ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი
ათასწლეულის
გამოწვევის ფოდი - საქართველოს ორგანიზებით, უკვე მეხუთედ, ათასწლეულის
ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული გუნდი აშშ-ში
გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო
პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
20 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართა, სადაც წინა წლების
ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც მოეწყო.
,,კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში
ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, რადგანაც ფონდისთვის
ადამიანური კაპიტალის განვითარება საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით
პრიორიტეტულია,“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა
დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს
უილსონის განცხადებით, კონკურსის მთავარი მიზანია, ახალგაზრდები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი დაინტერესების გზით, 21-ე საუკუნის
ნაწილად აქციოს.
კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას
ესწრებოდნენ აშშ-ის და საქართველოს მთავრობების, საქართველოს განათლების
სფეროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანანმანათლებლო და დონორი
ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ნინო ხუნძაყიშვილმა, რომლის პროექტიც
,,რობოტი ლაბორანტი“ 2017-2018 წლის კონკურსის გამარჯვებულია, აღნიშნა,
რომ პროექტზე მუშაობამ მის გუნდს დიდი გამოცდილება მისცა, NASA-ში წასვლა
კი მისი ახდენილი ოცნებაა.
ჯამში, კონკურსში მონაწილება აქვს მიღებული
300-მდე გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს საქართველოდან. ათასწლეულის
ინოვაციის კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის
ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის
მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სფეროში, ახალ მიღწევებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის
გამოწვევის ფონდის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით
2014 წლიდან ხორციელდება. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის
უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. წელს, კონკურსის პარტნიორია
თიბისი.
მონაწილეობის მისაღებად შევსებული აპლიკაცია MS Word ფორმატში უნდა გადმოგზავნოთ ელ ფოსტაზე: mia@mcageorgia.ge
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 დეკემბერი, 2018.
წყარო:
გვერდი ფეისბუკზე
იმედის სიუჟეტი
ვიდეო
Comments
Post a Comment