HTTP სტატუსის კოდები და არამარტო
სიმართლე გითხრათ, დღეს უკვე ის დროა, რომ ეკანზე გამოტანილი წარწერა Error 404 ინტერნეტის რიგითი მომხმარებლისთვისაც კი არ არის საშიში და ვერც ვერავის შეაშინებს. ასე რომ.... სტატუსის კოდი შედგება სამციფრიანი არაბული ციფრებისგან. აქედან პირველი ციფრი განსაზღვრავს ხუთი კლასიდან ერთერთის კუთვნილებას. ციფრების შემდეგ წარმოდგენილია ადამიანისთვის გასაგები ფრაზა ინგლისურ ენაზე. ეს ფრაზა ადამიანს უხსნის მიზეზს, რატომ მოხდა მაინცდამიანც ასე. მაგალითად, 510 Not Exstended გაფართოება მიუწვდომელია (ეს შეტყობინება ნიშნავს რომ სერვერზე არ არის გაფართოება, რომელსაც ითხოვს კლიენტი) პასუხის კოდით კლიენტი გებულობს მისი შეკითხვის შედეგს და განსაზღვრავს რა მოქმედებები უნდა შეასრულოს შემდგომში. კლიენტმა შეიძლება ყველა კოდი არ იცოდეს, მაგრამ მის რეაქცია კოდის კლასის შესაბამისი უნდა იყოს აუცილებლად. ინტერნეტის სამისამართო სივრცის ადმინისტრაცია ( IANA) უზრუნველყოფს და მართავს ამ კოდების მნიშვნელობას და სტანდარტს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაი...