-->

ოფისი 2019


დღეს უნდა დავწერო იმ სიახლის შესახებ, რის გამოც აქტიურად არ ვერთვებოდი სასკოლო სახელმძღვანელოების განხილვა-არგანხილვის პროცესში. ანუ ერთი მხრივ ძალიან კარგიცაა რომ სახელმძღვანელოები არ დაიბეჭდა. რომ დაბეჭდილიყო დაბეჭდვიდან ერთ თვეში დაძველდებოდა. სამინისტროს ეს ფაქტი რომ სცოდნოდა და კომპეტენტური ექსპერტები ჰყლოდა,  ჰიპოტეტური „ციფრული სკოლის მოდელთან შეუსაბამობის გამო“ კი არა ამ მიზეზით შეეძლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის შეჩერება

OK. თემას დავუბრუნდები :)


მაიკროსოფტმა ამჯერადაც ვადებს არ გადააცილა და უკვე 24 სექტემბერი ოფის 2019 ის დაბადების თარიღია.

რა არის ახალია 2019-ში? თითქოს არაფერი მაგრამ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ დესკტოპ ვერსია კიდევ უფრო დაუახლოვდა ალტერნატიულ ოფის 365 პროფესიონალ პლიუს ვერსიას. ოფისის ეს ვერსია განკუთვნილია იმ კლიენტებისთვის ვინც ფეხს ითრევს და აყოვნებს ღრუბლებში გადასახლებას (ქართველებს მეტი საფუძველი გვაქვს ამისთვის :) 


რისი აღნიშვნაც მინდა ორი სიტყვით: 

მოკარნახე  :)  (დააკვირდით სურათს)  (ტრენინგზე ვამბობდი რომ თუ ბავშვს წერა არ ეცოდინება, პრობლემა არ იქნება,



თუმცა ქართული ენის მხარდაჭერა არ აქვს (ჯერჯერობით)




ექსელში ახალი ფორმულებია და განახლებულია PowerPivot,    Power BI,  :)

ხოლო საპრეზენტაციო პროგრამაში დამატებულია კინომატოგრაფიული ეფექტები.

ახალი ოფისი ადაპტირებულია ელექტონულ ფანქარზე და სენსორულ ეკრანზე.





ანუ შეუძლია ხელნაწერის ბეჭდურ ვერსიაში გადაყვანა



ექვეიშენი უკვე LaTex ფორმატს ცნობს და აღიქვამს.

კიდევ ბევრი სიახლეა... (ძალიან საჭირო და აქტუალური ფუნქციები აქვს  ვეცდები მალე მოვუბრუნდე ამ თემას   :)

Project და Visio-ს ახალ ინსტრუმენტებზე არ შევჩერდები რადგანაც არც ისწავლება. არც Teams.   არადა თქვენს მოსწავლეებს (მომავალ მენეჯერებს)  მხოლოდ ასეთ  ინსტრუმენეტებთან მოუწევთ ურთიერთობა... (თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა)

ასევე თანდათან ძალიან მალე გამოჩნდება ახალი სერვერული კომპონენტები Exchange Server 2019, Skype For Business Server 2019, SharePoint Server 2019 და Project Server 2019.

და ბოლოს: ოფის 2019 შეგიძლიათ დააყენოთ როგორც ფანჯრებზე, ასევე მოკბეჩილ ვაშლზე  :)  (ანდროიდი კვლავ ოფის 356 ზე ჩალიჩობს)


თუმცა, რაც არ უნდა კარგი და არაჩვეულებრივი არ უნდა იყოს ოფისი 2019 და კიდევ სხვა ახალი ოფისი, მომავალი მაინც ღრუბლებშია, აედევნეთ Azure-ს, მე და კარგი ცხოვრება იქ გელოდებით :)





მეტი ინფორმაციისთვის მოგვიწონეთ ფეისბუკ გვერდზე

თავსებადი მოწყობილობები  Surface Studio 2  (ინგ,)





დამატებით
ოფის 2019 შესაძლებლობები (ინგ)

რა არის ახალი ოფის 2019ში  (ინგ)

ოფის 2019 ახალი შესაძლებლობები  (ინგ)




2 კომენტარი :

მომავალი ღრუბლებშია კი. მარა კაი ხანი ჩვეულებრივი ქართული ოჯახი არ (თუ ვერ?) გადაიხდის 90 დოლარს წელიწადში ოფის 365ში. აქ გამოსავალი არის ან ისევ პირატობა ან ლიბრეოფისი

რომა, მადლობა გამოხმაურებისთვის. ოფის 365 უფასოა live.com საიტიდან ნებისმიერი მეილით რეგისტრაციის შემთხვევაში. გექნებათ ელფოსტა, კალენდარი, ფორმები, ვანნოუთი, სკაიპი, ვორდი, ექსელი, პოვერპოინტი და 5 გიგბაიტი სივრცე. (კიდევ პატარპატარა სერვისები). და ეს ყველაფერი ქართულ ენაზე.

ძალიან მალე თითოეულ ჩვენთაგანს სულ სხვა ფუნქციონალი და უნარები დაგვჭირდება. ასე რომ ვერანაირი ლიბრე ან ოპენ ოფისი ამ სიტუაციას ვერ შეცვლის.

ყველაფერი ღრუბლებში :)

გააკეთეთ კომენტარი

იყიდეთ ბითკოინი საკრედიტო ბარათით