II დონის ტრენინგების III და IV ჯგუფები
22 მარტიდან დაიწყება II დონის ტრენინგების III და IV ჯგუფების დაკომპლექტება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისათვის. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების უნარჩვევებს საგაკვეთილო პროცესში.
ტრენინგზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯაღირის, ჯგალის, ლეჯოლოხეს, ნაგურუს, ნაკიფუს, ნანჯარუს, ობუჯის, საჩინოს, საკალანდიოს, სამესხიოს, ულურიას, წალენჯიხის 1, მეურნეობის, ზედამაზანდარის, ზღვაიას საჯარო სკოლებმა უნდა მოავლინონ 1 (ერთი) დაწყებითი კლასის პედაგოგი და 1 პედაგოგი საბუნებისმეტყველო კათედრიდან. (სულ 2). დანარჩენი კათედრების თითო პედაგოგი გადამზადდება სხვა თვეებში.
შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმია კომპიუტერის საბაზო უნარების ფლობა.
მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ტესტირება: მასწავლებელმა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია უნდა აკრიფოს ტექსტურ რედაქტორში (Microsoft Word ან Openoffice.org Writer) და შეინახოს ფაილის სახით.
ტრენინგ-კურსის აღწერა
კურსი 39 საათისაგან შედგება, რომელიც 13 სამსაათიან დღედაა დაყოფილი და მოიცავს 4 მოდულს. დაგეგმილია ჩატარდეს კვირაში 3 შეხვედრა: ყოველ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას. პირველი შეხვედრა გაიმართება 25 მარტს წალენჯიხის პირველ საჯარო სკოლაში 9:30 წთ-ზე. მონაწილეები გადანაწილდებიან 2 ჯგუფად. I ჯგუფის ტრენინგი დაიწყება 09:30 საათზე და დამთავრდება 12:30 საათზე. მეორე ჯგუფში ტრენინგი დაიწყება 13:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე. მთელი ტრენინგი დამთავრდება 20 აპრილს. მიაქციეთ ყურადღება რომ შერჩეული პედაგოგები აღნიშნულ საათებზე და დღეებში თავისუფალი უნდა იყვნენ. ტრენინგის მონაწილეეებს გადაეცემათ სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია თითოეული ტრენინგ დღის სილაბუსი და დეტალური ინსტრუქციები.
გაიცემა სერიფიკატი.
იხილეთ სავარაუდო გრაფიკი

Comments
Post a Comment