ნაციონალური დომენები
05 ნოემბერი 2009
მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციას (ICANN) მსოფლიოს ქვეყნების ენები შეაქვს გლობალურ ინტერნეტში
სეული: პირველი დონის ინტერნეტ მისამართები, რომლებიც შეიცავს არალათინურ ასოებს, მალე იქნება ონლაინ რეჟიმში, ICANN-ის მიერ მიღებული ახალი ინტერნაციონალიზებული დომენური სახელების პროგრამის (Fast Track) წყალობით.
”არალათინური ასოების შემოტანა ყველაზე დიდი ტექნიკური ცვლილებაა ინტერნეტში, მისი შექმნის დღიდან”, - განაცხადა ICANN-ის თავმჯდომარემ, პიტერ დენგეიტ თრაშმა. ”მოცემული მომენტისთვის ინტერნეტ მისამართების დაბოლოებები შეზღუდულია ლათინური ასოებით - A-დან Z-მდე; მაგრამ აღნიშნული პროგრამა(Fast Track) არის პირველი ნაბიჯი მსოფლიოს ენების 100 000 ასოს დომენურ სახელებში გამოსაყენებლად”.
”ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე, - ინტერნეტის ინტერნაციონალიზაციისთვის ”, განაცხადა როდ ბექსტრომმა, ICANN-ის პრეზიდენტმა.
IDN (ინტერნაციონალიზებული დომენური სახელები)-ები განხილვის თემა იყო ICANN-ის შექმნამდეც. წლების განმავლობაში ინტენსიური ტექნიკური შემოწმების, დასახული კურსის განვითარების და გლობალური თანამშრომლობის შედეგია აღნიშნული პროგრამის გაშვება.
”პროექტის დაწყების დღიდან ჩვენი მუშაობა IDN-ებზე მიმდინარეობდა უამრავი პროექტის, ტესტისა და მოხალისეთა მიერ წარმოდგენილი აურაცხელი რაოდენობის განვითარების გეგმის ფონზე. დღეს ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს, რათა დაგეგმარებიდან უკვე მოქმედებაზე გადავიდეთ.” განაცხადა ტინა დემმა, ICANN-ის უფროსმა ხელმძღვანელმა IDN-ების საკითხში. ”სწრაფი კურსის (Fast Track) პროცესის დაწყება იქნება განსაცვიფრებელი ცვლილება იმისათვის, რომ ინტერნეტი გახდეს უფრო ღირებული და მოიზიდოს უფრო მეტი მომხმარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით”.
ნაკადული:
http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=110&info_id=7629
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=04-12-2009%2012:30
2009 წლის ოქტომბერში ICANN-მა დაამტკიცა პროგრამა, რომლის ფარგლებში იწყება დომენური სახელების ინტერნაცინალიზაცია.
საქართველოში პროგრამის დანერგვის შედეგად შესაძლებელი გახდება ქართულენოვანი დომენური სახელების გამოყენება.
2009 წლის 4 დეკემბერს კი ეს მოვლენა კურიერში დაანონსდა. მიუხედავად ზოგიერტი მოსპეციალისტო პროფების სკეპტიციზმისა, ვიტყვი, რომ ამ მოვლენას სადმაოდ დიდი რეზონანსი აქვს
Comments
Post a Comment