-->

ბრაუზერები რომ ქალები იყვნენ





წარმოიდგინეთ, რომ ბრაუზერი, რომელსაც თქვენ იყენებთ ქალია... როგორი იქნებოდა ის, რა ხასიათი ექნებოდა, რა ფერის თმა და ა.შ.


ჩვენ მოვიძიეთ სახალისო ინფორმაცია თუ როგორ ქალებად წარმოიდგენენ ინერნეტის მომხმარებლები ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ ბრაუზერებს.

Opera Browser-ს წარმატებულ, ძალიან ჭკვიან და მორცხვ ქალად წარმოიდგენენ, რომესაც წითელი თმები აქვს. თუმცა თუ ვინმე დაუმეგობრდა მას, ის ნებისმიერ წუთს დაეხმარება ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში. ის გაიხსნება და მის უამრავ შესაძლებლობას აღმოაჩენთ, რომელსაც აქამდე ვერც კი წარმოიდგენდით: სწრაფი და მოქნილი სპორსტმენია, ამავე დროს სიმპატიური და დამჯერი.

Safari ქალია, რომელსაც დროს ტარება უყვარს და საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას არ აქცევს. მიიჩნევს, რომ ვეგეტარიანელობა და სპორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გლამურული სილამაზე. არ უსმენს, როცა მას აკრიტიკებენ, არ სურს საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორება და ასევე აქვს უამრავი სტერეოტიპი და გაფრთხილება, რის გამოც დიდი ხანი ბევრი ვერ იტანს. უყვარს ვაშლები.

Internet Explorer. ადრე ძალიან უშნო, მოუწესრიგებელი, უჟმური და შეუხედავი იყო, რის გამოც ის დროთა განმავლობაში დაივიწყეს.

თუმცა ის დაუღალავად ცდილობდა ეშრომა, ესწავლა და ემუშავა საკუთარ შეცდომებზე. გარკვეული დროის შემდეგ კი ის ნამდვილი ლამაზმანი გახდა. იცის როგორ უნდა გაშიშვლდეს და შიშველ მდგომარეობაში შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა მის ძველ იერთან დაკავშირებული მოგონებების გამო ბევრი გაურბის მასთან ურთიერთობას.

წითური Mozilla FireFox ოდესღაც საუკეთესო იყო ჯგუფში: ხუთოსანი, სიმპატიური, კომუნიკაბელური და ყველამხრივ განვითარებული. თუმცა დროთა განმავლობაში მან წონაში მოიმატა, რაღაცეებს ვერ ხვდებოდა და მოკლედ ყურადღებამაც იკლო, მაგრამ ის მაინც ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს, რომ არ დაივიწყონ. მიუხედავად ბევრი კარგი თვისებისა, ზოგჯერ ადამიანები მას თავს არიდებენ.

Google Chrome ერთ დროს საყვარელი, მაგრამ ძალიან ახირებული გოგონა იყო და ბევრი პატიობდა მას, რადგან იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ასაკის ზრდასთან ერთად დებს ემსგავსებოდა. როგორც კი სრულწოლოვანი გახდა გაიფურჩქნა და ნამდვილი ქალი დადგა: საყვარელი, კეთილი, კომუნიკაბელური, მომხიბვლელი, განათლებული და უბრალოდ ყოჩაღი. მას პრაქტიკულად არ აქვს ნაკლოვანებები.

თქვენ რომელმა გოგონამ მოგხიბლათ? :)


ამავე ტემაზე შეგიძლიათ ნახოთ

 

0 კომენტარი :

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით