Posts

Showing posts with the label reswebictg

პროექტი: მსოფლიოს მოსახლეობა

Image
დღეს ფეისბუკზე ბ-ნ მერაბ ლაბაძემ ისტ პედაგოგების ჯგუფში საინტერესო ვებ გვერდი გააზიარა მსოფლიოს მოსახლეობის ისტორიის შესახებ. გვერდზე 6 გაკვეთილზე გათვლილი პროექტია წარმოდგენილი ყველა რესურსით. მხოლოდ ჩაათარეთ ეს გაკვეთილი. თქვენც იხალისებთ და მოსწავლეებიც. გთხოვთ, მოსინჯეთ. ვისაც ჩემი დახმარება გინდათ, ჩემი თოხით მოვდივარ  

ტესტების ქართული საიტი

Image
blue.bunny.ge დღეს ერთი ლამაზი საიტი აღმოვაჩინე – www.bunny.ge  საიტზე შეგიძლიათ ფეისბუკის ანგარიშით გაიაროთ რეგისტრაცია და მოსინჯოთ თქვენი ძალები სხვადასხვა საგნის ტესტებში სხვადასხვა საგნებში. ტესტების სირთულეების მიხედვით განხვავებულია. ტესტის გავლის შემდეგ იქმნება რეიტინგი რაც უდაოდ საინტერესოა და სახალისოც. ამავე გვერდზე დევს კონსპექტები (ამჯერად მხოლოდ მათემატიკაზეა. იმედია სხვა საგნებიც დაემატება :) სტატისტიკის მიხედვით საიტი საკმაოდ პოპულარულია აბიტურიენტებში. მინდა წარმატება ვუსურვო ავტორს ლევან ლავზიაშვილს . ფაქტია, ქართული ვებსივრცეს მსგავსი საიტების სიმწირეს განიცდის....

Skoool საქართველო საგანმანათლებლო ვებ გვერდი საბუნებისმეტყველო საგნებში

Image
ვებ გვერდზე უცნაური დასახელებით,  skoool.ge / თქვენ ნახავთ საგანმანათლებლო რესურსებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მატემატიკაში ზოგადი განათლების სამივე საფეხურისთვის.  Skoool საქართველო არის კორპორაცია ინტელის მიერ წამოწყებული ინიციატივა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ინოვაციური, ინტერაქტიური და ძალიან საინტერესო სასწავლო მასალა

სიმულაციები საბუნებისმეტყველო საგნებში PET

Image
მეორე დონის ტრენინგებზე საკმაოდ საინტერესო თემაა ელექტრონული სიმულაციები,  ეს არის თემა, სადაც პარადიგმა „წიგნი თუ კომპიუტერი“ ცალსახად კომპიუტერის სასარგებლოდ წყდება ნებისმიერი სკეპტიკოსი პედაგოგისთვის თუ არაპედაგოგისთვის. ამ თემამ რომ არ დაგვაბნიოს, გთხოვთ ისევ სიმულაციებს დავუბრუნდეთ და „წიგნი vs კომპიუტერი“ სხვა უფრო თავისუფალი დროისთვის გადავიტანოთ. ამ პოსტში კი კონკრეტულად კოლორადოს უნივერსიტეტის მიერ მომზადებული სიმულაციების შესახებ მოგითხრობთ. მისამართზე phet.colorado.edu/ka განთავსებულია  სადაც 50 (SIC!) მილიონზე მეტი ინტერაქტიული სიმულაციაა განთავსებული საბუნებისმეტყვლო საგნებში. ნახეთ ვიდეო

საინტერესოდ ელექტრონიკაზე

Image
მართალაც ძალზე საინტერესოდაა მასალა გადმოცემული. მე ნამდვილად მომეწონა, არ მაინტერესებდა და შემომეკითხა. ვისაც აინტერესებს, გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებს,  წარმატებები მკითხველს და მოსწავლეებსაც... ჯორჯ ვაშინგტონი დაიბადა მამათში არ მეგონა თუ დენის ახსნა წყალთან შედარებით შეიძლებოდა, ასე მარტივად და ავთენტურად.... მაშ, გირჩევთ: http://elbasics.blogspot.com/