დღის ქვიზი (სკრეჩი)
კითხვა: მოცემული კოდის შესრულებისას რა მოხდება თუ თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთს (Oscar)? ა) გაქრება ბოძი ბ) ნაგავი (Trash) ჩავარდება სანაგვე ყუთში გ) კოსტუმი გაიცვლება oscar2-ზე დ) კოსტუმი გაიცვლება oscar1-ზე სრული კოდი :: განმარტება ამ კოდით თუ თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთს, სანაგვე ყუთის თავსახური აიწევა. დასაწყისში შენ ხედავ, რომ კოდში გამოყენებულია მოვლენის Events ბლოკი დროშაზე დაჭერისას when clicker . ანუ კოდის შესრულება დროშაზე დაჭერის შემდეგ ზევიდან ქვევით დაიწყება დროშაზე დაჭერის შემდეგ ნებისმიერი კოსტუმი oscar1-ზე გადაერთვება switch costume to . ეს ბლოკი გარეგნობა Looks ჯგუფის ბლოკია. შედეგად ეკრანზე გამოჩნდება სანაგვე ყუთის თავდახურული ვერსია. იმისთვის რომ თაგვის კურსორის მოძრაობის მიხედვით რაიმე მოქმედება შევძლოთ, კოდში გამოყენებულია ეხება touching ბლოკი სენსორების sensing ჯგუფიდან ანუ როცა თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთის oskar სპრაიტს, ამუშავდება if-else ბლოკი. ეს იმიტომ ხ...