-->

ტესტირების ვიდეოგაკვეთილები



აქ შეგიძლიათ ნახოთ გუგლის ფორმების ტესტირების ინსტრუმენტის ვიდეოგაკვეთილები, რომელიც გამოგადგებათ დიაგნოსტიკური ან სასწავლო ტესტების შესაქმნელად. წარმატებულ წელს გიურვებთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს :)

ვიდეოგაკვეთილების სანახავად დააჭირეთ ბმულს


 1. შესავალი 02:42

 2. ახალი ტესტის შექმნა -
  2.1.1 ინტერფეისის გაქართულება 04:33
  2.1.2 ახალი ტესტის შექმნა 09:37

 2.2 კითხვების სახეები -
  2.2.1. მოკლე პასუხის ველის დამატება 10:00
  2.2.2 აბზაცის დამატება 03:56
  2.2.3 რამდენიმე სავარაუდო პასუხის ველის დამატება 04:20
  2.2.4 მოსანიშნი ველების დამატება 03:24
  2.2.5 ჩამოსაშლელის ველის დამატება 05:18
  2.2.6 ფაილის ატვირთვა 04:06

  2.3 პასუხის გასაღების შექმნა 05:43
  2.4 სექციებზე გადასვლა 07:55
  2.5 საერთო თვისებები 04:48
  2.6 დიზაინი 01:47

  3. გაგზავნა 08:08

  4. ტესტირების პროცესი 04:22

 პასუხები -
  5.1 პასუხების შეფასება 05:13

  5.3 პასუხების ცხრილის შექმნა 01:32







ასევე თქვენთვის შეიძლება, საინტერესო იყოს ჩემს მიერ ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილები MS Word 2013 (8:01:52)
კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისათვის (1:29:37)
HTML 5 (2:21:39)
PowerPoint 2013 (3:10:14)
ბლოგის შექმნა    (11:06)
ელ ფოსტა  (15:48)
gmail რეგისტრაცია  (9:05)
windows 10 გაქართულება   (5:20)
სხვა 

დატოვეთ კომენტარი





10 კომენტარი :

დიდი მადლობა, მართლა ძალიან გამომადგება.

აქ გამოქვეყნებული იყო თინკოს შეკითხვა, რომელშიც გაზიარებული იყო დოკუმენტის ბმული. უსაფრთხოების თვალსაზრისით მე ეს კომენტარი წავშალე, შემდეგ პოსტში კი არის კომენტარში დასმული კითხვის პასუხი.

ნახეთ დარედაქტირებული შეკითხვა: მოგესალმებით, ბატონო დავით,
საცდელი დიაგნოსტიკური ტესტი გავაკეთე, ტესტის პარამეტრში მოვნიშნე "შეზღუდვა 1 პასუხით", მივანიჭე მოკლე ბმული, მაგრამ არ შედის, ანუ, ბავშვს, ვისაც ექაუნთი არ აქვს, ვერ ვუგზავნი. არა და, მასე უფრო მაწყობს, მოკლე ბმულს გამოვუტანდი პროექტორით.
ეს არის ტესტის ბმული (ბმული წავშალე დ.მ.)


იქნებ მითხრათ, რა შეცდომა დავუშვი ან რა არ მივუთითე.
წინასწარ გიხდით მადლობას.

თინიკო, მადლობა რომ დაინტერესდით აღნიშნული თემით.

ვინაიდან თქვენ მონიშნეთ პარამეტრი შეზღუდვა ერთი პასუხით, მოსწავლე, რომელსაც არ აქვს გუგლის ანგარიში, ტესტირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ან არასწორი ელ ფოსტა უნდა მიუთითოს. (რაც თავისთავად გამართლებული არ იქნება.) მე რამდენადაც ვხვდები, თქვენ გჭირდებათ დიაგნოსტიკური ტესტირება და მოსწავლეებმა ერთზე მეტად მონაწილეობა ვერ უნდა მიიღონ. ამ სიტუაციაში გუგლის ანგარიში აუცილებელია. მეორე ვარიანტი შეიძლება ასეთი იყოს: მოხენით ერთი პასუხით შეზღუდვა. აუხსენით (ინსტრუქციაში მიუთითეთ) მოსწავლეებს, რომ მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება მოსწავლეებმა უნდა მიუთითონ სახელი და გვარი. შესაბამისად თუ ეს მოსწავლე მეორეჯერაც მოინდომებს ტესტის გავლას, კვლავ მოუწევს სახელის და გვარის მითითება, მაგრამ ამჯერად პირველ სვეტში სხვა დრო დაფიქსირდება. ამიტომ ეს მონაცემი შეგიძლიათ წაშალოთ. (ექსელს აქვს დუბლიკატების აღმოჩენის ფუნქცია)

აგრეთვე გირჩევთ, სახელი და გვარი მონიშნოთ როგორც სავალდებულო

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
ბევრჯერ ვცადე, მოვხსენი 1 პასუხით შეზღუდვა, მაგრამ ხან ხსნის ბმულს, ხან არა. მაგ, სკოლაში შუადღემდე საერთოდ არ ხსნის, საღამოსკენ და აგრეთვე სახლში საღამოს საათებში უპრობლემოდ მიხსნის როგორც ქრომიდან, ასევე ფაიერფოქსიდან. იქნებ ემისიდან არის რაიმე შეზღუდვა.
მაქვს აგრეთვე სხვა კითხვაც.
ვინაიდან აღნიშნული ტესტი შეიცავს 7-12 კლასებს, თუ მოსწავლე არის, ვთქვათ, 8 კლასელი, შედეგს ითვლის საერთო, 7-12 კლასების ქულებიდან. იქნებ მითხრათ, თუ არსებობს ფუნქცია (მე ვერ მივაგენი), რომელიც დაითვლის შედეგს მხოლოდ 8 კლასელის ტესტის ქულებიდან.
ძალიან მინდა (დირექციასთან შეთანხმებით) ტესტირების ეს მეთოდი დავნერგოთ სკოლაში, ამიტომ ბოდიშს გიხდით ამდენი კითხვისთვის და წინასწარ დიდი მადლობა :)

თუ დღის მეორე ნახევარში გვერდი იხსნება,ეს მხოლოდ ცუდი ინტერნეტის ბრალი შეიძლება იყოს. ანუ სკოლაში როცა ბავშვები არიან ინტერნეტი დატვირთულია და სიჩქარე არ არს საკმარისი გვერდის სრულად ჩასატვირთად.

მეორე კითხვას რაც შეეხება, ქულებს საერთო ტესტიდან დაითვლის და ამიტომაც ალბათ სხვადასხვა კლასებისთვის სხვადასხვა ტესტი უნდა გააკეთოთ. იმედი გამოგადგებატ ჩემი პასუხები.

თუ კითხვები კიდევ გექნებატ, მომწერეთ. არ მოგერიდოთ.

წარმატებას გისურვებთ :)

სესვლა არ შესვლა ერთი პასუხის შეზღუდვაზე არარის დამოკიდებული. ამიტომ დატოვეთ ისე, როგორც გჭირდებათ. თუ ქალაქის სკოლაა, პრობლემა არ უნდა გქონდეტ. თუ სოფლის სკოლაა, იქნებ ემისში დარეკოთ და სთხოვოთ გაასწორონ სიჩქარე. იქნებ შესაძლებელია

დიდი მადლობა, დათო, ნამადვოლად გამომადგება თქვენი პასუხები.

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით