ისტ საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის.
ისტ საბაზო კურსი
პედაგოგებისთვის
კურსის მიზანი
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ესგ მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.
კურსის ხანგრძლივობა
კურსის სრული ხანგრძლივობაა 8 სამსაათიანი ტრენინგი. სულ 24 საათი
მეთოდები
აქტიური ლექცია, DP-P-IP -- დემონსტრირება-მართული პრაქტიკა, დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ. ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური, წყვილები, ჯგუფური მუშაობა.
პროგრამული უზრუნველყოფა
MS
Windows XP-7-8, MS-Office 2010 (2013, 2007), OpenOffice, Google Chrome, VUE,
gmail.com, ინსტრუმენტები (საძიებო სისტემა, ელ-ფოსტა).
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი.
სერტიფიცირების პირობები: მინიმუმ 6 ტრენინგ დღეზე დასწრება;
ტრენინგის პროგრამა
დღე I. შესავალი. 3 სთ
- კურისი მონაწილეთა გაცნობა, კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.
- აქტიური ლექცია, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები (10 წთ.)
- მინი-დისკუსია „რისთვის გვჭირდება კომპიუტერი“ (10 წთ.)
- აქტიური ლექცია პრეზენტაციის გამოყენებით „რა არის კომპიუტერი.“ (10 წთ.)
- კომპიუტერი მოწყობილობების მიმოხილვა (15 წთ.)
- პრაქტიკული მუშაობა: თაგვის ტრენაჟორი --(20წთ.)
- თაგვის პრაქტიკული გამოყენება (20 წთ.)
- კლავიატურის მიმოხილვა (20 წთ.)
- პრაქტიკული მუშაობა კლავიატურასთან (45 წთ.)
- ტრენინგ-დღის დახურვა
- საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)
- შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
დღე II. ტექსტური რედაქტორი. 3 სთ
- ტრენინგ დღის გახსნა.
- მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ–დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
- მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.)
- სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ.)
- ტექსტური რედაქტორის (Word/Writer) ზოგადი მიმოხილვა.
- აქტიური ლექცია ტექსტური რედაქტორის არსის და შესაძლებლობების შესახებ PP პრეზენტაციის გამოყენებით (10 წთ.)
- (D-GP-IP): ტექსტურ რედაქტორში მუშაობა. ტექსტის შეტანა, მონიშვნა, ტექსტისა და აბზაცების დაფორმატება (60 წთ.)
- პრაქტიკული სავარჯიშო, სახელმძღვანელოში მითითებული განცხადების ნიმუშის შეტანა/რედაქტირება (45 წთ.)
- აქტიური ლექცია - სასწავლო ტესტის შედგენის მეთოდიკა, ტესტის შედგენის ძირითადი საფეხურები PP პრეზენატიის გამოყენებით (15 წთ.)
- ტრენინგ–დღის დახურვა.
- საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)
- შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
დღე III. ტექსტურ რედაქტორში მუშაობა (გაგრძელება) ფაილები და საქაღალდეები . 3 სთ
- ტრენინგ დღის გახსნა.
- მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ–დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.) საშინაო დავალების მიმოხილვა (5 წთ).
- მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.)
- სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ).
- ტექსტური რედაქტორი Word-ი , (D-GP-IP) ტექსტის ფორმატირების საშუალებები, ტექსტის ფრაგმენტის ამოჭრა და კოპირება, ტექსტის შენახვა, შენახული დოკუმენტის გახსნა, ახალი დოკუმენტის შექმნა (40 წთ)
- პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება სახელმძღვანელოს მიხედვით (25 წთ)
- აქტიური ლექცია ფაილების და საქაღალდეების შესახებ.
- (D-GP-IP) მოქმედებები ფაილებზე და საქაღალადეებზე (მონიშვნა, გადატანა, სახელის გადარქმევა, წაშლა, აღდგენა) (20წთ.)
- პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება სახელმძღვანელოს მიხედვით (20 წთ.)
- აქტიური ლექცია ფაილის ტიპები (docx, doc, odt, pdf)
- პრაქტიკული მუშაობა (20 წთ.)
- ტრენინგ-დღის დახურვა.
- საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)
- შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
დღე IV. ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისათვის
- ტრენინგ-დღის გახსნა.
- მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10წთ.)
- მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5წთ.)
- საშინაო დავალების მიმოხილვა (10წთ.)
- სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5წთ.)
- ინტერნეტის გამოყენება პროფესიული მიზნებისთვის.
- მინი-დისკუსია „რისთვის გვჭირდება ინტერნეტი“ (5 წთ.)
- აქტიური ლექცია პრეზენტაციის გამოყენებით „რა არის ინტერნეტი“ (10 წთ).
- D-GP-IP ინტერნეტ-ბრაუზერები, ვებ-გვერდის სტრუქტურა, ნავიგაცია, სამისამართო სისტემა (20 წუთი)
- საგანმანათლებლო რესურსები ინტერნეტში
- პრაქტიკული მუშაობა (40 წთ)
- საძიებო სერვისი
- ძიება სიტყვის, სიტყვათა ერთობლიობის, ენის მიხედვით (10 წუთი)
- D-GP-IP-ინტერნეტიდან ტექსტური და მედია-ელემენტების გადმოწერა კომპიუტერში (10 წთ.)
- პრაქტიკული მუშაობა (25 წთ)
- ტრენინგ-დღის დახურვა
- საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)
- შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
დღე V. ელექტრონული ფოსტა
- ტრენინგ დღის გახსნა.
- მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა(10წთ.)
- მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5წთ.)
- საშინაო დავალების მიმოხილვა (10წთ.)
- სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5წთ.)
- ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში (გაგრძელება).
- D-GP-IP სასწავლო/მეთოდური მასალების ძიება LEMILL-ში (15 წთ.)
- პრაქტიკული მუშაობა (15წთ.)
- D-GP-IP - PDF ფაილებთან მუშაობა (10 წთ.)
- პრაქტიკული მუშაობა (10წთ.)
- ელექტრონული ფოსტის გაცნობა.
- რა არის ელ. ფოსტა; როგორ გავიაროთ რეგისტრაცია (20 წთ.)
- წერილების გაგზავნა/მიღება; წერილზე დოკუმენტის მიმაგრება (15 წთ.)
- პრაქტიკული სამუშაო.(35 წთ.)
- შემაჯამებელი დისკუსია „როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს პროფესიული მიზნებისთვის“ (10 წთ.)
- ტრენინგ-დღის დახურვა
- საშინაო დავალების მიცემა (5 წთ)
- შეფასების ბარათების შევსება (10წთ)
დღე VI. ტექსტური რედაქტორი (გაგრძელება)
- ტრენინგ დღის გახსნა
- მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ–დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
- საშინაო დავალების მიმოხილვა (5 წთ).
- მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.)
- სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ.)
- D-GP-IP დოკუმენტში გრაფიკული ობიექტების ჩასმა (60წთ.)
- ცხრილებთან მუშაობა
- აქტიური ლექცია-ცხრილები (5 წთ.)
- D-GP-IP დოკუმენტში ცხრილის ჩასმა, მისი რედაქტირება, წაშლა. (60წთ.)
- ტრენინგ-დღის დახურვა
- საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)
- შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
დღე VII. ელექტრონული ცხრილები
მონაცემების შეტანა ელექტრონულ ცხრილებში. მონაცემების რედაქტირება
- ტრენინგ დღის გახსნა.
- მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ–დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
- საშინაო დავალების მიმოხილვა (5 წთ).
- მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.)
- სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ)
- D-GP-IP ბეჭდვის პარამეტრები: ბეჭდვის წინასწარი დათვალიერება, მინდვრის დაყენება, ფურცლის ორიენტაცია, გვერდების გადანომვრა (35 წთ).
- აქტიური ლექცია - ელექტრონული ცხრილები
- D-GP-IP პროგრამის გაშვება, მისამართის ცნება, მონაცემების შეტანა, რედაქტირება. (90 წთ.)
- ტრენინგ-დღის დახურვა.
- საშინაო დავალების მიცემა (5 წთ)
- შეფასების ბარათების შევსება (10 წთ)
დღე VIII. ციფრული მეხსიერება
- ტრენინგ დღის გახსნა.
- მისალმება. წინა ტრენინგის გახსენება და ტრენინგ–დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
- საშინაო დავალების მიმოხილვა (5 წთ.)
- მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.)
- სახელმძღვანელოში მითითებული კითხვარის შევსება (5 წთ.)
- აქტიური ლექცია - ინფორმაციის მატარებლები (10 წთ.)
- D-GP-IP ინფორმაციის მატარებლებზე (დისკები, ფლეშ-მეხსიერება) მუშაობა (20 წთ.)
- პრაქტიკული მუშაობა (60 წთ)
- შეჯამება „რა ვისწავლეთ? რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები?“
- დისკუსია „როგორ გავიღრმავოთ ეს კომპეტენციები მომავალში“ (15 წთ.)
- „მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში“ (15 წთ.)
- კურსის შეფასების კითხვარების შევსება (5 წთ.)
- ტრენინგის დახურვა (5 წთ.)
გისურვებთ წარმატებებს!
Comments
Post a Comment