მეორე დონის ტრენინგები ჩხოროწყუში
26 ოქტომბერს (სამშაბათს) 13:00საათზე ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლაში დაიწყება
მეორე დონის ტრენინგები თემაზე "ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სკოლაში". მიაქციეთ ყურადღება რომ ტრენინგზე არ გამოაგზავნოთ შემდეგი
პედაგოგები
- ტექპერსონალი;
- პედაგოგი, რომელმაც უკვე გაიარა მეორე დონის ტრენინგი;
- პედაგოგი, რომელიც დადის ბუკების ტრენინგზე.
(კიდევ ერთხელ დაჟინებით გთხოვთ, გადაამოწმოთ ზემოთაღნიშნული სამივე კატეგორია)
ტრენინგების მეორე დონის კურსი 40 საათიანი. თითო ტრენინგი გრძელდება 3
საათი. სულ ჩატარდება 13 შეხვედრა. ტრენინგები ჩატარდება ორ ჯგუფად.
დილის ჯგუფი იმუშავებს 12:00 დან 15:00–მდე. მეორე ჯგუფი კი 15:00–დან
18:00–მდე. შეხვედრები იქნება დღეგამოშვებით შაბათ–კვირის ჩათვლით.
ტრენინგები ყველა ჯგუფისთვის დამთავრდება ნოემბერში.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ტექსტების აკრეფა და გაფორმება,
- ცხრილების (შეფასების რუბრიკების) შექმნა,
- სურათის ჩასმა.
- ელექტრონული ცხრილები.
- ელექტრონული პრეზენტაციების შექმნა და წარმართვა.
- გაკვეთილის გეგმების და პროექტების შედგენა.
- ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტებში ჩასმა.
- ინტერნეტში დოკუმენტების განთავსება.
- ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.
მსმენელებს დაურგდებათ სახელმძღავნელო და დისკი
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ სერტიფიკატს, რომელსაც
გააჩნია ერთი კრედიტქულის ღირებულება. ტრენინგებს ატარებს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგები უფასოა
დამატებითი ინფორმაცია ნახეთ ბლოგზე datomalania.blogspot.com
Comments
Post a Comment