიან ბევრი ინფოს შედარება და დალაგება მომიხდა. შედეგი ეს გამოვიდა. გთხოვთ შემიფასოთ და აუცილებლად გამომეხმაუროთ,. თუ თქვენთვის ეს ინფორმაცია ოდნავ მაინც საინტერესოა, ან რაიმე სასარგებლო იპოვეთ, არ დაგეზაროთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას მომცემს კიდევ მოვამზადო მსგავსი შინაარსის ვიდეოები. თუ ეს ვიდეო 1000 მოწონებას მოაგროვებს, გპირდებით რომ, ძალიან, მართლაც ძალიან  კარგი შინაარსის კიდევ ერთ ვიდეოს ჩავწერ  თქვანი გოლუაფირო დათო მალანია  :) 

გაიცანით მრ. თიმსი

Image
ამ პოსტში მხოლოდ თიმსზე ვისაუბრებ ვინ არის მისი აღმატებულება ბატონი თიმსი მას აქვს ჯგუფის შექმნის ფუნქცია ვთქვათ მეხუთე კლასი ქვეჯგუფის შექმნა ვთქვათ საგანი ქართული, ანუ ჯგუფი სპაიდერები) ვებინარის მიმდინარეობისას ჯგუფის მართვა, ეკრანის, პრეზენტაციის გაზიარება, ფონის გაბლარვა, აუდიო და ვიდეოს მართვა აქვს კლასნოუთის ინტეგრაცია რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ კლასები და კლასში დაამატოთ მასწავლებლები, მოსწავლეებს ერთი კლიკით (ჰა კაი, ორი იყოს) დაურიგოთ საკლასო და საშინაო დავალება, ერთობლივად ამუშაოთ კოალაბორაციულ სივრცეში, გააზიაროთ რესურსები აქვს სწრაფი შეტყობინება (ჩატი) ძალიან ძლიერი ინსტრუმენტებით. მატ შორის: სოციალური ქსელის ინსტრუმენტებით (სმაილიკი, ლაიკი, გიფი, ანიმაცია, ...) ფაილის მიბმა, ტექსტის გაფორმების ინსტრუმენტები. თითქმის მთელი ტექსტური რედაქტორია ჩაშენებული) ამ ჩატს emebed (ჩაშენები) ფუნქცია აქვს აქვს შეფასების ინსტრუმენტი როგორც ტესტირებით ასევე შეფასების რუბრიკის შექმნით პროგრესის მონიტორინგის ჩათვლით აქვს კალენდარი წინასწარი შეტყობინების ფუნქციით დროის ...

რჩევები მასწავლებლებს და მშობლებს

Image
ჯანმრთელობას გისურვებთ გთავაზობთ მაია მენაბდის  მიერ ფეისბუკზე გაზიარებულ რეკომენდაციებს ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ, მასწავლებლებს, გვევალება: • არ მოვინდომოთ, იმდენივე საათი ჩავუტაროთ ბავშვებს, რამდენსაც სკოლაში ვუტარებდით; • არ დავგეგმოთ სახელმძღვანელოს ამოწურვა, მხოლოდ საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხები ამოვკრიფოთ; • მოვიფიქროთ სახალისო, საინტერესო, აუცილებელი უნარების განმავითარებელი დავალებები; • არ ვაიძულოთ ბავშვები, ყოველ დღე ისხდნენ 3 და 4 ონლაინგაკვეთილზე გადაბმულად; • მოვახერხოთ, თითოეული გაკვეთილი დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის არ აღემატებოდეს 30 წუთს. • არ გვქონდეს მოლოდინი, რომ ონლაინგაკვეთილებზე სრული დასწრება გვექნება ( ვერდასწრების უამრავი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს); • არავითარ შემთხვევაში არ ვიყოთ კატეგორიულები დავალებების ჩაბარების დროს; • დავალების შესასრულებლად უნდა მივცეთ 2-3 დღე მაინც და გავითვალისწინოთ სხვა კოლეგების დავალებებიც; • დავალება შევაფასოთ კომენტარებით და არა ნიშნებით; • არ ვიკეკლუცოთ ჩვენი ...

გასული წლების ისტ გამოცდის პრობლემები

Image
ჯანმრთელობას გისურვებთ კოლეგებო ისტ გამოცდაზე რეგისტრაცია გამოცხადებულია და გაგრძელდება 30 აპრილამდე. მანამდე კი მინდა ეს კითხვარი გაგიზიაროთ, სადაც მინდა მაქსიმალურად ზუტად აღწეროთ ყველა ის პრობლემა, რაც შეგექმნათ ისტ გამოცდაზე 2015 წლიდან 2019 წლამდე, რათა ნაეკს კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენი პრობლემების გათვალისწინება მაქსიმალურად გაუზაირეთ თქვენს მეგობრებს, (მოკლე ბმული bit.ly/naecict20 ) ვისაც პრობლემა შეექმნა გამცდაზე, გთხოვთ იყოთ გულწრფელები და თამამები, ვინაიდან ამ კითხვარის მიზანია საგამოცდო გარემოს გაუმჯობესება. თქვენი მონაცემების იდენტიფიცირება არ ხდება, ხოლო კონფიდენციალობა დაცული იქნება. ასვე განსაკუთრებულ შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ ფეიბუკის პირად შეტყობინებაშიც. გისურვებთ წარმატებას ეს კი ფორმაა მიმდინარეობს ჩატვირთვა…

თხა და გიგო (ზღაპარი)

Image
თხა და გიგო. სლაიდები  (ავტ. ნათია ცინცაძე) იაკობ გოგებაშვილი. „თხა და გიგო“ ზღაპარი იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა. ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა. მალე ძილი მოერია და ასკილივით თავის ქნევა დაიწყო. ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა გამოვიდა. გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო. დასასრული