2007 წლის 22 ოქტომბერს კორპორაცია გუგლმა გაუშვა ახალი სერვისი, რომელიც განთავსდა მისამართზე translate.google.com. ეს სერვისი აგებული იყო მანქანური სტატისტიკის პრინციპზე. ახალმა პროდუქტმა ჩაანაცვლა 2 წლით ადრე გაშვებული ანალოგიური დანიშნულების სერვის, რომელიც დაფუძნებული იყო წესებით ტარგმნის პრინციპზე. როგორც გუგლის ყველა პროდუქტი, ისიც მულტინაციონალური და გლობალური მნიშვნელობის არის. ასევე მას გადმოყვა გუგლის პროდუქტებისთვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი თვისებები, უფასო სერვისი, რეგისტრაცია არ მოითხოვება (ნაწილობრივ), ხარისხი, სისწარაფე და ა.შ. დღეისთვის ამ სერვისში ხელმისაწვდომია 103 ენა და დღეში (SIC) 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. გუგლის თარჯიმანს გააჩნია უნიკალური თვისებები, როგორიცაა ტექსტის, ლაპარაკის, სურათის, საიტების ან რეალურ დროში ვიდეოს ერთი ენიდან მეორეში თარგმნის ფუნქცია. ის მუშაობს ვებ ინტერფეისზე, ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაში, მობილურ ინტერფეისზე ანდროიდებზე და iOS-ზე. API-ს სახით მისი გამოყენება შეუძლიათ დეველოპერებს ბრაუზერში ჩაშენ...