Posts

Showing posts with the label თამაშზე დაფუძნებული სწავლება

თამაშზე დაფუძნებული სწავლა და თამაშის შექმნაზე დაფუძნებული სწავლა

Image
თარიღი:   25 ივნისი 2013 ავტორი:   ზაქარია გიუნაშვილი როდის და რატომ არის შედეგის მომტანი თამაშზე დაფუძნებული სწავლა? როდესაც სასწავლო პროცესი ხდება მოსაწყენი და უინტერესო, მოსწავლე კარგავს სწავლის სურვილს და მოტივაციას. შედეგად, სასწავლო პროცესი კარგავს მის ძირითად დანიშნულებას, რომელიც გარდა სასწავლო შინაარსის დამახსოვრებისა, მოიცავს უნარების განვითარებას, მათ შორის ცოდნის ტრანსფერის და ახალი ცოდნის კონსტრუირების. იმ რეალური ვითარებების ნაცვლად, რომლებშიც უნდა მოხდეს მიღებული ცოდნის აქტივაცია და ახალი ცოდნის შეძენა, შესაძლებელია ისეთი ეფექტური, ინტერაქტიური ვირტუალური გარემოს გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც შესაძლებელია სასწავლო პროცესში შესაძლებელია თამაშზე დაფუძნებული მეთოდიკის გამოყენება.