დომენების აჯანყება


2012 წლის 12 იანვრიდან ორგანიზაცია ICANN დაიწყო განცხადებებების მიღება ნებისმიერი კომბინაციის ახალი დომენური ზონების შექმნაზე. შესაძლებელია ქსელში გამოჩნდეს უამრავი ახალი დომენი – ბრენდი კომპანიების სახელიდან დაწყებული ქალქების დასახელებით ან ჭ-ღ-რ-მ-ღ-რ დასახელებებით. ამ ცვლილებას ICANN-ში ”რევოლუციად” და ”დომენების ისტორიაში მნიშვნელოვან სიახლედ” აღიქვამენ.


ინტერნეტში სახელებისა და ნომერების მიმნიჭებელმა კორპორაციამ 12 იანვრიდან ყველა მსურველისგან ახალი დომენური ზონების განცხადებების მიღება დაიწყო

ICANN-ის ამ სტრატეგიის ფარგლებში კომპანიებს და ორგანიზაციებს საშუალება აქვთ მოითხოვონ ნებისმიერი დომენური ზონის შექმნა, მაგალითად .Apple, .Paris, .IMF და სხვა.

ახალი დომენური ზონების შესაქმნელად განცხადებების მიმღებმა სისტემამ მუშაობა გრინვიჩით 2012 წლის 12 იანვრის დილის 12 სააათზე დაიწყო მუშაობა. ყველა მსურველს პასუხი უნდა გაეცა 50 კითხვაზე, მათ შორის ახალი დომენის დანიშნულება, ორანიზაციის ფინანსური მზადყოფნა და ა.შ.

განცხადებების მიღება გრძელდება ამა წლის 12 აპრილამდე. ხოლო მაისში ICANN წარმომადგენლები ყველა დაინტერესებული პირისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომ ადგილას ღიად განათავსებენ იმ დომენების ჩამონათვალს, რომლებზეც განაცხადი იყო გაკეთებული. ამ პერიოდში ყველა მსურველს აგრეთვე საშუალება ექნება განაცხადოს სავაჭრო მარკის უფლების დარღვევის ან სხვა სახის დარღვევების შესახებ. ერთი ახალი დომენური ზონის შექმნაზე განაცხადის შეტანის ღირებულება $185 ათასია, აქედან $5 ათასი განცხადების შევსების დაწყებამდე უნდა შეიტანო. ამის შემდეგ ახალი დომენური ზონის ადმინისტრატორი-კომპანია ვალდებულია ყოველწლურად $25 ათასი გადაიხადოს დომენური სახელის მომსახურეობისათვის.

ICANN ყველა მიღებულ განაცხადს განიხილავს და მათი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას გამოიტანს. იმ ორგანიზაციამ, რომელმაც განაცხადი შეიტანა ახალი დომენის შესაქმენლად, წარმოდგენილი უნდა იყოს დომენური ზონის შენარჩუნების ფინანსური გეგმა და გაბანკროტების დაუშვებლობის შესახებ გარანტია. არის აგრეთვე რიგი სხვა საკითხები. ერთიდაიგივე დომენური ზონის მოთხოვნით რამდენიმე განცხადების მიღების შემთხევაში ICANN მხარეებს შესთავაზებს წარმოადგინონ ერთობლივი შეთანხმება ან მათ შორის გამართავს აუქციონს. განაცხადების განხილვა 9 თვეზე ნაკლებ ხანს არ უნდა მიმდინარეობდეს. ამრიგად პირველი ახალი დომენური ზონის ქსელში გამოჩენას მომავალი წლის თებერვლამდე არ უნდა ველოდოთ. რაიმე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში განაცხადის განხილვა 20 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს- აღნიშნულია სახელებისა და დომენების მიმნიჭებელი კორპორაციის (ICANN) შეტყობინებაში.

ნებისმიერი დომენის რეგისტრაციის იდეა საზოგადოების მიერ არაერთგაროვნად იქნა აღქმული. საერტაშორისო სავალუტო ფონდმა, 25-ზე მეტმა უმსხვილესმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ICANN გაუგზავნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ლაპარაკია ახალი დომენების დახმარებით მომხამრებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობაზე.

ამას გარდა ICANN ამ გეგმის წინააღმდეგ აგრეთვე გამოვიდნენ ამერიკის არაკომერციული ჯგუფები, მათ შორის US Association of National Advertisers და Young Men's Christian Association. მათ კონგრესზე გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება, ვინაიკდა ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანებს საშუალება ექნებათ ეს დომენები თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.

მაგრამ ICANN ხელმძღვანელები თვლიან რომ დიდი ოდენობით ახალი დომენების შექმნა აუცილებელია, თუნდაც ინტერნეტ აუდიტორიის მზარდი ტემპებით ზრდის გათვალისწინებით. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით ინეტერნეტ მოსახლეობამ 2 მლრდს გადააჭარბა. ICANN მმართველის როდ ბეკსტრომის განცხადებით დომენური ზონების გადანაწილების ახალი წესები იქნება ყველაზე დიდი სიახლე დომენური სახელების სისტემის მთელი არსებობის მანძილზე. ამ დომენებზე რეგისტრირებული საიტების საერთო რაოდენობა კი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ამ დროისთვის ყველაზე პოპულარულ დოთ კომს. .

ჩემს კომენტარს კი ასე დავამატებდი, $190 ათასად ნეტა რა უნდა იმაიმუნო?

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე