Posts

Showing posts matching the search for კვერცხები

გუგლის ხრიკები

Image
ვიცი, რომ იცით, გუგლი – ინტერნეტში უდიდესი საძიებო სისტემაა. მაგრამ ახლა იმ ხასიათზე ვარ, გიჩვენოთ გუგლის დაფარული ხრიკები, ის რაც ბევრმა არ იცის. ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მე ბევრი არ ვიცი. თანაც დღეს მხოლოდ 5 ზე მოგიყვებით. ასევე საინტერესოა ისეთი სახალისო თემები, როგორციაა დოდლები (როცა გუგლის ლოგო ანიმაციით იცვლება რაიმე ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით. წელს გუგლმა პირველად მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე), ასევე კონვერტერები ( ნახეთ ჩემი პოსტი ) და სხვა ნაკლებადცნობილი ინსტრუმენტები. ზოგადად პროგრამირებაში არსებობს ტერმინი სააღდგომო კვერცხები, რაც გულისხმობს პროგრამის არადოკუმენტირებულ (რომელიც ფუნქციის აღწერაში მითითებული არაა) საშუალებებს. ასეთი საშუალებები მრავალნაირია. (ვთქვათ, კოდის გარკვეულ ნაწილში გადასვლის მარტივი გზა). ერთერთი ვარიანტი არის სააღდგომო კვერცხები. ასეთი კვერცხების აღმოჩენა მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს და მიუთითებს, რომ ეს აჩქარიკა, თავტლოპინა მოღუშული არსებები ცხოვრებაში საკამოდ კაი ტიპები არიან. (ვაპრავებ :) ხოდა ასე: გუგლის ეს თამაშები მ...

ისწავლე შენებურად — განათლების AI ტრანსფორმაცია

Image
  გუგულის კვერცხები ჩემი საყვარელი რუბრიკაა ამ ბლოგზე. დიდი ხანია არაფერი დამიწერია მაგრამ დღეს განსაკუთრებული შემთხვევა მაქვს. თანაც 2.  პირველი: ისწავლე შენებურად არის პლატფორმა, რომელიც იმის ფონზე, რაც ხდება ქართულ საგანმანათლობლო სივრცეში შეიძლება გამოსავალიც კი გახდეს. ინდივიდუალური სწავლება ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო და აქტუალობა არასდროს დაუკარგავს. როცა სამინისტრო რაიმე ახალ პროეტზე იწყებდა საუბარს, სულ ჩასაფრებული ვიყავი, აბა დიფერენცირებული სწავლება, აბა მოსწავლის ინდივიდუალურ უნარებზე და ინტერესზე მორგებული გაკვეთილი და ა.შ. ხოდა სწორედ მსგავსი რამე გამოდის გუგლის ეს იდეა. მეორე: ეს ვიდეო მთლიანად მომზადებულია  notebooklm საიტის დახამრებით. მე მხოლოდ გუგლის ბლოგის სტატიის ბმული მივეცი და ვთხოვე ვიდეო მოემზადებინა. მაქს 2 წუთი დასჭირდა :) ერთი კითხვაც კი არ დამისვა :)  ბარემ ნახეთ ვიდეო ისწავლე შენებურად არის გუგლის ახა ლი პლატფორმა პერსონალიზებული სწავლისთვის გსურთ ახალი უნარის შესწავლა ან არსებული ცოდნის გაღრმავება, მაგრამ ვერ ახერხებთ ჩაძირვას...

დღეს გუგლი 20 წლის გახდა

Image
  იყო და არა იყო რა... გუგლზე უკეთესი რა იქნებოდა, ხოდა 1998 წლის 27 სექტემბერი იყო, როცა სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა Ph.D სტუდენტმა  ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ინტერნეტ სამყაროს გუგლი წარმოუდინეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ გუგლი ოფიციურად 1998 წლის 4 სექტემბერს უკვე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ უკვე ათეული წლებია, კომპანია თავის დაბადების დღეს 27 სექტემბერს აღნიშნავს... დღეს გუგლი 20 წლის გახდა. გარდა იმისა, რომ გუგლი შეუცვლელია, როგორც საძიებო სისტემა, მე ძალიან მართობს გუგლის სააღდგომო კვერცხები ,   ზევით კი დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი დუდლი შეგიძლიათ ნახოთ... შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ ქუჩის დათვალიერების რეჟიმში ესტუმროთ იმ ფარეხის, სადაც პირველი ოფისი იყო განთავსებული.  (აბა ველოსიპედს თუ იპოვით... ან კოლხურ სუროს) ფარეხი მენლო პარკშია განთავსებული და სიუზან ვოიციკს ეკუთვნის. ის სპეცაიალურად იმ მგომარეობაში მოიყვანეს, როგორც იყო 1998 წელს. აქ 90იანი წლების უამრევი გაჯეტია თავმოყრილი  (ამერიკისთვის დამახასიათებელი, კერასინკას ნუ ეძებთ ;) აუცილე...

სერიიდან: გუგულის კვერცხები Google Keep

Image
დღევანდელი პოსტი გუგულის ახალ კვერცხს ეძღვენება სახელწოდებით   Google Keep ანუ გუგლის ჩანიშვნები. ძალიან არ მინდა პირველივე აბზაცში კონკურენციაზე  და ა.შ. ვწერო, მაგრამ, ფაქტია ამ ვიჯეტის ანალოგი მაიკროსოფტის ვანნოუთია. თუმცა ვანნოუთი ჩემთვის პირველ რიგში მაინც დესკტოპ აპლიკაცია, ამიტომ თუ თანაბარ პირობებში შედარებაზე გექნებათ პრეტენზია (სამართლიანი), მაშინ Office Online ის OneNote ფუნქციები უნდა  შევადაროთ. შედარება სხვა დროისთვის, ახლა კი ისევ Google Keep დავუბრუნდეთ: გუგლის ჩანიშვნების დახმარებით შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ჩანიშვნები და გაუზიაროთ სხვებს. ვინაიდან გულის ჩანიშვნების სინქრონიზაცია ხდება Google-თან, თქვენ და თქვენს მიერ არჩეულ მომხმარებელებს ამ ჩანიშვნებზე წვდომა ექნებათ ყველა სახის დევაისიდან: ანდოიდის ტელეფონი, პლანშეტი,  Android Wear, დესკტოპი ქრომით და სხვა ბრაუზერებიდან. Google Keep ამ დროისთვის საშუალებას გაძლევთ თქვენს თავში არსებული :) სხვადასხვა სახის ჩანიშვნები გადაიტანოთ არა სტიკერებზე, არამედ ინტერნეტში ტექსტის, ხმოვანი შეტყობინ...

გუგულის კვერცხები

Image
ერთი წუთით, სულ ერთი წუთით წარმოიდგინეთ სამყარო გუგლის გარეშე, არადა ასეთი სამყარო ძალიან ახლო წარსულში არსებობდა. ეს ახლაა წარმოუდგენელი ჩვენი ცხოვრება ინტერნეტის ან ფეისბუკის გარეშე, თორემ, ვთქვათ ფეისბუკი 20 წლისაც არააა ჯერ და გუგლი კიდევ 24-საა.  არც არაფერი მითქვია იუთუბის დიზაინის ცვლილებაზე, ეგ ხომ მარტივია. დიახ უფრო ლამაზია, მაგრამ მარტივი ამოცანაა. თუმცა დღეისთვისაა მარტივი ამოცანა, თორემ, მე როცა ვებ გვერდებს ვაკეთებდი, ქართული შრიფტის განთავსება მიწევდა საიტის პირველ გვერდზე.... და მაშინ ამ მომრგვალებულ დიზაინზე ვერც ვიოცნებებდი. დღეს კი მინდა შემოგთავაზოთ გუგლის ძებნა 2022 წლისთვის, რომელიც ასევე ძალიან მალე ისეთივე უმნიშვნელო მოვლენა იქნება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც იუთუბში დიზაინის ცვლილება, თუმცა ამ ბლოგზე, სადაც გუგულის კვერცხებს წლიდან წლამდე დავაგორებდი, ერთი პოსტი ნამდვილად უნდა მიეძღვნას კიდომ