Posts

Showing posts with the label პროპით

სტენფორდის კურსი 2026 (მოსწავლეებისთვის)

Image
შეხვედრის ლაივი მოკლედ: თუ გინდათ ლაივში დაესწროთ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსს " შესავალი პროგრამირებაში" სადაც პითონზე შექმნით თამაშის პროგრამას,  გაიარეთ რეგისტრაცია დეტალურად: კიდევ ერთი მურაბა ამბავი სტენფორდიდან. სტუდენტობისას ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა სტენფორდის უნივერის ლექტორის ლექციას დაესწრებიო, მაუსს ვურტყამდი თავში მაგ სიაფანტს :) ახლა კი უბრალოდ ლექტორი კი არა თლათ Mehran Sahami წაგიკითხავთ ლექციებს. ვინ არის? თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი ხელმოწერა IEEE კომპიუტერული მეცნიერებების  სტანდარტს ამშვენებს, ძალიან ბევრ რამეს ამბობს ამ კაცზე. აი ჰარვარდი ხომ ძალიან მიყვარს, მალანიც ხო ჯიგარია, მაგრამ ჰარვარდი მაინც ბიზნეს უნივერია. სტენფორდის სკოლა კიდე პროგრამირებაში ძალიან მაგადია. თავად მიხვდებით, როცა დაესწრებით :)  ამიტომ თუ შენ ხარ   ✅ დირექტორი ✅ დამრიგებელი ✅ მასწავლებელი ✅ მშობელი ✅ მოსწავლე  ✅ ან უბრალოდ კარგი ადამიანი.  გააზიარე ამ პოსტის ბმული  mokle.ge/stanford26 , რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს ამ სიკეთით...

დღის კოდი 2

Image
  ამ პატარა კოდში ნაჩვენებია getpass() ბიბლიოთეკის გამოყენებით როგორ შეიძლება მომხარებლის სახელისა და პაროლის კონტროლი. კოდის გამოყენება V-VI კლასი მოსწავლეებთან მარტივად შეიძლება კოდი გითჰაბზე: #___________________________________ რა თქმა უნდა რეალურ პროექტებში მომხმარებლის სახელი და პაროლი ბაზაში ინახება, თანაც ჰეშირებულად. ამ კოდში კი მხოლოდ კლავიატურიდან შეყვანილი ტექსტის შედარება ხდება. მოკლედ ეს კოდი უსაფრთოების თვალსაზრისით ძალიან სუსტია თუმცა ჩვენი ჰარვარდის კურსის week9 ფინანსების დავალებაში ერთი ხაზის გამოყენება ნამდვილად დაგჭირდებათ. (მომხმარებლის login დროს) სტაფის მიერ შესრულებეული დავალება: ამ ბმულზე უშუალოდ getpass() ფუნქციის კოდი შეგიძლათ ნახოთ ასევე შეიძლება საინტერესო იყოს ფუნქცია getuser() რომელსაც გამომაქვს კომპიუტერში შესული მომხარებლის სახელი. ის თანმიმდევრობით ამოწმებს environment ცვლადებს LOGNAME, USER, LNAME და USERNAME. აბრუნებს პირველივე არაცარიელ მნიშვნელობას. თუ პითონის ტრენინგები გაინტერერესებთ, ნახეთ ინფორმაცია პროგრამირების სახელმძღანელოების შესახე...