დაწყებითი , საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ისტ - ის მასწავლებლის პროფესიული უნარ - ჩვევები და ცოდნა უზრუნველყოფს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ( ისტ ) სწავლების პროცესში ეფექტიან გამოყენებას ; მოსწავლის ძირითად ისტ კომპეტენციების განვითარებას და მის მიერ ისტ - ის ინტეგრირების უნარებს სასწავლო , საყოფაცხოვრებო თუ სოციალურ აქტივობებში . მუხლი 72. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ა) მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები ა.ა) ინფორმაციის მოძიება, კვლევა და ანალიზი ისტ-ის გამოყენებით; ა.ბ) ინფორმაციის ორგანიზება, შენახვა და გაზიარება ისტ-ის გამოყენებით; ა.გ) ისტ-ის გამოყენების უპირატესობის და შეზღუდვების გაცნობიერება; ასევე, ინტერნეტის და ქსელური ტექნოლოგიების განვითარების ზეგავლენა საზოგადოებაზე. ბ ) მიმართულება: ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური...