თხა და გიგო. სლაიდები (ავტ. ნათია ცინცაძე) იაკობ გოგებაშვილი. „თხა და გიგო“ ზღაპარი იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა. ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა. მალე ძილი მოერია და ასკილივით თავის ქნევა დაიწყო. ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხების ბაკუნით თხა გამოვიდა. გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა, საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო. დასასრული
არასდროს მეგონა რომ აფთიაქში ბანალური ბამბის საყიდლად შესულს ამ პოსტის დაწერის იდეა დამებადებოდა. ხოდა რა მოხდა აფთიაქში? რიგში დგომისას ჩემი ჭორიკანა ყურადღება თავანკარა მეგრულით მოფუსფუსე (შემდგომში უკვე უფრო მოროხროხერე) ქალბატონებმა მიიპყრო, ათენა მუ რე ძა? რომ გავიხედე აშკარად ჯეკპოტი ჰქონდათ მოგებული და ყველანაირ კოსმეტიკას ყიდულობდნენ, თან 1-2-ს კი არა 20-30 ცალს. რავი მე ასეთი ლოგიკა მაქვს: თუ ვიღაცა 10 ცალ სხვადასხვა ფირმის შამპუნს ყიდულობს და ვერ არჩევს ნორმალური თუ ტენიანი კანისთვისაა, ან 30 საპონი, რავა ერთ დროულად გჭირდება? ხოდა აქ კიდევ ერთი ფრაზა იყო ტოტ კრასივი ტოჟე ვაზმი.... აქ უკვე მივხვდი რა ჯეკპოტიც მოიგეს... ხოდა გამახსენდა საბაჩქა. რისი თქმა მინდა: ცნობილია, ქართული „ელიტა“ საუკუნეების მიხედვით ხან და ფრანგულად საუბრობდა და ხან რუსულად. რაიკომის მდივნის შვილები პაგალოვნად რუსულ სკოლებში დადიოდნენ... მოკლედ ყველამ ხომ უნდა ნახოს რუსეთიდან ჯეკპოტი გეწვია და ა.შ. ქართული კუდაბზიკობა — რაიონულ ტელევიზიაში ხსოვნაში გაჟღერებული ფრაზა „მოსკოვიდან დაგტირის შენი შვილი ...
ამ პოსტით ვიწყებთ რეგიტრაციას 2026 წლის ამერიკული უნივერსიტეტების უფასო სერტიფიცრებულ კურსებზე მოსწავლეებისთვის , რომლების გავლის შემდეგ საშუალება გექნებათ დაფინანსება მოიპოვოთ ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. google meet (გამოიყენეთ კითხვების დასასმელად) ეს კურსებია: ✅CS50sg შესავალი სკრეჩით ✅ST106A კარელი ✅CS50pg შესავალი პროგრამირებაში პითონით ✅CS50xg შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში ✅ TA03-06 არდუინიოს პროგრამირება ✅TAI09-11 ხელოვნური ინტელექტის კურსი ✅TWEB07-08 ვებ გვერდის შექმნა რეგისტრაციისთვის დააჭირე ბმულს: ამერიკული უნივერების კურსები პროგრამირებაში (თუ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში შეცდომა დაიწერება SSL connection ... მაშინ დააჭირეთ წარწერას Advenced, ხოლო შემდეგ proceed to datomalania.....) თუ გსურს ამ პოსტის შესახებ შენს მეგობრებს გააგებინო, შეგიძლია ეს მოკლე ბმული გაუგზავნო: (ამ პოსტის ბმულია) გუგლში აკრიფე: mokle.ge/კომპმეცნ2026 🙏 გთხოვთ ეს პოსტი 🔗გაუზი...
Comments
კომენტარი