Posts

Showing posts with the label Slashdot

5 უძველესი საიტის ისტორია ( ჩვენს ნეტას გაუმარჯოს)

Image
ინტერნეტის ისტორიის სანაგვე დაუნდობელია. ამჯერად გთავაზობთ PCWorld-ს რედაქციის თვალსაზრისით 5 ყოფილი პოპულარული ვებსაიტის მიმოხილვას. 1. GeoCities ეს არის 1995 წელს მსოფლიო ქსელში შექმნილი ერთერთი ხმაურიანი პროექტი. ის ყველა მსურველს საკუთარი ვებსაიტის შექმნის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ HTML არც ისე რთული ენაა, GeoCities მომხმარებელს მარტივ და ჭკვიან ინსტრუმენტებს სთავაზობდა, რომლეთა დახმარებითაც საკუთარი ვებ გვერდის შექმნა თაგვის კლავიშებზე რამდენიმე დაჭერით იყო შესაძლებელი. და ეს ყველაფერი უფასოდ. მეორე მხრივ, იმ პერიოდში იმის განცხადება, რომ მე საკუთარი ვებ გვერდი მაქვს, ნებისმიერს გააოცებდა და სერვისითაც ბევრი სარგებლობდა. პრაქტიკულად ნებისმიერს შეეძლო გვერდების შექმნა და ბევრიც სარგებლობდა ამ საშუალებით. სამწუხაროდ, მომხმარებელთა უმეტესობის გემოვნება შორსაა იდეალისგან. ამიტომაც გვერდების უმეტესობა გადაჭედილი იყო ანიმირებული GIF-ფაილებით. GeoCities აგებული იყო გეოგრაფიულ პრინციპზე. ის გვერდები, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას ეხებოდა, უოლ-სტრიტის სათაუ...