Posts

Showing posts with the label ვირუსი

როგორ შემომეპარა ვირუსი (Vol.2)

Image
დამატება 16.02.2018:  მავნე პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე არსებულ ვიდეოში. ამ ვიდეოში გაიგებთ რომ ტერმინი „ვირუსი“ მავნე პროგრამების მხოლოდ ნაწილს აღნიშნავს. სამწუხაროდ, დღევანდელ ციფრულ სამყაროში სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ვირუსების   კი არადა მავნე პროგრამების პრობლემას. ხან ფლეშკა ვირუსდება, ხან ფაილები იკარგება და ხანაც ფულები. (ეს უკანასკნელი უნდა გქონდეს ანგარიშზე, თანაც ბლომად, რომ დაიკარგოს :). ზოგჯერ ტვინს არქაული კითხვაც მიბურღავს: მავნე პროგრამა უფო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი, კიარადა კომპიუტერი. ამ პოსტში საკითხს დიდად არ მინდა ჩავუღრმავდე, უბრალოდ ვიტყვი, რომ დღეიდან ვეცდები ჩემს ბლოგზე ტეგით #Virus მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ მავნ პროგრამების შესახებ, რომლებიც ჩემს კომპიუტერს შეაწუხებს. მნიშვნელოვანია ავღნიშნო, რომ მე არ ვიყენებ არავითარ ანტივირუსულ პროგრამას, არც ავირას, არც ნოდს, არც კასპერსკის და არც ნორტონს. რუსულ პროგრამებზე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ არიან მავნე პროგრამები. (თუ კომენტარებში კითხვას დასვამთ,...

ორი საზიზღარი საქაღალდის ისტორია

რამდენიმე დღეა თვალში მეჩხირება ორი საქაღალდე, რომელთაც სახელები არ აქვთ  და ჩვეულებრივი საქაღალდისთვის დამახასიათებლი სხვა თვისებები, მეგონა რამე მნიშვნელოვანი  მაგრამ ვერაფერი. სხვა საქაღალდეში გადატანა ვცადე და არაო, წაშლა ვცადე და არაო, ხოდა სახელი რა გქვით-თქო და არაო. გავბრაზდი და გუგლთან ავიყვანე გუგლმა ამათ  ::{138508BC-1E03-49EA-9C8F-EA9E1D05D65D} და  ::{0875DCB6-C686-4243-9432-ADCCF0B9F2D7} ეძახიანო, ოფისი 2013 ინსტალაციის შემდეგ ჩითავენო და რეგისტრიდან უნდა წაშალოო, 1-2 წაუტყაპუნდა და ბაზარიც დაიშალა

როგორ შემომეპარა ვირუსი

აღმოვაჩინე ქრომის ახლა ტაბზე  :) 1. აი სახელები, რაც რეგისტრებში უნდა ეძებოთ (წაშალეთ მარცხენა მხარის ჩანაწერები მთლიანად) SearchProtect cltmng.exe ctlmngui