youtube -დან სიმღერის გადმოწერა
კიდევ სხვა პოსტში მე შევეხე youtube-დან კლიპის გადმოწერას. ახლა კი მხოლოდ მუსიკა (მხლოდ ხმა) გადმოვწეროთ. ისევ ჩვენი ნაცნობი (და ჩემი საყვარელი) კლიპის გადმოწერა ვცადოთ: ანუ გადმოსაწერი კლიპის მისამართია http://www.youtube.com/watch?v=ay_fw54W2Fg
1. უნდა გახსნათ www.youtube.com;
2. მოძებნოთ სასურველი კლიპი;
3. მონიშნოთ კლიპის მისამართი; (გალურჯდება) (იხ, სურათზე 1 მოქმედება)
4. მონიშნულ ფონზე, ან ტექსტზე დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით;
5. მიღებულ ფანჯარაში დააჭირეთ Copy (2).
ადვილი მისახვედრია, რომ
1. წითელი ფერით მონიშნულ ველში (1) დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. ტექსტი უნდა მოინიშნოს, ანუ ლურჯ ფონზე თეთრი ასოებით უნდა ეწეროს. გადადით მე-3 პუნქტზე;
2. თუ ტექსტი ლურჯ ფონზე თეთრად არ წერია, ანუ მონიშნული არა, წაშალეთ არსებული ტექსტი;
3. თაგვის მარჯვენა კლავიშით დააჭირეთ იმავე ფანჯარაში;
4. მიღებულ ფანჯარაში დააჭირეთ Paste წარწერას (2)
ამის შემდეგ, როგორც სურათზეა ნაჩვენები, დააჭირეთ ღილაკს (1) ვიდეოს კონვერტაცია.
მიიღებთ შედეგ სურათს:
ამ გვერდზე ნახავთ კონვერტაციის შედეგს: რომ მოხდა ვიდეოს გარდაქმნა MP3-ად. შემდეგ ხაზზე წერია კლიპის დასახელება, შემდეგ ხაზზე კლიპის ხანგრძლივობა, ხოლო შემეგ ხაზზე არის ჩვენი სანატრელი ღილაკი ჩამოტვირთვა. ხოდა დააჭირეთ ჩამოტვირთვას (1).
როგორც ანოტაციიდან ვგებულობთ, ონლაინ პროგრამა არ არის დამოკიდებული კომპიუტერის პლატფორმაზე. თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება Mac, Linux, PC და თვით iPhone-ზეც კი. ყველა კონვერტაცია არის მაღალი ხარისხის ფორმატში და ხარისხის მინიმუმი 128 kBit-ია. სერვისი სრულებით უფასოა.
ასე მარტივადაა ყველაფერი. ოღონდ,
მეც მიყვარს კარგი და ხარისხიანი მუსიკა, ამიტომ საყვარლობები მეც გამიზიარეთ ხოლმე :)
Comments
Post a Comment