ბიოლოგია საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა


საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა


                                             ჩონჩხი
ადმიანის ჩონჩხი შედგება 200-ზე მეტი ძვლისგან და მათი შეერთებებისგან. ისინი ასრულებენ საყრდენ და დამცველობით ფუნქციას. ჩონჩხს რეფლექსურად ამოძრავებს მასზე მიმაგრებულიუ კუნთები და უზრუნველყოფს მათ მამოძრავებელ ფუნქციას. ძვლები მონაწილეობენ მინერალურ ცვლაში, ძვლის წითელი ტვინი წარმოადგენს სისხლმბად ორგანოს, ძვლის ყვითელი ტვინი-სამარაგო ნივთიერებას.

                                                ძვლის აგებულება
ძვლების წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს ქსოვილების რამდენიმე სახე. მის შემადგენლობაში შედის ორგანული ნივთიერებები (ცილები-ოსეინი და ოსეომუკოიდი) და არაორგანული ნივთიერებები (ზირითადად კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის მარილები). ორგანული ნივთიერებები ძვალს ანიჭებენ ელასტიურობას და მოქნილობას, მინერალური-სიმაგრეს. ასაკთან ერთად არაორგანული ნივთიერებების რაოდენობა ძვლებში იზრდება).
მორფოლოგიურად ძვლოვანი ქსოვილი წარმოდგენილია ძვლოვანი უჯრედებით (ოსტეოკლასტები) მრავალი მორჩითდა უჯრედშორისი ნივთიერებით, რომლის შემადგენლობაში შედის კოლაგენის ბოჭკოები და მინერალიზებული ამორფული ნივთიერება. ახალდაბადებულებს გააჩნია უხეშბოჭკოვანი ძვლოვანი ქსოვილი (მსხვილი, უხეში კოლაგენის ბოჭკოები მიდიან სხვადასხვა მიმართულებით უჯრედშორის სივრცეში.)ორგანიზმის ზრდასთან ერთად უხეშბოჭკოვანი ქსოვილი იცვლება ფირფიტოვანით, რომელიც შედგება ფირფიტებისგან (თხელი, პარალელურად განლაგებული კოლაგენის ბოჭკოები, უჯრედები და უჯერშორისი ნივთიერება).
            ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურული ერთეულია ოსტეონი (ძვლოვანი ფირფიტების სისტემა, რომლებივ კონცენტრირებულია სისხლძარღვების და ნერვების შემცველი ძვლოვანი არხის გარშემო). ოსტეონებს შორის სივრცე შევსებულია ჩართული ფირფიტებით. ოსტეონების და ჩართული ფირფიტებისგანაა წარმოქმნილი ხარიხები. თუ ხარიხები ახლო-ახლოა ერთმანეთთან განლაგებული, წარმოიქმნება ძვლის კომპაქტური ნივთიერება, თუ მათ შორის სივრცეა- ღრუბლისებური ნივთიერება.
                                          ძვალი-როგორც ორგანო. ძვლების სახეები
            განვიხილოთ ძვლის აგებულება გრძელი ძვლის მაგალითზე. იგი შედგება შუა ნაწილის-ძვლის სხეულისგან ანუ დიაფიზისგან და ორი გაფართოებული ბოლოსგან-ეპიფიზისგან. დიაფიზის ცენტრში არის ძვლის ყვითელი ტვინით  ამოვსებული არხი. ეპიფიზსა და დიაფიზს შორის არის ხრტილოვანი შრე, მისი უჯრედები იყოფა და ძვალი სიგრძეში იზრდება.
            დიაფიზი წარმოქმნილია კომპაქტური ნივთიერებით და გარედან დაფარულია ძვლისსაზრდელათი-შემაერთებელქსოვილოვანი შრით, რომელშიც გადის მრავალრიცხოვანი სისხლძარღვები და ნერვები. მისი შიდა შრე შედგება ოსტეობლასტებისგან, რომლებიც იყოფა და წარმოქმნიან ძვლოვან ნივთიერებას, რითაც განაპირობებენ ძვლების სისქეში ზრდას, აგრეთვე მოტეხილობებისას ძვლების შეზრდას. ეპიფიზები შედგება ღრუბლისებრი ნივთიერებისგან, ზემოდან დაფარულია სასახსრე ხრტილით. ღრუბლისებრი ნივთიერება ამოვსებულია ძვლის წითელი ტვინით. ძვლებს ზედაპირზე გააჩნია გამონაზარდები, ბორცვაკები, რომლებზეც ემაგრება კუნთები და იოგები.

                                                 ძვლების შეერთების ტიპები
            განასხვავებენ ძვლების მოძრავ, უძრავ და ნახევრადმოძრავ შეერთებას.                                 მოძრავი შეერთება (სახსარი) შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ძვლების სასახსრე ზედაპირები დაფარულია ხრტილით და ფორმით შეესაბამება ერთმანეთს, ძვლები ერთმანეთს იოგებით ემაგრება. სახსარი გარედან დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი სასახსრე ჩანთით, რომელიც ემაგრება სასახსრე ზედაპირს და წარმოქმნის ჰემეტულად ჩაკეტილ სასახსრე ღრუს, რომელიც ამოვსებულია სინოვიალური სითხით. იგი ასველებს სასახსრე ზედაპირებს,უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებას და  ამცირებს ხახუნს. მოძრავი შეერთების მაგალითებია: მხრის, მუხლის, კისრის, სასმენი ძვლების, იდაყვის, ქვედა ყბის  სახსრები. მოძრავადაა შეერთებული აგრეთვე ნეკნები გულმკერდის მალებთან, ხოლო გულმკერდის ძვალს ისინი ხრტილების საშუალებით ნახევრადმოძრავად უერთდებიან. ნახევრადმოძრავია ხერხემლის მალების შეერთება ხრტილოვანი დისკების საშუალებით. თუმცა ხერხემალში ვხვდებით უძრავ შეერთებასაც (გავის მალები). უძრავადაა ერთმანეთთან შეერთებული თავის ქალას ძვლები, გარდა ქვედა ყბისა, მენჯის შეერთება გავასთან.



Comments

  1. მაგარია

    ReplyDelete
  2. მადლობა სრულყოფილი ინფორმაციისათვის❤

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე