მართლაც, რა მოხდებოდა გუგლი რომ ადამიანი იყოს? ნახეთ ვიდეო (უკვე მაღალი ხარისხით და ქართული გახმოვანებით). რომელი მოგეწონათ? თქვენი თავი სად ამოიცანით? :) ორიგინალები ნახეთ აქ
განახლება: 09.04.2025 18:35 სტენფორდის კურსზე შერჩეულია VIII-XI კლასის მოსწავლეები. უარი ეთქვა რუსულ მეილებს, მასწავლებლებს და არარეალურ ანგარიშებს. სულ 2 217 აპლიკაცია შემოვიდა. (კიდევ მიმდინარეობს შერჩევა) მადლობა ყველა მასწავლელს ვინც ჩვენთან ითანამშრომლა ამ მნიშვნელოვან საქმეში. შერჩეულ აპლიკანტებს ფოსტაზე მოგივიდათ წერილი სათაურით norplay. თუ ხართ VIII-XI კლასი მოსწავლე და ბმული არ მიგიღიათ, მოგვწერეთ დისკორდზე ან ფეისბუკზე ტელეფონი ნომერი რომლითაც დარეგსტრირდით ბმულზე გადასვლის შემდეგ უნდა შეგესრულებინათ 5 დავალება. მათ შორის 2 არის კარელის კოდი.. ყველა დასრულებული დავალება მონიშნულია მწვანე თოლიით. დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ კარელის სახელმძღვანელო (ინგ). შეგიძლიათ გამოიყენოთ კარლო (ქართ) კოდი 1sKNHABV ამის შემდეგ ველოდები 16 აპრილამდე, რომ ნახოთ შედეგები, ხოლო ჩარიცხვის ინფორმაცია დაიდება 17 აპრილს ყველას წარმატებას გისურვებთ! IV-VII კლასელებისთვის 20 აპრილიდან დავიწყებთ ჰარვარდის კურსს შესავალი პროგ...
თხა და გიგო. სლაიდები (ავტ. ნათია ცინცაძე) იაკობ გოგებაშვილი. „თხა და გიგო“ ზღაპარი იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა. ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა. მალე ძილი მოერია და ასკილივით თავის ქნევა დაიწყო. ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა გამოვიდა. გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო. დასასრული
არასდროს მეგონა რომ აფთიაქში ბანალური ბამბის საყიდლად შესულს ამ პოსტის დაწერის იდეა დამებადებოდა. ხოდა რა მოხდა აფთიაქში? რიგში დგომისას ჩემი ჭორიკანა ყურადღება თავანკარა მეგრულით მოფუსფუსე (შემდგომში უკვე უფრო მოროხროხერე) ქალბატონებმა მიიპყრო, ათენა მუ რე ძა? რომ გავიხედე აშკარად ჯეკპოტი ჰქონდათ მოგებული და ყველანაირ კოსმეტიკას ყიდულობდნენ, თან 1-2-ს კი არა 20-30 ცალს. რავი მე ასეთი ლოგიკა მაქვს: თუ ვიღაცა 10 ცალ სხვადასხვა ფირმის შამპუნს ყიდულობს და ვერ არჩევს ნორმალური თუ ტენიანი კანისთვისაა, ან 30 საპონი, რავა ერთ დროულად გჭირდება? ხოდა აქ კიდევ ერთი ფრაზა იყო ტოტ კრასივი ტოჟე ვაზმი.... აქ უკვე მივხვდი რა ჯეკპოტიც მოიგეს... ხოდა გამახსენდა საბაჩქა. რისი თქმა მინდა: ცნობილია, ქართული „ელიტა“ საუკუნეების მიხედვით ხან და ფრანგულად საუბრობდა და ხან რუსულად. რაიკომის მდივნის შვილები პაგალოვნად რუსულ სკოლებში დადიოდნენ... მოკლედ ყველამ ხომ უნდა ნახოს რუსეთიდან ჯეკპოტი გეწვია და ა.შ. ქართული კუდაბზიკობა — რაიონულ ტელევიზიაში ხსოვნაში გაჟღერებული ფრაზა „მოსკოვიდან დაგტირის შენი შვილი ...
Comments
კომენტარი