Posts

Showing posts with the label resgam16

ვინჩესტერის სტრუქტურა

Image
ამ სურათზე თქვენ ნახავთ დისკის სტრუქტურას, ძალიან ხშირად მე ვიყენებ ტერმინებს სექტორი, მხარე, კლასტერი... ვნახოთ ეს რა არის დავიწყოთ იქიდან, რომ ვინჩესტერი პლასტინებისგან შედგება. შემდეგ სურათებზე ეს პლასტინები აშკარად ჩანს. შეგიძლიათ გაადიდოთ ეს სურათი... თითოეულ პლასტინას აქვს  2 წამკითხველი თავაკი ზევიდან და ქვევიდან.ეს თავაკები არ ეხებიან დისკის ზედაპირს, მაგრამ მაქსიმალურად ახლოს არიან დისკის ზედაპირთან. დისკები ერთიდაიგივე სიჩქარით მუდმივად ტრიალებენ, ხოლო წამკითხველი თავაკები გადაადგილდებიან დისკის ზედაპირზე და ახდენენ ინფორმაციის ჩაწერას ან კითხვას.  თავდაპირველი ფორმატირების დროს ხდება პლასტინების ასე ვთქვათ გადანომრვა — Low Level Formatting. ამ პროცესის შედეგად ხდება პლასტინების ლოგიკური სტრუქტურირება. (და არა ფიზიკური). სულ ვინჩესტრეზე არსებობს 0-დან 1023-მდე ბილიკი (ანუ 1024). ნახეთ სურათი. წითელი ფერით ნაჩვენებია ერთ-ერთი ბილიკი (A). ბილიკი დაყოფილია სექტორებად. სექტორი არის ვინჩესტრეზე მინიმალური დამისამართებული ერთეული. სექტორი შეიძლება იყოს 5...

როგორ მუშაობს მყარი დისკი

Image
HHD -  H ard  D isk  D rive   -კომპიუტერის მუდმივი მეხსიერება, სადაც ინფორმაცია ინახება, სანამ არ წავშლით. არსებობს IDE, SATA, SATA II, SATA III ტიპის მყარი დისკები ისინი განსხვავდებიან ინფორმაციის გადაცემის სიჩქარით (150 mb/s, 300 mb/s, 600 mb/s) და არსებული დისკის ბრუნის მაჩვენებლით (RPM - ბრუნი/წუთში), გვხვდება 5400, 6200 და 7200 ბრუნი/წ   SSD -  S olid  S tate  D rive — ინფორმაციის მუდმივი, ფლეშ დამგროვებელი, რომელიც ჩვეულებრივი HDD-ზე (მყარი დისკზე) უმჯობესია იმით, რომ არა აქვს დისკი, სადაც ინფორმაცია მაგნიტდება. ასევე იგი (SSD), უფრო საიმედო. მოიხმარს უფრო ნაკლებ ელექტრო ენერგიას და ინფორმაციის შენახვისთვის იყენებს მეხსიერების ჩიპებს. ამ ტიპის დისკი გაცილებით სწრაფია ვიდრე HDD, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან (გაცილებით) ძვირიცაა. და თანაც ხმა არ აქვს. ჩემს ვიდეოებს ხმაური რომ გასდევს ეს სწორედაც ვინჩესტერის ხმაა. SSD რომ მქონდეს, ეგ ხმა არ ექნება  :)

ფაილები ღრუბლებში

Image
  :: ამ პოსტს 5 წუთში წაიკითხავთ :::....       ზოგადად ვიტყვი რომ ღუბლოვანი სისტემები ფაილების შენახვისა და გაცვლის ყველაზე თანამედროვე სისტემაა. დღეს უკვე არ გჭირდებათ ფაილის ერთი კომპიუტერიდან მეორეში გადასატანად ქსელის კაბელები, ჰაბები, დისკეტები, სი-დი თუ დ-ვი-დი ჩამწერ-წამკითხველები, ან ფლეშბარათები და სხვა კიდევ უამრავი გახლართულობები: ატვირთეთ ღუბლებში და დაივიწყეთ დარდი. რადგან:  ეს ფაილი არასდროს დაგრჩებათ კომპის USB პორტში,  არასდროს დავირუსდება,  არასდროს არ გექნებათ ფაილის ათასი სხვადასხვა ვერსია არასდროს დაიწვება და აქ კიდევ უამრავი არასდროს არის ახლა კი ღრუბლოვანი სიტემების უარყოფითი მხარეები  პოსტის სრულად წაკითხვა ფასიანია.  კითხვა განაგრძეთ ისტ დეველოპერთა ასოციაციის გვერდზე  

ტრენინგები ზუგდიდის ტექნოპარკში

Image
10, 12, 14 და 16 ნოემბერს ზუგდიდის ტექნოპარკში დაიწყება რეგიონის სკოლების ისტ პედაგოგებისთვის პრაქტიკული ტრენინგი 2017 წლის გამოცდისთვის მოსამზადებლად. ტრენინგზე განხილული იქნება 2015 და 2016 წლის გამოცდებზე გამოყენებული პრაქტიკული და თეორიული გამოცდის მასალები. ტრენინგები დაიწყება 13:00 საათზე და დამთავრდება 17:00 საათზე. ტრენერი  დათო მალანია   კურსის ხანგრძლივობაა: 16 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათი ( 4   დღე დღეში 4 საათი)    ტრენინგები უფასოა არ გაიცემა სერტიფიკატი ტრენინგის პროდუქტები: ტექსტური დოკუმენტი პრეზენტაცია ელექტრონული ცხრილი ტრენინგის მეთოდოლოგია: აქტივობები:   გონებრივი იერიში,  დემონსტრირება-მართული პრაქტიკა-დამოუკიდებელი ვარჯიში (D-GP-IP), შებრუნებული საკლასო ოთახი,  პრაქტიკული სამუშაოები, რეფლექსია, კომენტარი... ტრენინგის ორგანიზების ფორმები –  ჯგუფური,  წყვილებში მუშაობა, კონსულტაცია ინდივიდუალური. პროგრამული უზრუნველყოფა  Ms Windows 10, MS-Office 2016), Goog...

ms-dos (და არა მარტო) ბრძანებები

Image
რამდენიმე ადგილას შემხვდა კონსოლის ბრძანებებზე თხოვნები, შემთხვევით დღეს ამ საიტს გადავაწყდი, სადაც ჩამოთვლილია ყველა ბრძანება დეტალურად https://en.wikipedia.org/wiki/List_of_DOS_commands ორიგინალი Command Description Type ansi.sys Defines functions that change display graphics, control cursor movement, and reassign keys. File append Causes MS-DOS to look in other directories when editing a file or running a command. External arp Displays, adds, and removes   arp   information from network devices. External assign Assign a drive letter to an alternate letter. External assoc View the file associations. Internal at Schedule a time to execute commands or programs. External atmadm Lists connections and addresses seen by Windows   ATM   call manager. Internal attrib Display and change file ...