მასწავლებლის პორტფოლიოს ატვირთვა და გამოქვეყნება

ვინაიდან დიდი ინტერესია გამოიწვია მასწავლებლის პორტფოლიოს ინტერნეტში ატვირთვამ და გამოქვეყნებამ, გადავწყვიტე ეს თემა ცალკე თემად გამომეყო. ამწუთას დრაივზე არის ქართული ენის პრობლემა. ქართულენოვანი დრაივი არ აზიარებს ფაილებს. გადაწყვეტილება ამ პოსტშია . ენა უნდა გადაიყვანოთ ინგლისურზე.

აქ კი დავდებ დრაივში ფაილის, ან საქაღალდის ატვირთვის  ვიდეოინსტრუქციას,






ხოლო ამ ვიდეოინსტრუქციაში საუბარია პრეზენტაციის 480 პიქსელით გამოქვეყნებაზე. ვიდეო ინტელის ტრენინგის რესურსების ფარგლებშია შესრულებული





თუ თქვენ გუგლში არ ხართ რეგისტრირებული, დაგჭირდებათ გუგლში ელფოსტის რეგისტრაცია,



ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბლოგზე მუშაობის ვიდეოინსტრუქცია, სადაც აღწერილია ბლოგის რეგისტრაცია, პოსტის გამოქვეყნება, სურათების გამოქვეყნება და ა.შ.







გთხოვთ ნუ დაიზარებთ კომენტარებს, გაზიარებას და ჩამჭრელ კითხვებს. ეს ყველაფერი მაძლევს სტიმულს და სურვილს, უფრო უკეთესი და სასარგებლო გავხადო ბლოგი.


ზოგიერთი რეკომენდაცია:
(იყო რამდენიმე შეკითვა და შესაძლოა თქვენთვისაც საინტერესო იყოს)

1. ბლოგზე გამოქვეყნების შემდეგ PowerPoint პრეზენტაციები კარგავენ ანიმაციის ეფექტებს, ტრიგერებს,  ასეთი სიტუაციებისთვის პრეზენტაციის ფაილი ატვირთეთ დრაივზე და ბლოგზე ბმულის სახით ატვირთეთ. შესაბამისი ინსტრუქციები არის ბლოგის ვიდეოგაკვეთილში.

თუ მაინცდამაინც აუცილებელია ბლოგზე გაშლილი სახით ჩაშენდეს  (Embed) პრეზენტაცია, მაშინ გამოიყენეთ OneDrive. (უნდა დარეგისტრირდეთ www.live.com-ზე, და <embed> ფუნქციით ჩასვათ ბლოგზე)


2. სხვა კომპიუტერზე შრიფტი არ იკითხება... თავიდანვე გთხოვთ პრეზენტაციებში არ გამოიყენოთ მხატვრული შრიფტები. (AcadNusx, იგივე ცადუსხ). გამოიყენეთ Sylfaen.ttf და გარანტირებულად პრობლემაც არ იქნება.

თუ აუცილებელია პრეზენტაციაში სპეციფიური შრიფტების გამოყენება, მაშინ პრეზენტაცია შრიფტებთან ერთად შეინახეთ.




3. არ ჩანს ვიდეო, არ ისმის მუსიკა და ა.შ.  პირველ რიგში გაარკვიეთ, პრეზენტაციას რომელ ვერსიაში აკეთებთ: 2007  და სხვა ვერსიებში არ ხდება ვიდეოს ინტეგრირება პრეზენტაციაში. ამიტომ პრეზენტაცია და ვიდეო ერთიდაიგივე საქაღალდეში უნდა განათავსოთ და შემდეგ ჩასვათ სლაიდზე.

თუ ასეთ პრეზენტაციას ინტერნეტზე (ბლოგში განათავსებთ), ხმაც და ვიდეოც არ დაუკრავს. შესაძლებელია დრაივში ატვირთოთ პრეზენტაციაც და ხმაც, შემდეგ ინტერნეტიდან ჩასვათ მუსიკის ან ვიდეოს ინტერნეტბმული. და ასე შეინახოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზენტაციის საჩვენებლად საჭირო იქნება ინტერნეტი,

პრობლემის უფრო მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელია PowerPoint 2013 ვერსიაშია. მაგრამ ასეთ პრეზენტაციას დრაივიდან ბლოგზე კვლავ ვერ გააზიარებთ. გადაწყვეტილებაზე პირველ პუნქტში წერია უკვე,



ზოგადად კი ვთვლი, რომ პრეზენტაციაში ვიდეოს ჩართვა უმეტეს სიტუაციაში ტვირთავს პრეზენტაციას და დიდია იმის საშიშროება, რომ მაყურებელს გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრირება. ამას პრეზენტატორის უდიდეს ძალისხმევა დასჭირდება :)

ყოველთვის ეცადეთ მიიღოთ გადაწყვეტილება ინფორმაციის წარმოდგენის ერთ-ერთი   ფორმატის სასარგებლოდ: ან თავიდან ბოლომდე პრეზენტაცია, ან თავიდან ბოლომდე ვიდეო






წარმატებებს გისურვებთ!
გახსოვდეთ, მე მუდამ თქვენი გულშემატკივარი ვარ


Comments

  1. მადლობააა!ყველგან და ყოველთვის ამომწურავი პასუხები...წარმატებებიიიიი

    ReplyDelete
  2. გმადლობთ

    ReplyDelete
  3. მადლობთ! ძალიან დამეხმარეთ!

    ReplyDelete
  4. მადლობა დიდი, დავიტანჯე და ვერ გამოვაქვეყნე დრაივიდან ინტერნეტში, ვერც პორტფოლიოში ავტვირთე. ახლა უნდა ვცადო თქვენი ინსტრუქციით. დიდი მადლობა რომ ჩემნაირების გასაჭირი გულთან მიიტანეთ.

    ReplyDelete
  5. ქ-ნ ნანი, იმედია შეძლებთ პრობლემის მოგვარებას, ან თუ რამე გაუგებარი იქნება, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. ერთად უფრო ადვილად გავართმევთ თავს

    ReplyDelete
  6. თქვენ გაიხარეთ, ისეთი ელემენტარული მეშლებოდა დამტანჯა. უღმესი მადლობა.

    ReplyDelete
  7. ზოგი რამ ვიცოდი, ზოგი რამ არა, დიდი მადლობა საჭირო ინფორმაციებისთვის.

    ReplyDelete
  8. დიდი მადლობა დათო! ძალიან დამეხმარეთ :)

    ReplyDelete
  9. გმადლობთ ესე დაწვრილებით მასალის ახსნისათვის.

    ReplyDelete
  10. ყოველთვის მეხმარება აქ შემოსვლა.გმადლობთ

    ReplyDelete
  11. ძალიან გამეხარდა ეს ბლოგი რომ აღმოვაჩინე! მადლობა, ამდენი საჭირო რამ ერთად თავმოყრილი არსად მინახავს. მადლობა :)

    ReplyDelete
  12. უღრმესი მადლობა,ძალიან გასაგებად არის ყველა საკითხი განხილული.

    ReplyDelete
  13. ლალის და ირმას მადლობები

    ReplyDelete
  14. ბევრი საინტერესო რამე გავიგე, მადლობა ბატონო დავით!

    ReplyDelete
  15. დიდი მადლობა მხარში დგომისათვის, ძალიან გვეხმარებით

    ReplyDelete
  16. გაიხარეთ, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა ყველაფერი.

    ReplyDelete
  17. დიდი მადლობა.ძალიან გამომადგა თქვენი ბლოგი.

    ReplyDelete
  18. დიდი მადლობა,ძალიან საინტერესო და სასარგებლო ბლოგია.

    ReplyDelete
  19. მადლობა. მეხმარება ძალიან ეს ბლოგი.. ინფორმაციულია, საინტერესო და საქმიანი..

    ReplyDelete
  20. დიდი მადლობა, თქვენი ვიდეო გაკვეთილების დახმარებით შევძელი ბლოგის შექმნა, რაც შეეხება გაჯეტების დამატებას ვერ ვათავსებ ბლოგზე.სათაური ჩანს სურათი კი არა. გთხოვ დამეხმარო

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე