პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადება
„გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ - უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ გახდეთ ამ და სხვა მსგავსი ტიპის შემოთავაზებების მსხვერპლი. თუ საიტის მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებთ, ვებგვერდი მოიპარავს პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას თქვენი ფეისბუქ-ანგარიშიდან, გააგზავნის მესიჯებს თქვენი სახელით, მოიპოვებს თქვენი ფოტოების გამოყენების უფლებას, დაპოსტავს თქვენს მაგივრად და არავინ იცის, რაში გამოიყენებს თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას. ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ, „ვინ სტუმრობს თქვენს პროფილს ყველაზე ხშირად. ფეისბუქმა არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი მომსახურების მიღება საიტიდან შეუძლებელია. თუკი რაიმე სახის ციფრებს ან ინფორმაციას გამოგიგზავნიან, ის გაყალბებული იქნება“, — ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამაგიეროდ საიტი შეძლებს, გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავ...