დღის ქვიზი (სკრეჩი)
კითხვა:
მოცემული კოდის შესრულებისას რა მოხდება თუ თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთს (Oscar)?
ა) გაქრება ბოძი
ბ) ნაგავი (Trash) ჩავარდება სანაგვე ყუთში
გ) კოსტუმი გაიცვლება oscar2-ზე
დ) კოსტუმი გაიცვლება oscar1-ზე
:: განმარტება |
ამ კოდით თუ თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთს, სანაგვე ყუთის თავსახური აიწევა.
დასაწყისში შენ ხედავ, რომ კოდში გამოყენებულია მოვლენის Events ბლოკი დროშაზე დაჭერისას when clicker. ანუ კოდის შესრულება დროშაზე დაჭერის შემდეგ ზევიდან ქვევით დაიწყება
დროშაზე დაჭერის შემდეგ ნებისმიერი კოსტუმი oscar1-ზე გადაერთვება switch costume to.
ეს ბლოკი გარეგნობა Looks ჯგუფის ბლოკია. შედეგად ეკრანზე გამოჩნდება სანაგვე ყუთის თავდახურული ვერსია.
იმისთვის რომ თაგვის კურსორის მოძრაობის მიხედვით რაიმე მოქმედება შევძლოთ, კოდში გამოყენებულია ეხება touching ბლოკი სენსორების sensing ჯგუფიდან
ანუ როცა თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთის oskar სპრაიტს, ამუშავდება if-else ბლოკი. ეს იმიტომ ხდება, რომ ეხება touching ბლოკი განთავსებულია if-else პირობის ბლოკში. if-else ბლოკის ნახვა მართვა control ჯგუფში შეგიძლია.ამ ბლოკის დახმარებით თუ თაგვი შეეხება სანაგვე ყუთის სპრიტს oscar, მაშინ oscar1 კოსტუმი შეიცვლება oscar2 კოსტუმით. დააკვირდით კოდის ამ ნაწილს
მაგრამ თუ თაგვის კურსორი მოსცილდება სანაგვე ყუთის სპრაიტს, შესრულდება else-if ბლოკის მორე ნაწილი:
და კოსტუმი კვლავ oscar1 ზე შეიცვლება. შემდეგ სურათზე დააკვირდით კოსტუმებს oscar1 და oscar2:
ამ კოსტუმების მონაცვლეობით იქმნება სანაგვე ყუთის თავის ახდის და დაფარების იმიტაცია. დამეთანხმეთ, საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ ამ ყველაფერმა მართლაც ეფექტურად რომ იმუშაოს საჭიროა ეს ყველაფერი მოთავსებული იყოს ბლოკში მუდმივად Forever. დასახელებიდან ჩანს რომ ის მუდმივად სრულდება
ამ ბლოკის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ეს კოდი სწორად შესრულდეს.
დასკვნა: კოდში გამოყენებულია მოვლენის, გარეგნობის, მართვის და სენორის ბლოკები. კოდის მუშაობა დროშაზე დაჭერის შემდეგ იწყება. როგორც კი თაგვის კურსორი სანაგვე ურნის თავდახურულ სპრაიტს შეეხება, კოსტუმი შეცვლება სანაგვე ურნის თავახდილი კოსტუმი oscar2-ით
მაშ ასე, კითხვაზე: მოცემული კოდის შესრულებისას რა მოხდება თუ თაგვის კურსორი შეეხება სანაგვე ყუთს (Oscar)?
ა) გაქრება ბოძი
ბ) ნაგავი (Trash) ჩავარდება სანაგვე ყუთში
გ) კოსტუმი გაიცვლება oscar2-ზე
დ) კოსტუმი გაიცვლება oscar1-ზე
სწორი პაუხია
გ) კოსტუმი გაიცვლება oscar2-ზე
შემდეგ გიფზე ნახეთ კოდი მოქმედებაში
თუ ხართ მოსწავლე და გინდათ ისწავლოთ სკრეჩით პროგრამირება და ჰარვარდის სერტიფიკატიც კი უფასოდ აიღოთ, დარეგისტრირდით სკრეჩის ტრენინგებზე.
მასწავლებლებს კი შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური სასწავლო პლატფორმით მთელი კლასისთვის, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო რესურსი. მოსწავლეთა დავალებებს ხელოვნური ინტელექტი გაასწორებს. თებერვალში რეგისტრაციის ღირებულება 50 ლარია.
Comments
Post a Comment