Posts

Showing posts with the label დომენები

ქართული დომენების რეგისტრაცია (.გე) დაიწყო

Image
მართლაც, გილოცავთ! საიტზე www.დომენი.გე დაიწყო ქართული სიმბოლოების გამოყენებით დომენების რეზერვაცია. ხოლო 2015 წლის 15 ივლისიდან დაიწყება ქართულენოვანი დომენების ღია რეგისტრაცია.   დომენური სახელში გამოსაყენებლად დასაშვები სიმბოლოები: ა) მხედრული ანბანის ასოები; ბ) ციფრები; გ) დეფისი. დომენური სახელი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს მხედრული ანბანის ასოთი ან ციფრით. შუალედური სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი. დომენური სახელი უნდა შეიცავდეს ორ ან მეტ სიმბოლოს და არ აღემატებოდეს 63 სიმბოლოს. stop list-ში შემავალ დომენურ სახელებს (კერძოდ, უხამსშინაარსიანი, ანტიჰუმანური ხასიათის მოწოდებების შემცველი, ადამიანური ღირსების ან რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი სიტყვები და სხვ.) განსაზღვრავს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი ICANN-თან კონსულტაციის შემდეგ. ამწუთას მე ორი ქართულ სიმბოლოებიანი დომენი ვიცი: www.დომენი.გე  და www. რეგისტრაცია.გე

დომენების აჯანყება

Image
2012 წლის 12 იანვრიდან ორგანიზაცია ICANN დაიწყო განცხადებებების მიღება ნებისმიერი კომბინაციის ახალი დომენური ზონების შექმნაზე. შესაძლებელია ქსელში გამოჩნდეს უამრავი ახალი დომენი – ბრენდი კომპანიების სახელიდან დაწყებული ქალქების დასახელებით ან ჭ-ღ-რ-მ-ღ-რ დასახელებებით. ამ ცვლილებას ICANN-ში ”რევოლუციად” და ”დომენების ისტორიაში მნიშვნელოვან სიახლედ” აღიქვამენ. ინტერნეტში სახელებისა და ნომერების მიმნიჭებელმა კორპორაციამ 12 იანვრიდან ყველა მსურველისგან ახალი დომენური ზონების განცხადებების მიღება დაიწყო ICANN-ის ამ სტრატეგიის ფარგლებში კომპანიებს და ორგანიზაციებს საშუალება აქვთ მოითხოვონ ნებისმიერი დომენური ზონის შექმნა, მაგალითად .Apple, .Paris, .IMF და სხვა. ახალი დომენური ზონების შესაქმნელად განცხადებების მიმღებმა სისტემამ მუშაობა გრინვიჩით 2012 წლის 12 იანვრის დილის 12 სააათზე დაიწყო მუშაობა. ყველა მსურველს პასუხი უნდა გაეცა 50 კითხვაზე, მათ შორის ახალი დომენის დანიშნულება, ორანიზაციის ფინანსური მზადყოფნა და ა.შ. განცხადებების მიღება გრძელდება ამა წლის 12 აპრილამდე. ხოლო მაისში ICANN...