გამარჯობა რუბი!


25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ფინელმა პროგრამისტმა და „გამარჯობა რუბი“ - წიგნების სერიის ავტორმა ლინდა ლიუკასმა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „გამარჯობა რუბი“ წიგნების სერიის ავტორი 33 წლის ფინელი პროგრამისტი ლინდა ლიუკასი, რომელიც ჟურნალმა „ფორბს“-მა 2018 წელს ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დაასახელა, ხოლო ევროკომისიამ, ფინეთის ციფრული ჩემპიონი უწოდა, საქართველოში ჩამოიყვანა. დღეს ლინდა ლიუკასმა 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.


სექტემბრიდან კი მსოფლიოში აღიარებული წიგნით, განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, შერჩეული 3 საჯარო და ასევე, 2 კერძო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს „გამარჯობა რუბი“ წიგნებით დაეუფლებიან.


სიუჟეტი იმედზე

Comments

Popular posts from this blog

თხა და გიგო (ზღაპარი)

ტექნოლოგიების სახელმძღვანელოები პედაგოგებისთვის 2024

შემოდგომის რეგისტრაცია ინტელის ტრენინგებზე