ჭკიანი გუგული და უცნაური მზრუნველობა
დღეს გუგულიმ კიდევ ერთხელ გამახარა, ძალიან ზრუნავს ჩემზე (როგორც ჩანს), ფაილის მიბმა ხომ არ დაგავიწყდაო. — ამჯერად არა, ძვირფასო, მადლობა რომ ასეთი ყურადღებიანი ხარ.... (ხალხებო ჩუმად გეტყვით, ყურში, იმედია არ გაიგებს :) რიავი, მაინცდამაინც არ გამიხარდა რომ ჩემს წერილებს უცხო ადამიანი (თუ ვინცაა) კითხულობს, მაგრამ რა ვქნა. თუ შუსუსუ მაინც კითხულობს, ბარემ ამანაც წაიკითხოს, დიდი ამბავი, ერთით მეტი ერთით ნაკლები...