ცოცხალი ნოტები, ანუ ვინ მითვალთვალებს

მინდა რომ ჯერ ეს კლიპი ჩართოთ და მერე წაიკითხოთ პოსტი 




ყველას რაღაცის სჯერა


ზოგს ფიცის, (მაგალითი: დედა მომიკვდეს თუ....), მე  —  არა

ზოგსაც გინების  (მაგალითი: ჩემი დედა....), მე  —  არა

ზოგს წეროსი (მაგალითი: ბავშვები წეროს მოყავს....), მე  —  არა

ზოგს კანტის (მაგალითი: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა....), მე  —  არა

ზოგს იმის, რომ იმის, რომ ყველას გვითვალთვალებენ (მაგალითი: დღევანდელი სტატუსი ჩემი მეგობრის კედელზე....), მე  —  არა

მაგრამ 




მეც აქ დავასტოპე, დიახ, სწრაფი სქროლინგის დროს ამ სტატუსს თვალი გადავავლე და ქვევით უნდა გამეგრძელებინა, რომ ისევ ზევით გადავახვიე კედელი. ძალაუნებურად ერთერთ ნახევრამდე წაკითხულ სტატუსს დავუბრუნდი. ყურადღებით რომ წავიკითხე, გავიაზრე რაც ხდებოდა და ახლა მინდა თქვენც გაგიზიაროთ: 

პოსტი ეხებოდა გუგლის ახალ შემოთავაზებას, დოკებში ახალი დამატების (addon) არსებობის შესახებ. მე ხშირად ვკითხულობ იმ ბლოგს, რომელიც მსგავს შემოთავაზებას მიკეთებდა. ანუ ფეისბუკის მხრიდან ესეც არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ გამახსენდა, მე გუშინ მთელი დღე ფეისბუკზე პრეზენტაციებს ვეცნობოდი მაიკროსოფტის ახალი პროდუქტების შესახებ. საღამოს ბლოგზე პოსტიც კი დავდე ნოტების დასაწერ პროგრამაზე

დღეს ისევ მთელი დღე აუდიოინჟინერიის ფეისბუკ გვერდზე სხვადასხვა პროგრამებს ვარჩევდი. 

ანუ გუშინ და დღეს ჩემი პრობლემა მართლაც ხმის დამუშავების პროგრამების განხილვა იყო და სწორედაც რომ ნებიმიერი შემოთავაზება ამ სფეროში სარფიანი მარკეტინგული სვლა შეიძლება ყოფილიყო.

ჩავწვდით?

რავი, „რეგისტრაცია უფასოა და ყოველთვის ასე იქნება“. განმცხადებლის მრავალი მილიარდი ადასტურებს, რომ არაჩვეულებრივიად მომუშავე რეკლამაა.  (ერთერთი უხელფასოდ მომუშავე მინისტრისა არ იყოს). მუშაობს რა გინდა....

ხო, რეკლამა მუშაობს... (მინისტრი არ მიგულისხმია)

აქამდე გუგლი მთხოვდა პერსონალურ ინფორმაციას და ჩემს თანხმობას არც კი ელოდებოდა, ისე მიაპროწიალებდა, ახლა კი ფეისბუკმა გამოიჩინა თავი. თან უნდა ითქვას ცხრიანში მოარტყა: 

მე ეგ დამატება  (Addons) დავამატე ჩემთან და მოვსინჯე კიდევაც. ბლოგზეც ჩავასწორე მაიკროსოფტის პოსტი.... მოკლედ რასაც ფაცე ელოდა მაგაზე მეტი გავაკეთე (მინიმუმ 3 პოსტი მივუძღვენი. ამ პოსტებით კიდევ უფრო გაიჯგიმება ეგ პროგრამა).  აი როგორი ეფექტური გამოდგა ფეიბუკის მარკეტინგი.... კიდევ ერთხელ ვაღიარებ, ცხრიანში მოარტყა.

და მე მაინც არ მჯერა რომ მითვალთვალებენ, ნატავ ვის რაში დავკარგვივარ.... ნეტავ მითვალთვალებდნენ

აბა,  კომენტარებში მომწერეთ, კიდევ ვინ ფიქრობს ისე როგორც მე...

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე