ათასწლეულის გამოწვევის ფოდი - საქართველოს ორგანიზებით, უკვე მეხუთედ, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული გუნდი აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. 20 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა წლების ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც მოეწყო. ,,კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, რადგანაც ფონდისთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით პრიორიტეტულია,“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, კონკურსის მთავარი მიზანია, ახალგაზრდები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი დაინტერესების გზით, 21-ე საუკუნის ნაწილად აქციოს. კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის და საქართველოს მთავრობების...