პირველი 10 დოთ კომი
ყოველთვის მაინტერსებდა თემა, ნეტავ რომელი დომენი დარეგისტრირდა პირველად და რა ეწერა ამ საიტზე, რა კოდი იყო გამოყენებული და ა.შ. დღეს გავდავწყვიტე გუგლისთვის მეკითხა და ამ პოსტში ვეცდები ოდნავ გავერკიო მეც და გაგარკვიოთ თქვენც. მიაქციეთ ყურადღება, რომ პირველი საიტი CERN-შია მომზადებული. ასევე საინტერესოა, რომ პირველ წელს (მთელი 10 თვის განმავლობაში) მხოლოდ 6 დომენი დარეგისტრირდა :) დღევანდელი გადასახედიდან ეს ციფრი სასაცილოც კი არის. მაგრამ .COM ზონას მთელი 10 წელი დასჭირდა იმისთვის რომ ექვსციფრიანი ბარიერი გადაელახა. ამასთან არცერთი ვებ-გვერდი არ ეხება კომპიუტერულ თემატიკას. DEC.COM HEWLETT-PACKARD-მა დაარეგისტრირა, მაგრამ მასზე განთავსებული ინფორმაცია კომპიუტერრულ თემატიკას არ ეხება. მხოლოდ მომავალ წელს დარეგისტრირებულ კომპანიათა სიაში ვხვდებით ასე ვთქვათ კომპიუტერულ კომპანიებს HEWLETT-PACKARD და XEROX-სს. ასევე sun.com და ibm.com, რომლებიც 1986 წლის 19 მარტს დარეგისტრირდნენ. თავიდან .com ზონის მაგივრად .cor (corporations) ზონის შექმნა იყო დაგეგმილი, მაგრამ...