გეოგრაფიის გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენების 8 იდეა
საშველი არაა, აქ უნდა დავწერო ;) როგორც მჩვევია ხოლმე, ჩემს პოსტებში უამრავი ბმულია, მაგრამ არ დაიზაროთ, თითოეული ცალ-ცალკე ინსტრუმენტია და აუცილებლად ნახეთ. და როგორც გადახვალთ ისევ უკან დაბრუნება არ დაგავიწყდეთ, მართლაც გეოგრაფიას რა სჯობია. ისტის გამოყენენება? იცით რამდენ რამეს შესძენთ მოსწავლეებს? თქვენს გაკვეთილზე ბავშვების ჟრიამული არ შეწყდება თუ გამოიყენებთ ნეშენალ ჯეოგრაფიკსისის ინტერაქტიურ რუკას . კიდევ იცით რა შეიძლება საინტერესო იყოს? მერკატორის რუკის პროექციას ხომ ქაღალდზე ვერ ანახებთ. ხოდა აგერ არის ტექნოლოგიები :). კიდე გუგლის რუკები არსებობს, ამ ინსტრუმენტის დახმარებით შეგიძლიათ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ერთ წამში სრულიად უფასოდ გაისეირნოთ, ვთქვათ ეიფელის კოშკის ქვეშ , ან ეწვიოთ თავისუფლების ქანდაკებას , ან სულაც ბროდვეიზე იტანტალოთ. ვიცი რომ ამ ბმულებიდან კიდევ სადღაც მოინდომებთ გასიერნებას, ხოდა კომენტარებში დაწერეთ, სად ისეირნეთ, ან სად მეპატიჟებით :) თემამ მოიტანა და გირჩევთ, ისარგებლეთ ვირტუალური რეალობის სათვალეებით . ...