რესურსები ბიოლოგიაში სოკოები

ამ ვიდეოში საუბარია სოკოებისა და ბაქტერიების შესახებ

სოკოები (ლათ. Mycetes ანუ Fungi) — ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვიღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.
სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოებიაბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. სოკოებს არ გააჩნიათ ქლოროფილი. ისინი ჰეტეროტროფული ორგანიზმებია, საკვებად ხმარობენ მზა ორგანულ ნივთიერებებს მკვდარი სუბსტრატიდან (საპროფიტები) ან ცოცხალი ორგანიზმებიდან (პარაზიტები). ის, რაც სოკოების სახელწოდებითაა ცნობილი, ნაყოფსხეულია, ვეგეტატიური სხეული კი სუბტრატშია ჩამალული შედგება წვრილი, უმთავრესად თეთრი დატოტვილი ძაფებისაგან, რასაც მიცელიუმი ეწოდება, მიცელიუმის სახელცვლილებები გვხვდება სხვადასხვა ჭიმის ან გამსხვილების სახით, როგორიცაა რიზომორფები, სკლეროციუმები და სხვა.
სოკოები მრავლდებიან სპორებით და ვეგეტატიურად. სპორები თავისი წარმოშობის, ფორმისა და ფერის მიხედვით სხვადასხვანაირია:ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი, უფერული და შეფერილი, ძაფისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი, კვერცხისებრი, სფეროსებრი, ვარსკვლავისებრი და სხვა. ზედაპირი შეიძლება იყოს სადა, ხორკლიანი და სხვა, წარმოშობის მიხედვით — უსქესო და სქესობრივი, ეგზოგენური (გარეგანი) და ენდოგენური (შინაგანი). უსქესო წარმოშობის სპორებია კონიდიოსპორები, სპორანგიოსპორები, ქლამიდოსპორები, ოიდიოსპორები. სქესობწივი წარმოშობისაა ჩანთიანი და ბაზიდიუმიანი სპორები. ვეგეტატიური გამრავლება ხდება მიცელიუმისა და რიზონოტფების ნაგლეჯით, სკლეროციემებით და დაკვირტვით. სოკოები დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანული ნივთიერებათა აქტიური დამშლელებია. მათი მრავალი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს. ზოგი სოკოები სასარგებლოა. მაგ., Penicillium-ს და Aspergillus-ს იყენებენ ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ლიმონმჟავას და სხვათა მისაღებად.საფუარებს ხმარობენ სპირტის გამოხდის, პურის ცხობისა და ლუდის წარმოებაში. ზოგიერთი სოკოები იჭმება. მიცელიუმის აგებულების, გამრავლების ხასიათისა და მთელი რიგი სხვა ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.
სოკოები იყოფა შემდეგ ძირითად კლასებად: I კლასი — ქიტრიდიომიცეტები (Chytridiomycetes), მიცელიუმი ან არ გააჩნიათ, ან სუსტად აქვთ განვითარებული უსქესო გამრავლება ხდება ერთშოლტიანი ზოოსპორებით. სქესობრივი გამრავლება კი სხვადასხვანაირია (იზოგამია, პეტეროგამია, ოოგამია ან პოლოგამია). II კლასი — ოომიცეტები (Oomycetes). კარგად განვითარებული არაუჯრედული მიცელიუმი აქვთ. უსქესო გამრავლება უმრავლესობისათვის ორშოლტიანი ზოოსპორებით ხდება. სქესობრივი პროცესი ოოგამიაა. არსებობს წყლის და ხმელეთის სახეობები. მათ შორის არიან საპროფიტები და ობლიგატური პარაზიტები. III კლასი — ზიგომიცეტები (Zygomycetes). ახასიათებს კარგად განვითარებული არაუჯრედული ან მომწიფებისას უჯრედებად დაყოფილი მიცელიუმი. უსქესო გამრავლება უძრავი სპორანგიოსსპორებით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესი ზიგოგამაა. თითქმის ყველა ეს სოკოები მიწისზედა საპროფიტული სახეობაა, ზოგიერთი კი — მწერების პარაზიტი. IV კლასი — ჩანთიანი სოკოები (Ascomycetes). ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი კლასია. მოიცავს 30 ათასზე მეტ სახეობას. მათ შორის გვხვდება მიკროსკოპული სოკოები და ისეთი სახეობებიც, რომელთა ნაყოფსხეული 20 სმ აღწევს. ახასიათებს მრავალუჯრედიანი ჰაპლოიდური მიცელიუმი. უსქესო გამრავლება კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიქმნება ჩანთები, რომლებშიც ჩვეულებრივ 8 ენდოგენური სპორა ვითარდება. ამ კლასში არის როგორც საპროფიტული, ისე პარაზირული სახეობები. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას. V კლასი — ბაზიდიომიცეტები(Basidiomycetes). ასევე დიდი კლასია. მოიცავს მიკრომიცეტებსაც და მაკრომიცეტებსაც. ახასიათებს მრავალუჯრედიანი მიცელიუმი. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიშობა ეგზოგენური ბაზიდიოსპორები. უსქესო გამრავლება — კონიდიალური ნაყოფიანობა იშვიათად ახასიათებს. აქ შედის როგორც საპროფიტული, ისე პარაზიტული სახეობები. VI კლასი — უსრულო სოკოები ( Deuteromycetes ანუ Fungi imperfecti). მრავალუჯრედიანი მიცელიუმი აქვთ, მაგრამ მათი სქესობრივი ნაყოფიანობა უცნობია. მრავლდებიან მხოლოდ უსქესოდ — კონიდიუმებით. ეს კლასიც ერთ-ერთი უდიდესია, მოიცავს 30 ათასამდე სახეობას, ყველა მიკრომიცეტია. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებას.

წყარო: ვიკიპედია




Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე