ხელმოწერა გაქართულების პეტიციაზე

 


(თუ პოსტის წაკითხვის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ  გაქართულებასთან დაკავშირებით გამოკითხვაში მიიღოთ მონაწილეობა)


გაქართულება ჩემთვის კვლავ პრიორიტეტია. ვფიქრობ რომ სასწავლო სივრცეში გამოყენებული პროგრამული პაკეტების გაქართულების გარეშე სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესი ვერ იქნება. თუმცა პროგრამული პაკეტების გაქართულება ზოგადად გაქართულების პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია

ზოგადად კი ჩემთვის გაქართულება ნიშნავს ქართული ინტერფეისის მხარდაჭერას: 

  • ოპერაციული სისტემებში
  • პროგრამულ პაკეტებში
    • საოფისე
    • გრაფიკული
    • მულტიმედია
    • ბრაუზერებში
  • ვებ გვერდებზე და სერვისებში (მაგ. ამაზონი) 
აგეთვე:
  • რეგიონალური პარამეტრების მხარდაჭერას (საზომი ერთეულები, ქალაღდის ზომა, თარიღის ფორმატი, კვირის პირველი დღე... წინადადების პირველის სიმბოლო არ მთავრულდება...)    
  • საგადასახდო და სარეკლამო სისტემებში ქვეყნის მხარდაჭერას (PayPal, AdWord, AdSense
  • რუკებში და სარეგისტრაციო ფორმებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას 
  • ხმოვანი მართვის, აკრეფის, ძებნის მხარდაჭერას
  • მართლწერის სერვისების გაუმჯობესებას  

ასევე კლავიატურის ერგონომიული დრაივერის შექმნას ისე რომ Shift კლავიშის დახმარებით არ გვიხდებოდეს იმ ხუთი სიმბოლოს აკრეფა ანდაც სიმბოლოთა თანმიმდევრობა გათვლილი იყოს სწრაფად აკრეფაზე. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს რომ არ გვაქვს მთავრული სიმბოლოების აკრეფის საშუალება. 

გაქართულება ხელს შეუწყობს ასახსნელი მასალის უკეთ გაგებას, პედაგოგებისთვის ტექნოლოგიების გამოყენებაში მოიხსნება ენის ბარიერი, პედაგოგები ან მოსწავლეები არასწორად წარმოთქმული სიტყვების გამო ბულინგის მსხვერპლი არ გახდებიან

გაქართულების შედეგად დაიხვეწება და განვითარდება, გამდიდრდება ტექნიკური ენა. 


თუ თქვენ ხართ სკოლის პედაგოგი ან მოსწავლე ან მშობელი გთხოვთ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ და მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში გაქართულებასთან დაკავშირებით, (დასაწყისშიც იგივე ბმული დევს) რომელიც დაგვეხმარება საკითხის უკეთ დანახვაში. 

თუ თქვენ თანახმა ხართ პროგრამული პაკეტები მეტი დოზით გაქართულდეს, მაშინ შეგიძლიათ  ხელი მოაწეროთ პეტიციას


გთხოვთ გამოკითხვის ბმული გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს და მეგობრებს

ასევ თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს

ვინდოუს 10-ის გაქართულება



გუგლის პროდუქტების გაქართულება

ოფის 2016-ის (და არამარტო) გაქართულება

ოფის 2019 ის 64 ბიტინი ვერსიის გაქართულების პაკეტი

ოფის 2019 ის 32 ბიტინი ვერსიის გაქართულების პაკეტი

პოსტები დათოს ბლოგზე გაქართულების შესახებ

კომენტარებში კი გავიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, სურვილები, დასვით კითხვები და ვეცდები გიპასუხოთ.











Comments

  1. ვეთანხმები იდეას

    ReplyDelete
  2. ჩემი მხარდაჭერა გაქართულების იდეას! მე-6 კლასთან ჯიმეილი და აუთლუქი გავაქართულეთ ძალიან კმაყოფილები იყვნენ მოსწავლეები.

    ReplyDelete
  3. ვეთანხმები იდეას

    ReplyDelete
  4. ვეთანხმები

    ReplyDelete
  5. კარგი იქნება

    ReplyDelete
  6. ვეთანხმები სავსებით

    ReplyDelete
  7. ვეთანხმები სავსებით

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე