Posts

Showing posts with the label melissa

როგორ შემომეპარა ვირუსი (Vol.2)

Image
დამატება 16.02.2018:  მავნე პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე არსებულ ვიდეოში. ამ ვიდეოში გაიგებთ რომ ტერმინი „ვირუსი“ მავნე პროგრამების მხოლოდ ნაწილს აღნიშნავს. სამწუხაროდ, დღევანდელ ციფრულ სამყაროში სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ვირუსების   კი არადა მავნე პროგრამების პრობლემას. ხან ფლეშკა ვირუსდება, ხან ფაილები იკარგება და ხანაც ფულები. (ეს უკანასკნელი უნდა გქონდეს ანგარიშზე, თანაც ბლომად, რომ დაიკარგოს :). ზოგჯერ ტვინს არქაული კითხვაც მიბურღავს: მავნე პროგრამა უფო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი, კიარადა კომპიუტერი. ამ პოსტში საკითხს დიდად არ მინდა ჩავუღრმავდე, უბრალოდ ვიტყვი, რომ დღეიდან ვეცდები ჩემს ბლოგზე ტეგით #Virus მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ მავნ პროგრამების შესახებ, რომლებიც ჩემს კომპიუტერს შეაწუხებს. მნიშვნელოვანია ავღნიშნო, რომ მე არ ვიყენებ არავითარ ანტივირუსულ პროგრამას, არც ავირას, არც ნოდს, არც კასპერსკის და არც ნორტონს. რუსულ პროგრამებზე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ არიან მავნე პროგრამები. (თუ კომენტარებში კითხვას დასვამთ,...